არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 სიერა-ლეონე და გვინეა

იეჰოვას მსახურებაზე გადაგებული

ფილიპ ტენბე

იეჰოვას მსახურებაზე გადაგებული
  • დაიბადა: 1966 წ.

  • მოინათლა: 1997 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: დევნილი, რომელმაც 5 სამეფო დარბაზის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა.

ჩვენს ქალაქში, კოინდუში (სიერა-ლეონე) 1991 წელს ამბოხებული ჯარისკაცები შემოიჭრნენ. იძულებული გავხდი, მეუღლესთან, სათასთან ერთად ქალაქიდან გავქცეულიყავი. რვა წლის განმავლობაში არაერთ ლტოლვილთა ბანაკში მოგვიწია ცხოვრება. რა აღარ გამოვიარეთ ამ ბანაკებში — შიმშილი, ავადმყოფობა და ათასი უბედურება. ამას ისიც ემატებოდა, რომ საშინლად აღვირახსნილ ხალხში ვცხოვრობდით.

რომელ ბანაკშიც არ უნდა გვეცხოვრა, ადგილობრივ უფლებამოსილ პირებს ყველგან ვთხოვდით, ჩვენთვის მიწა მოეცათ სამეფო დარბაზის ასაშენებლად. ზოგჯერ გვთანხმდებოდნენ, ზოგჯერ — არა. თუმცა, თაყვანისცემისთვის საჭირო ადგილს მაინც ყოველთვის ვპოულობდით. ტერიტორიებზე, სადაც ბანაკები იყო განლაგებული, ოთხი სამეფო დარბაზი ავაშენეთ.

ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ვერ შევძელით სახლში დაბრუნება, რადგან ქალაქი კოინდუ მიწასთან იყო გასწორებული. ამიტომ, ქალაქ ბოსთან მდებარე ლტოლვილთა ბანაკში გაგვგზავნეს. იქ ფილიალიდან გამოგზავნილი თანხებით მეხუთე სამეფო დარბაზი ავაშენეთ.