წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

იეჰოვას მოყვარულნო!

იესომ თქვა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). რა გამამხნევებელი სიტყვებია! ჭეშმარიტების გაგება ამ „ბოლო დღეებშიც“ შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ სიცრუეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით (2 ტიმოთე 3:1). გახსოვთ, პირველად როდის მიხვდით, რომ ღვთის სიტყვაში ჭეშმარიტება ეწერა? ალბათ, აღფრთოვანებული იყავით!

თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა გვქონდეს და მის შესახებ სხვებსაც ვესაუბროთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტების თანახმად ვიცხოვროთ. ამისთვის საჭიროა, ღვთის სიყვარულში დავრჩეთ. სიკვდილის წინა საღამოს იესომ ერთგულ მოციქულებს უთხრა, რა იგულისხმებოდა ამაში: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“ (იოანე 15:10).

იესო იცავდა თავისი მამის მცნებებს, ამიტომაც დარჩა მის სიყვარულში. იგივე მოგვეთხოვება ჩვენც. ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, საჭიროა, ყოველდღე ჭეშმარიტების თანახმად ვიცხოვროთ. იმავე საღამოს იესომ თავის მოციქულებს უთხრა: „თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოანე 13:17).

გულწრფელად გვჯერა, რომ ეს წიგნი დაგეხმარებათ, კვლავაც ჭეშმარიტების თანახმად იცხოვროთ, დარჩეთ ღვთის სიყვარულში და გონებაში გქონდეთ მარადიული სიცოცხლე (იუდა 21).

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო