წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

 დანართი

უთანხმოებების მოგვარება საქმიანი ურთიერთობის დროს

უთანხმოებების მოგვარება საქმიანი ურთიერთობის დროს

1 კორინთელების 6:18-ში პავლე საუბრობდა იმის თაობაზე, თუ როგორ უჩიოდნენ სასამართლოში თანამორწმუნეები ერთმანეთს. ის გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ ზოგი ქრისტიანი კორინთში „უმართლო მოსამართლესთან“ უჩიოდა თანაქრისტიანს (მუხლი 1). პავლემ საფუძვლიანად ახსნა, თუ რატომ არ უნდა ეჩივლათ ქრისტიანებს ერთმანეთისთვის სასამართლოში, არამედ კრებაშივე მოეგვარებინათ უთანხმოებები. განვიხილოთ ზოგიერთი მიზეზი, რომელთა გამოც ეს ღვთივშთაგონებული რჩევა იყო მიცემული და ვიმსჯელოთ სიტუაციებზე, რომლებსაც ეს რჩევა შეიძლება არ შეეხოს.

თუ თანამორწმუნესთან საქმიანი ურთიერთობის დროს უთანხმოებები წამოიჭრება, უპირველეს ყოვლისა, ეს საქმე იეჰოვას ნებისამებრ უნდა მოვაგვაროთ და არა ჩვენი ჭკუით (იგავები 14:12). როგორც იესომ თქვა, უკეთესია, უთანხმოება მანამდე მოგვარდეს, სანამ სერიოზულ სახეს მიიღებს (მათე 5:2326). სამწუხაროდ, ზოგ ქრისტიანს იმდენად უჭირდა დათმობაზე წასვლა, რომ უთანხმოების გამო სასამართლოში უჩიოდა თანაქრისტიანს. პავლემ თქვა: „ერთმანეთს რომ ედავებით სასამართლოში, ეს თქვენი სრული დამარცხებაა“. რატომ? უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ სასამართლო გარჩევებმა შეიძლება ჩირქი მოსცხოს კრებას და ღმერთს, რომელსაც თაყვანს ვცემთ. ამიტომ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ პავლეს კითხვაზე: „რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას?“ (მუხლი 7).

პავლემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ღმერთმა იზრუნა კრებებში უთანხმოებების მოგვარებაზე, კერძოდ, ბიბლიური ცოდნით დაბრძენებულ უხუცესებს შეუძლიათ გაარკვიონ, რომელი ძმაა მართალი, როცა საქმიანი ურთიერთობების საკითხი წყდება (მუხლები 35). იესომ აღნიშნა, რომ სერიოზული დანაშაულის, მაგალითად ცილისწამებისა და სიცრუის შემთხვევაში, ქრისტიანი ეტაპობრივად უნდა შეეცადოს პრობლემის მოგვარებას; პირველი, პირადად მოაგვაროს პრობლემა მასთან, ვისაც ეს ეხება; მეორე, თუ არ მოუსმენს, ერთი ან ორი მოწმის თანდასწრებით ელაპარაკოს; და მესამე, თუ ამ შემთხვევაშიც  არ მოგვარდება პრობლემა, კრების უხუცესებს შეატყობინოს (მათე 18:1517).

ცხადია, ქრისტიანი უხუცესები ადვოკატები და ბიზნესმენები არ არიან და არც მოეთხოვებათ, რომ იყვნენ. ისინი უთანხმოებების მოგვარების მიზნით ძმებს შორის პირობებს არ ადგენენ. პირიქით, უხუცესები ცდილობენ, თითოეულ მხარეს დაეხმარონ, რომ ბიბლიური რჩევების გათვალისწინებით, ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც მშვიდობას შეუწყობს ხელს. თუ მდგომარეობა რთულია, მათ შეუძლიათ სარაიონო ზედამხედველს ან იეჰოვას მოწმეთა ფილიალს დაუკავშირდნენ დახმარებისთვის. თუმცა არსებობს სიტუაციები, რომლებზეც პავლეს რჩევები არ ვრცელდება.

ზოგ შემთხვევაში სასამართლო პროცესი არის უბრალო ფორმალობა ან კანონით გათვალისწინებული ღონისძიება მშვიდობის მისაღწევად. მაგალითად, სასამართლო პროცესი შეიძლება ერთადერთი საშუალება იყოს, რომ ადამიანმა მიიღოს ოფიციალური განქორწინება, შვილზე მეურვეობის უფლება, ალიმენტის განსაზღვრული რაოდენობა, დაზღვევით გათვალისწინებული კომპენსაცია, ასევე მოახდინოს ანდერძის ლეგალიზაცია და გაკოტრების შემთხვევაში ჩაირიცხოს კრედიტორების სიაში. ზოგიერთ შემთხვევაში ძმამ შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს, თავდაცვის მიზნით სარჩელი შეიტანოს სასამართლოში. *

თუ ასეთი სასამართლო პროცესები შუღლის გამო არ იმართება, ეს არ ნიშნავს პავლეს მიერ მოცემული ღვთივშთაგონებული რჩევის წინააღმდეგ წასვლას. * ნებისმიერ შემთხვევაში, ქრისტიანის მთავარი მიზანი იეჰოვას სახელის განწმენდა და კრებაში ერთიანობისა და მშვიდობის შენარჩუნება უნდა იყოს. ქრისტიანები გამოირჩევიან სიყვარულით, რომელიც „თავისას არ ეძებს“ (1 კორინთელები 13:4, 5; იოანე 13:34, 35).

^ აბზ. 2 იშვიათ შემთხვევაში ქრისტიანმა შეიძლება მეორე ქრისტიანის წინაშე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს, მაგალითად გაუპატიურება, თავდასხმა, მკვლელობა ან მსხვილი ქურდობა. ამ დროს არასწორი არ იქნება, თუ ქრისტიანი შესაბამის ორგანოებს აცნობებს ვითარებას, მაშინაც კი, თუ ამ საქმეზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე ან შედგება სასამართლო პროცესი.

^ აბზ. 3 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ შემდეგი ნომრები: 1997 წლის 15 მარტი, გვერდები 1722 და 1991 წლის 15 ოქტომბერი, გვერდები 2528 (რუს.).

 

გაიგეთ მეტი

როგორ სულს ავლენთ?

როგორ შეგვიძლია მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს სხვებთან? გაიგეთ ბიბლიაში ჩაწერილი კარგი და ცუდი მაგალითების შესახებ.