არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

მარცხნივ: შვეიცარიელი ძმები ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიან გერმანელ ძმებს, 1946. მარჯვნივ: სამეფო დარბაზის აღდგენა იაპონიაში მომხდარი ცუნამის შემდეგ, 2011

 ნაწილი 6

სამეფოს საქმიანობის მხარდაჭერა — თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობები და დაზარალებულთა დახმარება

სამეფოს საქმიანობის მხარდაჭერა — თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობები და დაზარალებულთა დახმარება

 წარმოიდგინე, რომ შეხვედი სამეფო დარბაზში და იქაურობა სრულიად შეცვლილი დაგვხვდა. ამ შენობით ყოველთვის ამაყობდი. შესაძლოა, გახსენდება ის ბედნიერი წუთები, როცა მის მშენებლობაში მონაწილეობდი. მაგრამ ახლა უფრო ამაყობ ამ შენობით, რადგან ის დროებით სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების ცენტრი გახდა. ახლახან თქვენს მხარეში მომხდარი ქარიშხლის შედეგად დაიტბორა და გაპარტახდა ყველაფერი, მაგრამ ფილიალის კომიტეტმა სწრაფად იმოქმედა, რომ დაზარალებულები უზრუნველეყო საკვებით, ტანსაცმლით, სასმელი წყლით და ა. შ. შემოწირული ნივთები აკურატულად აწყვია. და-ძმები რიგრიგობით შედიან დარბაზში, იღებენ საჭირო ნივთებს და ბევრ მათგანს სიხარულის ცრემლებით ევსება თვალები.

იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მისი ხალხი გამორჩეული იქნებოდა ერთმანეთისადმი სიყვარულით (იოან. 13:34, 35). ამ ნაწილში განვიხილავთ, როგორ ავლენენ იეჰოვას მოწმეები ქრისტიანულ სიყვარულს სამშენებლო პროექტებისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის დროს. ეს სიყვარული იმის ძლიერი მტკიცებაა, რომ იესოს სამეფო მმართველობს.

ამ განყოფილებაში

თავი 18

როგორ ხდება სამეფოს საქმიანობის დაფინანსება

სად ვშოულობთ საჭირო თანხებს? რას ხმარდება ეს თანხები?

თავი 19

სამშენებლო საქმიანობა, რომელიც განადიდებს იეჰოვას

თაყვანისმცემლობის ადგილები განადიდებს ღმერთს, თუმცა არსებობს მისთვის უფრო ძვირფასი რამ.

თავი 20

გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ჩვენი მსახურების ნაწილია

საიდან ვიცით, რომ დაზარალებულთა დახმარება იმ წმინდა მსახურების ნაწილია, რომელსაც იეჰოვას ვუსრულებთ?