წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

მარცხნივ: ბრუკლინის ბეთელის ოჯახი ბოლო შობას აღნიშნავს (1926 წელი). მარჯვნივ: ხალხი ამჩნევს, რომ იეჰოვას მოწმეები სხვებისგან განსხვავდებიან

 ნაწილი 3

სამეფოს ოთხოვნები — ღვთის სიმართლის ძიება

სამეფოს ოთხოვნები — ღვთის სიმართლის ძიება

 წარმოიდგინეთ, რომ ხედავთ მეზობელს და შორიდან ესალმებით. ცოტა ხანში ამჩნევთ, რომ ის დგას და თქვენ და თქვენს ოჯახს შორიდან გაკვირდებათ. მეზობელი ხელით განიშნებთ, რომ მასთან მიხვიდეთ, და შემდეგ გეუბნებათ: „რაღაც მინდა გკითხო: რატომ განსხვავდებით სხვებისგან ასე ძალიან?“. „რაში ხედავ სხვაობას?“ — უბრუნებთ კითხვას. ის აგრძელებს: „ვიცი, რომ იეჰოვას მოწმეები ხართ. თქვენ სხვა მორწმუნეებს არ ჰგავხართ — არ ზეიმობთ დღესასწაულებს, არ ერევით პოლიტიკაში, არ ომობთ, არ ეწევით, წესიერი და პატიოსანი ხალხი ხართ. მაინტერესებს, რატომ ხართ სხვებისგან ასე განსხვავებული?“.

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ჩვენ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები ვართ. ამ სამეფოს მეფის, იესოს წყალობით ჩვენი განწმენდის პროცესი არ წყდება. ის თავის ნაკვალევზე გვატარებს, რის გამოც ბოროტი ქვეყნიერებისგან მკვეთრად განვსხვავდებით. ამ ნაწილში განვიხილავთ, როგორ ახორციელებს მესიანური სამეფოს მეფე ღვთის ხალხის განწმენდას სულიერი, ზნეობრივი და ორგანიზაციული კუთხით, რაც, საბოლოო ჯამში, იეჰოვას განდიდებას ემსახურება.

ამ განყოფილებაში

თავი 10

მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს

რა საერთო აქვთ შობასა და ჯვარს?

თავი 11

ზნეობრივი განწმენდა როგორ აირეკლა იეჰოვას ხალხმა იეჰოვას სიწმინდე

ეზეკიელის ტაძრის სადარაჯო ოთახებსა და შესასვლელებს 1914 წლიდან ღვთის ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

თავი 12

ორგანიზებულად ვასრულებთ „მშვიდობის ღმერთის“ ნებას

ბიბლია უწესრიგობას წესრიგს კი არ უპირისპირებს, არამედ მშვიდობას. რატომ? როგორ ეხება ამ კითხვაზე პასუხი ქრისტიანებს დღეს?