არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

მარცხნივ: ნიდერლანდის ქალაქ ეინდჰოვენში ძმას ქადაგებისთვის აპატიმრებენ (1945 წელი). მარჯვნივ: იცავს კანონი თქვენს ქვეყანაში ქადაგების უფლებას?

 ნაწილი 4

სამეფოს გამარჯვებები — სასიხარულო ცნობის კანონით განმტკიცება

სამეფოს გამარჯვებები — სასიხარულო ცნობის კანონით განმტკიცება

 წარმოიდგინე, რომ კარდაკარ ქადაგებ. უეცრად შორიდან სირენის ხმა გესმის, რომელიც თანდათან ძლიერდება. მომდევნო მობინადრესთან საუბრის დროს შენი პარტნიორის ყურადღებას იპყრობს პოლიციის მანქანა, რომელიც თქვენთან ახლოს ჩერდება. მანქანიდან გადმოდის პოლიციელი და გეკითხებათ: „ეს თქვენ დადიხართ კარდაკარ და ხალხს ბიბლიაზე ესაუბრებით? თქვენზე ბევრი საჩივარი შემოვიდა!“. თქვენ პატივისცემით მიმართავთ და ეუბნებით, რომ იეჰოვას მოწმეები ხართ. როგორ ვითარდება შემდეგ მოვლენები?

ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდა თქვენი ქვეყნის მთავრობა წარსულში იეჰოვას მოწმეებს. დაცულია ამჟამად თქვენს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება? თუ თავისუფლებით სარგებლობთ, ეს შესაძლოა იმ სულიერი და-ძმების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე დიდი წვლილი შეიტანეს „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებაში“ (ფილ. 1:7). რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, იეჰოვას მოწმეთა იურიდიულ გამარჯვებებზე ფიქრი რწმენას გვიმტკიცებს. ამ ნაწილში განვიხილავთ ზოგიერთ მათგანს. ეს ბრწყინვალე გამარჯვებები მოწმობს, რომ სამეფო რეალურია, რადგან ამას ჩვენი ძალებით ვერასდროს შევძლებდით!

ამ განყოფილებაში

თავი 13

სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ

დღეს ზოგიერთი მაღალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები იზიარებენ ძველ დროში მცხოვრები კანონის მასწავლებლის, გამალიელის შეხედულებას.

თავი 14

მხოლოდ ღვთის ხელისუფლების ერთგულნი

პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამო იეჰოვას მოწმეებზე წამოსული დევნის „მდინარე“ „მიწამ“ შთანთქა.

თავი 15

ბრძოლა თაყვანისცემის თავისუფლებისთვის

ღვთის ხალხი იბრძოდა ღვთის სამეფოს კანონის დაცვის უფლებისთვის.