არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის ღვთის სამეფო?

რა არის ღვთის სამეფო?
  • ის, რაც ადამიანის გულშია?

  • სიმბოლური გამოთქმა?

  • ზეციერი მმართველობა?

 ბიბლიაში წერია:

„ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა“ (დანიელი 2:44, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

„მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა“ (ესაია 9:6).

რას ნიშნავს ეს თქვენთვის:

  • სამართლიან მმართველობას, რომელიც თქვენს კეთილდღეობაზე იზრუნებს (ესაია 48:17, 18).

  • მომავალ ახალ ქვეყნიერებაში სრულყოფილი ჯანმრთელობითა და ბედნიერებით აღსავსე ცხოვრებას (გამოცხადება 21:3, 4).

 შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?

დიახ, რადგან ამის, სულ მცირე, ორი მიზეზი არსებობს:

  • იესომ დაგვანახვა, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო. მან თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ელოცათ, ღვთის სამეფოს მოსვლასა და დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებაზე (მათე 6:9, 10). იესომ თავისი საქმეებით აჩვენა, თუ როგორ შესრულდება ეს ლოცვა.

    დედამიწაზე ყოფნისას იესომ მშივრები დააპურა, ავადმყოფები განკურნა და მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნა (მათე 15:29—38; იოანე 11:38—44). ამ საოცარი საქმეებით ღვთის სამეფოს მომავალმა მმართველმა, იესომ, წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ რას გააკეთებს ეს სამეფო მომავალში თავისი ქვეშევრდომებისთვის (გამოცხადება 11:15).

  • მსოფლიო მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ღვთის სამეფო მალე დამყარდება დედამიწაზე. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ვიდრე ეს სამეფო დედამიწაზე მცხოვრებთ მშვიდობას მოუტანდა, მსოფლიო ომებით, მიწისძვრებითა და შიმშილით დაიტანჯებოდა (მათე 24:3, 7).

    დღეს ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ სრულდება იესოს წინასწარმეტყველება. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის სამეფო მალე ბოლოს მოუღებს ყველა პრობლემას.

 დაფიქრდით:

როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს?

ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: ფსალმუნის 37:29 და ესაიას 65:21—23.

გაიგეთ მეტი

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

როგორ დამყარდება მშვიდობა დედამიწაზე?

გაიგე მეტი, თავისი დაპირების თანახმად, როგორ დაამყარებს ღმერთი სამეფოს მეშვეობით მშვიდობას მსოფლიოში.

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.