წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

 გაკვეთილი 9

რა უნდა გააკეთოთ თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვის?

რა უნდა გააკეთოთ თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვის?

1. რატომ არის კანონიერი ქორწინება მნიშვნელოვანი ოჯახური ბედნიერებისთვის?

სასიხარულო ცნობა იეჰოვასგან, ბედნიერების ღმერთისგან მოდის, რომელსაც უნდა, რომ ოჯახებმა ბედნიერებით გაიხარონ (1 ტიმოთე 1:11). ქორწინებას საფუძველი სწორედ მან ჩაუყარა. კანონიერი ქორწინება მნიშვნელოვანია ოჯახური ბედნიერებისთვის, რადგან ის შესაძლებლობას იძლევა, ბავშვები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში აღიზარდონ.

რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ქორწინებაზე? მას სურს, რომ ეს იყოს მუდმივი კავშირი ქალსა და კაცს შორის. ქრისტიანები უნდა ემორჩილებოდნენ ადგილობრივ კანონებს ქორწინების რეგისტრაციასთან დაკავშირებით (ლუკა 2:1, 4, 5). იეჰოვას სურს, რომ ცოლი და ქმარი ერთმანეთის ერთგული იყოს (ებრაელები 13:4). მას სძულს გაყრა (მალაქია 2:16). მაგრამ ქრისტიანებს განქორწინებისა და ხელახლა დაქორწინების უფლებას ღმერთი მხოლოდ მეუღლის ღალატის შემთხვევაში აძლევს. წაიკითხეთ მათეს 19:3—6, 9.

2. როგორ უნდა ექცეოდეს ცოლ-ქმარი ერთმანეთს?

იეჰოვამ კაცი და ქალი ისე შექმნა, რომ ისინი ერთმანეთის შემავსებლები ყოფილიყვნენ (დაბადება 2:18). ქმარი, როგორც ოჯახისთავი, ვალდებულია არჩინოს ოჯახი და ოჯახის წევრებს ღვთის მცნებები და კანონები ასწავლოს. ქმარს ცოლი საკუთარ თავივით უნდა უყვარდეს. ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას უნდა ავლენდეს. რადგან ქმარიც და ცოლიც არასრულყოფილები არიან, ბედნიერი ოჯახი მათ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ერთმანეთის პატიებას ისწავლიან. წაიკითხეთ ეფესოელების 4:31, 32; 5:22—25, 33; 1 პეტრეს 3:7.

3. უნდა დაშორდეთ მეუღლეს, თუ ბედნიერი არა ხართ?

თუკი თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის უთანხმოებაა, ორივე ეცადეთ სიყვარულით მოექცეთ ერთმანეთს (1 კორინთელები  13:4, 5). ბიბლია არ ურჩევს წყვილებს, რომ ცალ-ცალკე იცხოვრონ ისეთი პრობლემების გამო, რომლებიც ჩვეულებრივია ოჯახში. წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:10—13.

4. ბავშვებო, რას მოელის ღმერთი თქვენგან?

იეჰოვას სურვილია, რომ ბედნიერები იყოთ. ის საუკეთესო რჩევებს გაძლევთ, რაც დაგეხმარებათ აზრიანად გაატაროთ ახალგაზრდობის წლები. ღმერთს უნდა, რომ დაუჯეროთ მშობლებს, რომლებსაც სიბრძნე და გამოცდილება აქვთ (კოლოსელები 3:20). იეჰოვას სურს, რომ მისი ნების შესრულებამ სიხარული მოგანიჭოთ. წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:9—12:1; მათეს 19:13—15; 21:15, 16.

5. მშობლებო, რა არის საჭირო თქვენი შვილების ბედნიერებისთვის?

მძიმე შრომაა საჭირო, რომ შვილები საკვებით, საცხოვრებლითა და ტანსაცმლით უზრუნველყოთ (1 ტიმოთე 5:8). იმისათვის, რომ თქვენი შვილები ბედნიერები იყვნენ, მათ ღვთის სიყვარული უნდა ჩაუნერგოთ და მისი სიტყვა ასწავლოთ (ეფესოელები 6:4). თუ ბავშვი დაინახავს, რომ გიყვართ ღმერთი, ეს მასზე დადებითად იმოქმედებს. თუ შვილების აღზრდის დროს ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობთ, მათ სწორი აზროვნება ჩამოუყალიბდებათ. წაიკითხეთ კანონის 6:4—7; იგავების 22:6.

ბავშვებზე დადებითად მოქმედებს შექება და წახალისება, თუმცა დარიგება და დასჯაც საჭიროა. თუ ასე აღზრდით შვილებს, ისეთს არაფერს გააკეთებენ, რაც მათ ბედნიერებას წაართმევს (იგავები 22:15). მაგრამ მშობელი უნდა მოერიდოს შვილის სასტიკად დასჯას. წაიკითხეთ კოლოსელების 3:21.

იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიაზე დაფუძნებული არაერთი წიგნი გამოსცეს, რომლებიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ეხება. წაიკითხეთ ფსალმუნის 19:7, 11.

გაიგეთ მეტი

ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია

ორი მარტივი კითხვა დაგეხმარებათ, რომ უფრო მტკიცე ქორწინება გქონდეთ.

როგორ მოვაგვაროთ პრობლემები

სწორი მიდგომა დაგეხმარებათ, თქვენი ოჯახი ერთ მუშტად შეკრული და ბედნიერი იყოს და არა — დაქსაქსული და უბედური.

რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის

ქმრებს, ცოლებს, მშობლებსა და შვილებს შეუძლიათ მიჰბაძონ იესოს სიყვარულის გამოვლენაში. რას ვსწავლობთ იესოსგან?