წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

 გაკვეთილი 6

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

ღმერთმა უთხრა ადამს: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19)

1. სასიხარულო ცნობა გარდაცვლილთათვის — რა იგულისხმება ამაში?

იერუსალიმის მახლობლად, ბეთანიაში მისულ იესოს თავისი მეგობარი ლაზარე ოთხი დღის მკვდარი დახვდა. იესო სამარხთან მიცვალებულის დებთან, მართასთან და მარიამთან ერთად მივიდა. მალე ხალხიც შეიკრიბა. წარმოიდგინეთ მართასა და მარიამის სიხარული, როცა იესომ ლაზარე გააცოცხლა. წაიკითხეთ იოანეს 11:21—24, 38—44.

მართამ მანამდე უკვე იცოდა სასიხარულო ცნობა გარდაცვლილებზე. მან იცოდა, რომ იეჰოვა მკვდრებს დედამიწაზე საცხოვრებლად აღადგენდა. წაიკითხეთ 1 მეფეების 17:17—24.

2. რა მდგომარეობაში არიან მკვდრები?

ადამიანი მიწის მტვრისგან არის შექმნილი (დაბადება 2:7; 3:19). ჩვენ ხორცშესხმული სულები არა ვართ. ჩვენ ფიზიკური ქმნილებები ვართ და სიკვდილის შემდეგ ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი აღარ განაგრძობს სიცოცხლეს. როცა ადამიანი კვდება, კვდება მისი ტვინიც და ქრება მისი ფიქრები. ამიტომაც, ლაზარეს არ უთქვამს, რომ სიკვდილის შემდეგ მის თავს რაიმე ხდებოდა. ის უგრძნობ მდგომარეობაში იყო. წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:5, 6, 10.

ტანჯავს ღმერთი ადამიანებს სიკვდილის შემდეგ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან. ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება შეურაცხყოფს ღმერთს, რადგან ადამიანის ცეცხლში წამების იდეაც კი საძულველია მისთვის. წაიკითხეთ იერემიას 7:31.

 3. შეუძლიათ მკვდრებს ლაპარაკი?

მკვდრებს არც მოსმენა შეუძლიათ და არც ლაპარაკი (ფსალმუნი 115:17). მაგრამ არსებობენ ბოროტი ანგელოზები, რომელთაც აქვთ იმის უნარი, რომ ცოცხლებს გარდაცვლილი ადამიანის ხმით დაელაპარაკონ (2 პეტრე 2:4). იეჰოვა მკვდრებთან დალაპარაკების მცდელობასაც კი კრძალავს. წაიკითხეთ კანონის 18:10, 11.

4. ვინ აღდგება?

მილიონობით გარდაცვლილი აღდგება დედამიწაზე საცხოვრებლად. მათ შორის იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ღვთის მოთხოვნების შესახებ და არასწორად იქცეოდნენ. წაიკითხეთ საქმეების 24:15.

აღდგენილებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიგონ ღვთის შესახებ ჭეშმარიტება, გამოავლინონ რწმენა იესოსადმი და დაემორჩილონ მას (გამოცხადება 20:11—13). ისინი, ვინც მიჰყვებიან ღვთის მითითებებს, უსასრულო სიცოცხლით გაიხარებენ დედამიწაზე. წაიკითხეთ იოანეს 5:28, 29.

5. რაზე მეტყველებს მკვდრეთით აღდგომა?

ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, და ამით იეჰოვამ მკვდრეთით აღდგომის იმედი მოგვცა. აღდგომის იმედი იეჰოვას დიდ სიყვარულსა და წყალობაზე მეტყველებს. მკვდრეთით აღდგენილთაგან ყველაზე მეტად ვის ნახვას ისურვებდით? წაიკითხეთ იოანეს 3:16; რომაელების 6:23.

გაიგეთ მეტი

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები და საერთოდ რატომ ვკვდებით?

რეალური იმედი გარდაცვლილთათვის

ხელიდან გამოგაცალათ სიკვდილმა საყვარელი ადამიანი? შესაძლებელია მათი კვლავ ნახვა? გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია მკვდრეთით აღდგომის შესახებ.

სულიერი ქმნილებები რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე?

ბიბლიაში ვკითხულობთ ანგელოზებსა და დემონებზე. ნამდვილად არსებობენ ეს სულიერი ქმნილებები? შეუძლიათ მათ გავლენა მოახდინონ თქვენს ცხოვრებაზე?