არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

 გაკვეთილი 13

რა ბედი ეწევა რელიგიებს?

რა ბედი ეწევა რელიგიებს?

1. ყველა რელიგია მისაღებია ღვთისთვის?

ყველა რელიგიაში არიან გულწრფელი ადამიანები. სასიხარულო ცნობა მათთვის ის არის, რომ ღმერთი ხედავს მათ და ზრუნავს მათზე. მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ბოროტებას სწორედ რომ რელიგიის სახელით სჩადის (2 კორინთელები 4:3, 4; 11:13—15). საინფორმაციო საშუალებების თანახმად, ზოგიერთი რელიგია ტერორიზმში, გენოციდში, ომებსა და პედოფილიაშიც კი არის გარეული. რა სამწუხაროა ეს მათთვის, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი! წაიკითხეთ მათეს 24:3—5, 11, 12.

ჭეშმარიტი რელიგია განადიდებს ღმერთს, ცრუ რელიგია კი მის განაწყენებას იწვევს. ცრუ რელიგია ხალხს არაბიბლიურ მოძღვრებებს ასწავლის, მათ შორის, ღმერთზე და მკვდრების მდგომარეობაზე. იეჰოვას სურს, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს მასზე. წაიკითხეთ ეზეკიელის 18:4; 1 ტიმოთეს 2:3—5.

2. რა მომავალი ელით რელიგიებს?

ღმერთს შეცდომაში ნამდვილად ვერ შეიყვანენ ის ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ღმერთი უყვართ, მაგრამ სატანის ქვეყნიერებაზე არიან შეყვარებულები (იაკობი 4:4). ღვთის სიტყვა, ბიბლია, ყველა ცრუ რელიგიას „დიდ ბაბილონად“ მოიხსენიებს. ბაბილონი იყო უძველესი ქალაქი, რომელიც ნოეს წარღვნის შემდეგ დაარსდა. სწორედ იქ ჩაეყარა ცრუ რელიგიას საფუძველი. მალე ღმერთი გაანადგურებს ყველა რელიგიას, რომელიც ატყუებს და ტანჯავს ხალხს. ეს ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. წაიკითხეთ გამოცხადების 17:1, 2, 5, 16, 17; 18:8.

მაგრამ არსებობს სხვა უფრო მნიშვნელოვანი სასიხარულო ცნობაც. იეჰოვა არ ივიწყებს ცრუ რელიგიებში მიმოფანტულ გულწრფელ ადამიანებს. ის კრებს და აერთიანებს ამ ხალხს ჭეშმარიტი სწავლებით. წაიკითხეთ მიქას 4:2, 5.

ჭეშმარიტი რელიგია აერთიანებს ხალხს

 3. როგორ უნდა მოიქცნენ გულწრფელი ადამიანები?

იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება და სიკეთე. ის აფრთხილებს მათ, რომ მიატოვონ ცრუ რელიგია. ვისაც უყვარს ღმერთი, სიამოვნებით ახდენს ცვლილებებს ცხოვრებაში, რომ მას ასიამოვნოს. წაიკითხეთ გამოცხადების 18:4.

პირველ საუკუნეში, როცა ზოგმა გულწრფელმა ადამიანმა მოციქულებისგან მოისმინა სასიხარულო ცნობა, სიხარულით გამოეხმაურა მას. ისინი დაადგნენ ცხოვრების ახალ გზას, უფრო ბედნიერს და აზრიანს. მათ ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვეს, რადგან გამოეხმაურნენ სასიხარულო ცნობას და იეჰოვა პირველ ადგილზე დააყენეს თავიანთ ცხოვრებაში. წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 1:8, 9; 2:13.

იეჰოვა სიამოვნებით მიიღებს თავის დიდ ოჯახში ყველას, ვინც გამოვა ცრუ რელიგიიდან. თუ მიიღებთ ამ გულთბილ მოწვევას, თქვენ იეჰოვას მეგობარი და მის თაყვანისმცემელთა მოსიყვარულე ოჯახის წევრი გახდებით; საბოლოოდ კი ღმერთი მარადიული სიცოცხლით დაგაჯილდოვებთ. წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30; 2 კორინთელების 6:17, 18.

4. როგორ მოჰგვრის ღმერთი ყველას სიხარულს?

მართლაც სასიხარულო ცნობაა ის, რომ ცრუ რელიგია მალე აღარ იარსებებს. ეს კაცობრიობას დიდ შვებას მოჰგვრის. ცრუ რელიგია მეტად აღარ შეიყვანს ხალხს შეცდომაში და აღარ დაყოფს კაცობრიობას. ყველა ადამიანი ერთ ჭეშმარიტ ღმერთს სცემს თაყვანს. წაიკითხეთ გამოცხადების 18:20, 21; 21:3, 4.

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

ღვთისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლობა

განვიხილოთ ექვსი ნიშანი, რომელიც დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ ვინ სცემს ღმერთს თაყვანს მისთვის მისაღები სახით.

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

დაიკავე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე

რა სირთულეებს შეიძლება შეხვდე სხვებთან საკუთარ შეხედულებებზე საუბრის დროს და როგორ შეგეძლო ამ დროს ტაქტიანობა გამოგევლინა