არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

 გაკვეთილი 7

რა არის ღვთის სამეფო?

რა არის ღვთის სამეფო?

რატომ არის იესო საუკეთესო მეფე? (მარკოზი 1:40-42)

1. რა არის ღვთის სამეფო?

ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელიც შეცვლის ყველა სხვა მთავრობას და დაამყარებს ღვთის ნებას ზეცაში და დედამიწაზე. ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა მართლაც სასიხარულოა. მალე ეს სამეფო კმაყოფილებასა და ბედნიერებას მოუტანს ყველა ადამიანს და ყველა ერთობაში იცხოვრებს. წაიკითხეთ დანიელის 2:44; მათეს 6:9, 10; 24:14.

ბუნებრივია, სამეფოს მეფე უნდა ჰყავდეს. ღვთის სამეფოს მეფედ იეჰოვამ თავისი ძე, იესო ქრისტე, დანიშნა. წაიკითხეთ გამოცხადების 11:15.

2. რატომ არის იესო საუკეთესო მეფე?

ღვთის ძე საუკეთესო მმართველია, რადგან კეთილია და მტკიცედ დგას სიმართლის მხარეს (იოანე 1:14). ამასთანავე, ის საკმაოდ დიდ ძალას ფლობს საიმისოდ, რომ ხალხს დაეხმაროს, ვინაიდან ის მთელ დედამიწას ზეციდან უხელმძღვანელებს. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის ზეცად ამაღლდა და იეჰოვას მარჯვნივ დაჯდა (ებრაელები 10:12, 13). ბოლოს ღმერთმა მისცა მას ძალაუფლება, რათა მმართველობა დაეწყო. წაიკითხეთ დანიელის 7:13, 14.

3. ვინ იმმართველებს იესოსთან ერთად?

იესოსთან ერთად ზეცაში იმმართველებენ „წმინდები“, რომლებიც ღმერთმა ამოირჩია (დანიელი 7:27). პირველები, ვინც წმინდები გახდნენ, მისი ერთგული მოციქულები იყვნენ. იეჰოვა დღემდე ირჩევს ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც წმინდების რიგებს უერთდებიან. იესოს მსგავსად, ისინიც სულიერი სხეულით აღდგებიან. წაიკითხეთ იოანეს 14:1—3; 1 კორინთელების 15:42—44.

 რამდენი ადამიანი აღდგება ზეცაში საცხოვრებლად? იესომ ამ ჯგუფს „მცირე სამწყსო“ უწოდა (ლუკა 12:32). მათმა რიცხვმა საბოლოოდ უნდა შეადგინოს 144 000; ისინი იესოსთან ერთად მთელ დედამიწაზე იმეფებენ. წაიკითხეთ გამოცხადების 14:1.

4. რა მოჰყვა იესოს გამეფებას?

ღვთის სამეფომ მმართველობა 1914 წელს დაიწყო. * პირველი, რაც იესომ გააკეთა ის იყო, რომ სატანა და დემონები დედამიწაზე გადმოყარა. სატანა გაშმაგებულია და ყველანაირად ცდილობს, დედამიწას და მასზე მცხოვრებ ხალხს ავნოს და ზიანი მიაყენოს (გამოცხადება 12:7—10, 12). მას შემდეგ კაცობრიობას სულ უფრო მეტი უბედურება ატყდება თავს. ომები, შიმშილი, ეპიდემიები და მიწისძვრები იმის „ნიშანია“, რომ ღვთის სამეფო მალე დაიწყებს მმართველობას დედამიწაზე. წაიკითხეთ ლუკას 21:7, 10, 11, 31.

5. რას აკეთებს ღვთის სამეფო?

ღვთის სამეფო მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მეშვეობით მთელ დედამიწაზე მილიონობით ადამიანს აერთიანებს ყველა ერიდან. ეს თვინიერი ხალხი იესოს ქვეშევრდომი ხდება. ღვთის სამეფო დაიცავს მათ, როცა გაანადგურებს ამ ბოროტ ქვეყნიერებას. ვისაც სურს, კურთხევები მიიღოს, იესოს უნდა დაემორჩილოს. წაიკითხეთ გამოცხადების 7:9, 14, 16, 17.

ათასწლიანი მმართველობის დროს ღვთის სამეფო დედამიწას თანდათანობით პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ბოლოს იესო სამეფოს მამას გადასცემს (1 კორინთელები 15:24—26). ალბათ, გაგიჩნდათ იმის სურვილი, რომ ღვთის სამეფოზე სხვებთან ისაუბროთ. წაიკითხეთ ფსალმუნის 37:10, 11, 29.

^ აბზ. 12 დაწვრილებით რომ გაიგოთ, როგორ მივყავართ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს 1914 წლამდე, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 215—218.

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

დაფიქრდით: ადამიანთა საქციელი და აზროვნება ნამდვილად ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ.

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

როგორ უწევენ იეჰოვას მოწმეები ორგანიზებას სამქადაგებლო საქმიანობას?

ჩვენ მივყვებით იესოს მაგალითს, რომელიც მან დედამიწაზე ყოფნისას დაგვიტოვა. ქადაგების რა მეთოდებს მივმართავთ?