წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

 გაკვეთილი 1

რა არის სასიხარულო ცნობა?

რა არის სასიხარულო ცნობა?

1. რა სასიხარულო ცნობა აქვს ღმერთს ჩვენთვის გადმოსაცემი?

ღმერთს სურს, რომ გავიხაროთ და დავტკბეთ დედამიწაზე სიცოცხლით. მას უყვარს ადამიანები და ამიტომ შექმნა დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა. მალე ის იზრუნებს იმაზე, რომ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებმა ადამიანმა უკეთესად იცხოვროს. ის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოგვხსნის ტანჯვის უღელს. წაიკითხეთ იერემიას 29:11.

დღემდე ვერც ერთმა მთავრობამ ვერ აღმოფხვრა ძალადობა, ავადმყოფობა და სიკვდილი. მაგრამ სასიხარულო ცნობა ის არის, რომ მალე ღმერთი ყველა მთავრობას გააუქმებს და თავის ხელისუფლებას დაამყარებს. მისი ქვეშევრდომები გაიხარებენ მშვიდი ცხოვრებითა და საუკეთესო ჯანმრთელობით. წაიკითხეთ ესაიას 25:8; 33:24; დანიელის 2:44.

2. რატომ არის სასიხარულო ცნობა დღეს ასე მნიშვნელოვანი?

ტანჯვას მაშინ მოეღება ბოლო, როცა ღმერთი პირწმინდად მოსპობს დედამიწაზე ბოროტ ადამიანებს (სოფონია 2:3). როდის მოხდება ეს? ბიბლიამ იწინასწარმეტყველა დღეს არსებული სავალალო მდგომარეობა. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი მალე დაიწყებს მოქმედებას. წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5.

3. ჩვენგან რა მოითხოვება?

ბიბლიიდან უნდა გავიგოთ, ვინ არის ღმერთი და როგორია ის. ბიბლია შეიძლება შევადაროთ მშობელი მამისგან გამოგზავნილ წერილს. ამ წერილში ის გვწერს, როგორ ვიცხოვროთ დღესვე უკეთესად, ახლო მომავალში კი როგორ გავიხაროთ დედამიწაზე ბედნიერი და მარადიული ცხოვრებით. ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ ბიბლიის შესწავლას მოისურვებთ, ამას ყველა არ მოგიწონებთ. მაგრამ ღმერთი იმდენად კარგ მომავალს გვპირდება, რომ ამ უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ ღირს! წაიკითხეთ იგავების 29:25; გამოცხადების 14:6, 7.

გაიგეთ მეტი

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?