წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

 გაკვეთილი 8

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და ტანჯვას?

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და ტანჯვას?

ღმერთმა ადამიანებს საკმარისი დრო მისცა ემმართველათ, იმის დასანახათ, რომ მათ არ შეუძლიათ კაცობრიობის პრობლემების აღმოფხვრა.

1. როგორ გაჩნდა ბოროტება?

ბოროტება დედამიწაზე მაშინ გაჩნდა, როცა სატანამ პირველი ტყუილი თქვა. სატანა თავიდან სრულყოფილი ანგელოზი იყო, მაგრამ „ჭეშმარიტებაში არ დადგა“ (იოანე 8:44). მან მოინდომა, რომ ადამიანებს მისთვის ეცათ თაყვანი. თაყვანისცემა კი მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. სატანამ მოატყუა ევა და დაარწმუნა, რომ ღვთის ნაცვლად მას დამორჩილებოდა. ევას ადამმაც მიჰბაძა და ღვთის მორჩილებაზე უარი თქვა. ადამის გადაწყვეტილებამ ყველას ტანჯვა და სიკვდილი მოგვიტანა. წაიკითხეთ დაბადების 3:1—6, 19.

როცა სატანამ ევა ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ წააქეზა, ამით, სინამდვილეში ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ გამოვიდა. ადამიანთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სატანას და უარყო ღმერთი, როგორც მმართველი. ასე გახდა სატანა „ქვეყნიერების მმართველი“. წაიკითხეთ იოანეს 14:30; 1 იოანეს 5:19.

2. ნაკლი ჰქონდა ღვთის ქმნილებებს?

ღვთის ყველა საქმე სრულყოფილია. ადამიანები და ანგელოზები ღმერთმა ისე შექმნა, რომ მათ შეეძლოთ სრულყოფილად დამორჩილებოდნენ ღვთის მოთხოვნებს (კანონი 32:4, 5). ღმერთმა ადამიანებს არჩევნის საშუალება მისცა, რათა თავად გადაეწყვიტათ სიკეთე ეკეთებინათ თუ ბოროტება. სწორედ ამ თავისუფლების წყალობით შეგვიძლია ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენა. წაიკითხეთ იაკობის 1:13—15; 1 იოანეს 5:3.

3. რატომ დაუშვა ღმერთმა ტანჯვა ასე დიდხანს?

რატომ დაუშვა ღმერთმა ამდენ ხანს ადამიანთა ურჩობა? ყველას უნდა დაენახა ის, რომ მისი ჩარევის გარეშე, ადამიანი სრულიად ბედნიერი ვერასოდეს იქნება (ეკლესიასტე 7:29; 8:9). ამას ადამიანთა 6 000-წლიანი ისტორიაც ადასტურებს.  ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ომების, დამნაშავეობის, უსამართლობისა და ავადმყოფობის აღმოფხვრა. წაიკითხეთ იერემიას 10:23; რომაელების 9:17.

მათგან განსხვავებით ღმერთი კურთხევებს არ მოაკლებს მათ, ვინც ღვთის მმართველობას ირჩევს (ესაია 48:17, 18). მალე იეჰოვა ბოლოს მოუღებს ადამიანთა ხელისუფლებებს. დედამიწას მხოლოდ ისინი დაიმკვიდრებენ, ვინც ღმერთს თავის მმართველად აღიარებს (ესაია 11:9). წაიკითხეთ დანიელის 2:44.

ჩვენი არჩევნით ცხადვყოფთ, ვაღიარებთ თუ არა ღმერთს ჩვენს მმართველად

4. რის შესაძლებლობა მოგვცა ღვთის მოთმინებამ?

სატანა აცხადებდა, რომ სუფთა და წრფელი გულით არც ერთი ადამიანი არ ემსახურებოდა ღმერთს. პირადად თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ეს სიცრუეა! ღვთის მოთმინების წყალობით თითოეულ ჩვენგანს გვეძლევა შესაძლებლობა ან ღვთის მმართველობას დავუჭიროთ მხარი, ან ადამიანთა მმართველობას. ჩვენი ცხოვრებიდან ჩანს, რა არჩევანს ვაკეთებთ. წაიკითხეთ იობის 1:8—12; იგავების 27:11.

5. როგორ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ღმერთს ვირჩევთ მმართველად?

ღვთის მმართველობას რომ მხარი დავუჭიროთ, ბიბლიიდან უნდა გავიგოთ, როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი, შემდეგ კი მას შესაბამისად ვცეთ თაყვანი (იოანე 4:23). თუ იესოს მსგავსად უარს ვიტყვით პოლიტიკაში ჩარევასა და ომებში მონაწილეობაზე, უარვყოფთ სატანას და მას ჩვენს მმართველად არ ვაღიარებთ. წაიკითხეთ იოანეს 17:14.

სატანა თავის ძალაუფლებას იმისთვის იყენებს, რომ ხალხს უზნეობა და სხვა ცუდი საქმეები ჩაადენინოს. როცა უარს ვამბობთ ასეთ რამეზე, შეიძლება მეგობრებმა და ნათესავებმა დაგვცინონ ან წინააღმდეგობა გაგვიწიონ (1 პეტრე 4:3, 4). სწორედ ამ დროს ვდგებით არჩევნის წინაშე. თუ ღვთის ბრძნული კანონების თანახმად ვიცხოვრებთ და მათთან გვექნება ურთიერთობა, ვისაც ღმერთი უყვარს, დავამტკიცებთ, რომ სატანა ტყუოდა, როცა აცხადებდა, რომ არავინ დარჩებოდა ღვთის ერთგული წინააღმდეგობების დროს. წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9, 10; 15:33.

ადამიანების მიმართ ღვთის სიყვარული იმაში გვარწმუნებს, რომ ერთხელაც დადგება დრო, როცა ბოროტებას და ტანჯვას ბოლო მოეღება. ყველა, ვინც რწმენას გამოავლენს ღვთისადმი, მარადიული სიცოცხლით დატკბება დედამიწაზე. წაიკითხეთ იოანეს 3:16.

გაიგეთ მეტი

რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?

ბევრის აზრით, ღმერთია დამნაშავე იმაში, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანები ასე იტანჯებიან. თქვენ რას ფიქრობთ? გაიგეთ ბიბლიიდან, რას ამბობს ღმერთი ტანჯვის გამომწვევ მიზეზებზე.