წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

 გაკვეთილი 2

ვინ არის ღმერთი?

ვინ არის ღმერთი?

1. რატომ უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანი?

ჭეშმარიტი ღმერთი ის არის, ვინც შექმნა სამყარო და ყველაფერი რაც მასშია. ღმერთს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული ექნება (ფსალმუნი 90:2). ის არის ბიბლიაში ჩაწერილი სასიხარულო ცნობის ავტორი (1 ტიმოთე 1:11). რაკი ღმერთმა მოგვცა სიცოცხლე, თაყვანიც მხოლოდ მას უნდა ვცეთ. წაიკითხეთ გამოცხადების 4:11.

2. როგორია ღმერთი?

ღმერთი ადამიანთაგან არავის უნახავს, რადგან ის სულია. ეს არის სიცოცხლის უმაღლესი ფორმა, რომელიც სრულიად განსხვავდება დედამიწაზე მცხოვრები ქმნილებების სიცოცხლის ფორმისგან (იოანე 1:18; 4:24). და მაინც, ღვთის ფიქრებისა და გრძნობების ამოცნობა მისივე ქმნილებებშია შესაძლებელი. მაგალითად, ის, რომ დედამიწა სავსეა ათასგვარი ხილითა და ყვავილებით, ღვთის სიყვარულსა და სიბრძნეზე მოწმობს. სამყაროს უკიდეგანო საზღვრები მის განუზომელ ძალაზე მეტყველებს. წაიკითხეთ რომაელების 1:20.

ღვთის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება მისი სიტყვის, ბიბლიის, წაკითხვით შეგვიძლია. ბიბლიიდან ვიგებთ, რა მოსწონს ღმერთს და რა არ მოსწონს, როგორ ექცევა ადამიანებს და როგორ რეაგირებს სხვადასხვა სიტუაციაში. წაიკითხეთ ფსალმუნის 103:7—10.

3. აქვს ღმერთს სახელი?

იესომ თქვა: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). მართალია, ღმერთს ბევრი წოდება აქვს, მაგრამ სახელი მხოლოდ ერთი აქვს. სხვადასხვა ენაზე ეს სახელი სხვადასხვანაირად გამოითქმის. ქართულად ღვთის სახელი ასე ჟღერს: „იეჰოვა“. ზოგი მას წარმოთქვამს, როგორც „იაჰვე“. წაიკითხეთ ფსალმუნის 83:18.

ღვთის სახელი ბიბლიის მრავალი თარგმანიდან ამოღებულია და შეცვლილია წოდებებით: ღმერთი და უფალი. მაგრამ თავდაპირველად ბიბლიაში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ იყო მოხსენიებული.  როცა იესო ხალხს ღვთის შესახებ ასწავლიდა, მათ მის სახელსაც ამცნობდა. წაიკითხეთ იოანეს 17:26.

იეჰოვა მოსიყვარულე მამასავით ზრუნავს ჩვენზე

4. ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე?

დღევანდელი ტანჯვისა და უბედურებების ფონზე, შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე? ზოგი ამბობს, რომ ღმერთი ჩვენს გამოსაცდელად უშვებს სატანჯველს; მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე. წაიკითხეთ იაკობის 1:13.

ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება უბოძა. განა მადლიერნი არ უნდა ვიყოთ, რომ გვაქვს უფლება, პირადად ავირჩიოთ, ვემსახუროთ თუ არა მას? (იესო ნავეს ძე 24:15). ბევრი ისეთ გზას ირჩევს, რომელიც ტანჯავს და აზარალებს მასაც და მის გარშემო მყოფთაც. იეჰოვას გული სტკივა, ამდენ უსამართლობას რომ ხედავს. წაიკითხეთ დაბადების 6:5, 6.

იეჰოვა მზრუნველი ღმერთია. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ გავიხაროთ ცხოვრებით. მალე ღმერთი ბოლოს მოუღებს ტანჯვას და გაანადგურებს ყველას, ვინც იწვევს ამ ტანჯვას. მანამდე კი მას აქვს საფუძვლიანი მიზეზები, რომ დროებით დაუშვას ტანჯვა. ამ მიზეზებზე მე-8 თავში ვისაუბრებთ. წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:9; 3:7, 13.

5. როგორ შეგვიძლია, დავუახლოვდეთ ღმერთს?

იეჰოვა გვთავაზობს, რომ დავუახლოვდეთ მას ლოცვის მეშვეობით. ის პირადად არის დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით (ფსალმუნი 65:2; 145:18). ის მზად არის, გვაპატიოს შეცდომები. ღმერთი ამჩნევს ჩვენს ყოველ მცდელობას, როცა გვინდა, მას ვასიამოვნოთ, თუნდაც ეს ბოლომდე კარგად არ გამოგვდიოდეს. მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ, ღმერთთან დაახლოება ნამდვილად შეგვიძლია. წაიკითხეთ ფსალმუნის 103:12—14; იაკობის 4:8.

რადგანაც სიცოცხლე იეჰოვამ გვაჩუქა, ყველაზე მეტად ის იმსახურებს ჩვენს სიყვარულს (მარკოზი 12:30). ღმერთს სიყვარულს იმ შემთხვევაში დაუმტკიცებთ, თუ უფრო მეტს გაიგებთ მის შესახებ და შეასრულებთ მის მოთხოვნებს. ასე უფრო დაუახლოვდებით მას. წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:4; 1 იოანეს 5:3.

გაიგეთ მეტი

აქვს ღმერთს სახელი?

ღმერთს ბევრი წოდება აქვს, მაგალითად, ყოვლისშემძლე, შემოქმედი, უფალი. ამ ვიდეორგოლიდან გაიგებთ, რომ ღვთის სახელი ბიბლიაში დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული.