წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

 გაკვეთილი 15

რატომ არ უნდა შეწყვიტოთ იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება?

რატომ არ უნდა შეწყვიტოთ იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება?

1. რა კურთხევას მოგიტანთ ბიბლიის შესწავლა?

ეჭვგარეშეა, ბიბლიის ძირითადი სწავლებების განხილვამ იეჰოვასადმი სიყვარული გაგიძლიერათ. მაგრამ ეს სიყვარული მუდმივად უნდა იზრდებოდეს (1 პეტრე 2:2). თქვენი მარადიული სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, შეინარჩუნებთ თუ არა ღმერთთან ახლო ურთიერთობას ღვთის სიტყვის შესწავლით. წაიკითხეთ იოანეს 17:3; იუდას 21.

რაც უფრო მეტ ცოდნას მიიღებთ ღვთის შესახებ, მით უფრო მეტად გაგიძლიერდებათ რწმენა. რწმენა კი, თავის მხრივ, დაგეხმარებათ, ასიამოვნოთ ღმერთს (ებრაელები 11:1, 6). ეს აგრეთვე აღგძრავთ, მოინანიოთ შეცდომები და ცხოვრებაში სასარგებლო ცვლილებები მოახდინოთ. წაიკითხეთ საქმეების 3:19.

თქვენ შეგიძლიათ იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყაროთ

2. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს თქვენი ცოდნით?

ბუნებრივია, გსურთ, სხვებსაც გაუზიაროთ ის, რაც ისწავლეთ — კარგ და სასიხარულო ამბავზე საუბარი ხომ ყველას სიამოვნებს. თუ განაგრძობთ ბიბლიის შესწავლას, გაიგებთ, როგორ აუხსნათ ბიბლიის მეშვეობით სხვებს თქვენი მრწამსი და როგორ ესაუბროთ სასიხარულო ცნობაზე. წაიკითხეთ რომაელების 10:13—15.

ბევრმა პირველად სასიხარულო ცნობა თავის მეგობრებს და ნათესავებს გაუზიარა. ამ დროს ტაქტიანობაა საჭირო. იმას კი ნუ ეტყვით, რომ მათი რელიგია მცდარია, არამედ ღვთის დაპირებებზე ესაუბრეთ. ისიც გახსოვდეთ, რომ ხშირად ადამიანი თქვენი ზრდილობითა და თავაზიანობით უფრო მეტად იხიბლება, ვიდრე იმით, თუ რას ეუბნებით. წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:24, 25.

3. როგორი ურთიერთობა შეგიძლიათ გქონდეთ ღმერთთან?

ღვთის სიტყვის შესწავლა დაგეხმარებათ სულიერ წინსვლაში. საბოლოოდ, თქვენ შეძლებთ, განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყაროთ იეჰოვასთან და გახდეთ მისი დიდი ოჯახის წევრი. წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:18.

 4. როგორ შეგიძლიათ განაგრძოთ წინსვლა?

თქვენ შეძლებთ განაგრძოთ სულიერი წინსვლა, თუ არ შეწყვეტთ ღვთის სიტყვის შესწავლას (ებრაელები 5:13, 14). სთხოვეთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს, რომ დაგეხმაროთ ბიბლიის შესწავლაში წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. რაც მეტს ისწავლით ღვთის სიტყვიდან, მით უფრო წარმატებული იქნებით ცხოვრებაში. წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1—3; 73:27, 28.

სასიხარულო ცნობა იეჰოვასგან, ბედნიერი ღმერთისგან მოდის. თუ მის ხალხს დაუახლოვდებით, ამით ღმერთთანაც შეძლებთ დაახლოებას (ებრაელები 10:24, 25). თუ გამუდმებით ეცდებით, იეჰოვას ასიამოვნოთ, მიაღწევთ მარადიულ სიცოცხლეს. ღმერთთან დაახლოება მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში. წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:11; 6:19.

გაიგეთ მეტი

რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?

საკუთარი თვალით ნახეთ, რა ხდება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში.

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?

დაუახლოვდი ღმერთს ლოცვის მეშვეობით

ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვებს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად უნდა გაიგო ღვთის თვალსაზრისი ლოცვასთან დაკავშირებით.