არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 დანართი

1914 წელი მნიშვნელოვანი თარიღი

1914 წელი მნიშვნელოვანი თარიღი

ათწლეულებით ადრე, ჯერ კიდევ 1914 წლის დადგომამდე, ბიბლიის მკვლევრები ამბობდნენ, რომ 1914 წელს მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდებოდა. რა მოვლენებს გულისხმობდნენ ისინი და რა ადასტურებს იმას, რომ 1914 წელი მართლაც მნიშვნელოვანი წელი იყო?

 როგორც ლუკას 21:24-ში ვკითხულობთ, იესომ თქვა: „გათელილი იქნება იერუსალიმი უცხოტომელთა მიერ, სანამ არ დასრულდება უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“. იერუსალიმი ებრაელთა სატახტო ქალაქი იყო, საიდანაც ქვეყანას მეფე დავითის შთამომავლები მართავდნენ (ფსალმუნი 48:1, 2). ეს მეფეები ყველა სხვა ქვეყნის მმართველებისგან განსხვავდებოდნენ. ისინი „იეჰოვას ტახტზე“ ისხდნენ, როგორც უშუალოდ ღვთის წარმომადგენლები (1 მატიანე 29:23). ამგვარად, იერუსალიმი იეჰოვას მმართველობის სიმბოლო იყო.

როგორ და როდიდან იყო „გათელილი . . . იერუსალიმი უცხოტომელთა მიერ“? ძვ. წ. 607 წლიდან, როცა იერუსალიმი ბაბილონელებმა აიღეს. ამ დროიდან „იეჰოვას ტახტზე“ აღარავინ იჯდა და დავითის შთამომავლები აღარ მეფობდნენ (2 მეფეები 25:1—26). სამუდამოდ უნდა ყოფილიყო იერუსალიმი „გათელილი“? არა. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ციდკიას შესახებ, რომელიც უკანასკნელი მეფე იყო  იერუსალიმში, თქვა: „მოიძვრე თავსაბურავი, მოიცილე გვირგვინი! . . არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი, — მას გადავცემ“ (ეზეკიელი 21:26, 27). „კანონით უფლებამოსილი“, ანუ ვისაც დავითის შთამომავალი მეფეების გვირგვინი ეკუთვნის, ქრისტე იესოა (ლუკა 1:32, 33). ასე რომ, იერუსალიმი „გათელილი“ იქნებოდა, ვიდრე იესო ქრისტე გამეფდებოდა.

როდის მოხდებოდა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა? იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ უცხოტომელთა მმართველობა წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში გაგრძელდებოდა. დანიელის წინასწარმეტყველების მე-4 თავის დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა ხანგრძლივობის უნდა ყოფილიყო ეს პერიოდი. ამ თავში აღწერილია ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, წინასწარმეტყველური სიზმარი. მან სიზმარში ნახა უზარმაზარი ხე, რომელიც უნდა მოჭრილიყო. მისი ფესვი ვეღარ გაიზრდებოდა, რადგან რკინისა და სპილენძის ბორკილები ექნებოდა დადებული. ანგელოზმა თქვა: „შვიდმა დრომ გადაიაროს“ (დანიელი 4:10—16).

ბიბლიაში მოხსენიებული ხეები ზოგჯერ მმართველობის სიმბოლოდ გამოიყენება (ეზეკიელი 17:22—24; 31:2—5). ამგვარად, სიმბოლური ხის მოჭრა იმას ნიშნავდა, რომ შეწყდებოდა ღვთის მმართველობა, რომელიც იერუსალიმში დავითის შთამომავალთა მეფობით იყო წარმოდგენილი. თუმცა წინასწარმეტყველება მიუთითებდა, რომ იერუსალიმი მხოლოდ გარკვეული პერიოდის — „შვიდი დროის“ — განმავლობაში იქნებოდა გათელილი. რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს პერიოდი?

გამოცხადების 12:6, 14-ის მიხედვით, სამ-ნახევარი დრო არის „ათას ორას სამოცი დღე“. აქედან გამომდინარე, შვიდი დრო იქნება ორჯერ მეტი, ანუ 2 520 დღე. მაგრამ უცხოტომელებს არ შეუწყვეტიათ ღვთის მმართველობის გათელვა იერუსალიმის დაცემიდან 2 520 დღის შემდეგ. როგორც ჩანს, ამ წინასწარმეტყველებაში დროის გაცილებით დიდი მონაკვეთია ნაგულისხმები. რიცხვების 14:34-სა და ეზეკიელის 4:6-ში მოცემულია პრინციპი: „თითო დღეზე თითო წელი“. ამ პრინციპის საფუძველზე, „შვიდი დრო“ 2 520 წელს უნდა გაგრძელებულიყო.

2 520 წელი დაიწყო ძვ. წ. 607 წლის ოქტომბერში, როცა ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს და მეფე დავითის შთამომავალი ტახტიდან ჩამოაგდეს. ეს პერიოდი 1914 წლის ოქტომბერში დამთავრდა. ამ დროს  დასრულდა „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ და იესო ქრისტე ზეცაში გამეფდა (ფსალმუნი 2:1—6; დანიელი 7:13, 14). *

როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, პერიოდი, როცა ის მოსულია როგორც ზეციერი მეფე, დრამატული მოვლენებით — ომებით, შიმშილით, მიწისძვრებით და ეპიდემიებით — ხასიათდება (მათე 24:3—8; ლუკა 21:11). ეს მოვლენები იმის აშკარა მტკიცებაა, რომ 1914 წელს ღვთის ზეციერმა სამეფომ მმართველობა დაიწყო და დადგა ამ ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეები“ (2 ტიმოთე 3:1—5).

^ აბზ. 4 ძვ. წ. 607 წლის ოქტომბრიდან ძვ. წ. 1 წლის ოქტომბრამდე 606 წელია. ნულოვანი წელი არ არსებობს. ძვ. წ. 1 წლის ოქტომბრიდან ახ. წ. 1914 წლის ოქტომბრამდე 1 914 წელია. თუ 606 წელს მივუმატებთ 1 914 წელს, მივიღებთ 2 520 წელს. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ სტატია „ქრონოლოგია“ [ინგლ.]; ქართულად იხილეთ ონლაინ ბიბლიოთეკაში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.