წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 დანართი

უნდა აღვნიშნავდეთ დღესასწაულებს?

უნდა აღვნიშნავდეთ დღესასწაულებს?

საყოველთაოდ ცნობილ რელიგიურ თუ არარელიგიურ დღესასწაულებს, რომლებსაც დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ, ბიბლიური საფუძველი არა აქვს. საიდან იღებს სათავეს ეს დღესასწაულები? თუ შესაძლებლობა მოგეცემა, შენთვის, ალბათ, საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რა არის ნათქვამი ენციკლოპედიებში ან ცნობარებში, შენს მხარეში ფართოდ გავრცელებული დღესასწაულების შესახებ. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი.

 აღდგომა. «„ახალ აღთქმაში“ არაფერია ნათქვამი აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ», — ვკითხულობთ ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“. როგორ წარმოიშვა აღდგომის დღესასწაული? ის სათავეს წარმართული თაყვანისმცემლობიდან იღებს. მართალია, დღეს ხალხი ამ დღესასწაულს იესოს აღდგომასთან აკავშირებს, მაგრამ სააღდგომო წეს-ჩვეულებები ქრისტიანული არ არის. მაგალითად, „კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებული ბევრი წარმართული წეს-ჩვეულება აღდგომის დღესასწაულის ნაწილად იქცა. მაგალითად, კვერცხი ბუნების გაღვიძების სიმბოლოდ ითვლებოდა“.

ახალი წელი. ახალი წლის თარიღი და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ამ დღესასწაულის წარმოშობასთან დაკავშირებით ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „რომაელმა მმართველმა, იულიუს კეისარმა, ძვ. წ. 46 წელს დაადგინა, რომ ახალი წელი 1 იანვრიდან დაიწყებოდა. ამ დღეს რომაელები იანუსს, კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელისა და ყოველივეს დასაბამის ღვთაებას, უძღვნიდნენ. იანუსის პატივსაცემად წლის პირველ თვეს იანვარი დაარქვეს. იანუსს ორი სახე ჰქონდა, ერთი წინ იყურებოდა მეორე — უკან“. ასე რომ, ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნას საფუძვლად წარმართული ტრადიციები დაედო.

ჰელოუინი. ენციკლოპედია „ამერიკანაში“ ნათქვამია: „ჰელოუინთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები დრუიდთა [ძველი კელტების ქურუმები] რიტუალებიდან მომდინარეობს, რომელიც ქრისტიანობამდე კარგა ხნით ადრე არსებობდა. კელტები ორი მთავარი ღვთაების, მზის ღმერთისა და მკვდრების ღმერთის, პატივსაცემად დღესასწაულებს მართავდნენ. მკვდრების ღმერთის დღესასწაულს აღნიშნავდნენ 1 ნოემბერს, როდესაც კელტებისთვის ახალი წელი იწყებოდა. ეს დღესასწაული თანდათანობით ქრისტიანულ დღესასწაულად იქცა“.

სხვა დღესასწაულები. შეუძლებელია ყველა დღესასწაულზე ვისაუბროთ, რომლებიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მაგრამ იეჰოვასთვის მიუღებელია დღესასწაულები, რომლებიც ადამიანების ან ამა თუ იმ ორგანიზაციის განსადიდებლად აღინიშნება (იერემია 17:5—7; საქმეები 10:25, 26). აგრეთვე ისიც არ უნდა დაგავიწყდეს, რომ რელიგიური დღესასწაულის დასაბამი განსაზღვრავს, იწონებს თუ არა მას ღმერთი (ესაია 52:11; გამოცხადება 18:4). ამ წიგნის მე-16 თავში მოხსენიებული ბიბლიური პრინციპების დახმარებით იმასაც დაინახავ, თუ რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს არარელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობაზე.