არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

ნუთუ ეს სურდა ღმერთს?

ნუთუ ეს სურდა ღმერთს?

საკმარისია, გადაშალო რომელიმე გაზეთი, ჩართო ტელევიზორი ან მოუსმინო რადიოს და უამრავ ახალ ამბავს გაიგებ დამნაშავეობის, ომების თუ ტერორისტული აქტების შესახებ. დაფიქრდი პირად პრობლემებზეც. შესაძლოა ავადმყოფობასთან გიწევს ბრძოლა ან საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო გლოვობ. შეიძლება შენთვის ნაცნობია ის, რასაც ღვთისმოშიში მამაკაცი, იობი, გრძნობდა. როგორც თვითონ ამბობდა, მისი ცხოვრება „გაჭირვებით სავსე“ იყო (იობი 10:15).

დაფიქრდი:

  • ნუთუ ეს სურდა ღმერთს ჩემთვის და მთელი კაცობრიობისთვის?

  • როგორ უნდა გავუმკლავდე პრობლემებს?

  • არსებობს რაიმე იმედი, რომ ოდესმე დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება?

ბიბლია ამომწურავ პასუხებს გვაძლევს ამ კითხვებზე.

 ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი დედამიწაზე დიდ ცვლილებებს მოახდენს:

„მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4)

„კოჭლი ირემივით იხტუნებს“ (ესაია 35:6)

„ბრმებს თვალები აეხილებათ“ (ესაია 35:5)

 „ყველანი, ვინც სამარხებში არიან . . . გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29)

„არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24)

„უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე“ (ფსალმუნი 72:16)

 ბიბლიის შესწავლა სარგებლობას მოგიტანს

ნაჩქარევად ნუ დაასკვნი, რომ ის, რაც წინა გვერდებზეა მოცემული, მხოლოდ ოცნებაა. ყოველივე ამას ღმერთი გვპირდება. ბიბლია გვიხსნის, როგორ შეასრულებს ღმერთი თავის დაპირებას.

ბიბლიის შესწავლა მხოლოდ ამიტომ როდია სასარგებლო. ბიბლიის დახმარებით დღესვე კმაყოფილი იქნები საკუთარი ცხოვრებით. ერთი წუთით დაფიქრდი შენს საზრუნავზე და პრობლემებზე. შესაძლოა ფინანსური, ოჯახური თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვს ან საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო ხარ დამწუხრებული. ბიბლია ადამიანებს ეხმარება დღევანდელ პრობლემებთან გამკლავებაში, უმსუბუქებს მდგომარეობას და მნიშვნელოვან კითხვებზე სცემს პასუხს:

  • რა არის ჩვენი ტანჯვის მიზეზი?

  • როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს?

  • რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი ოჯახი გვქონდეს?

  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

  • ვიხილავთ ოდესმე გარდაცვლილ ახლობლებს?

  • რა გვარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი შეასრულებს თავის დაპირებებს?

 ამ წიგნს თუ კითხულობ, როგორც ჩანს, გსურს გაიგო, რას გვასწავლის ბიბლია. ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარება ამაში. ყურადღება მიაქციე, რომ თითოეულ აბზაცს კითხვა დაესმის. მილიონობით ადამიანი სიამოვნებით მსჯელობს იეჰოვას მოწმეებთან ერთად ბიბლიურ თემებზე კითხვა-პასუხების საშუალებით. ვიმედოვნებთ, რომ შენ შემთხვევაშიც ასე იქნება. დაე, ღმერთმა აკურთხოს შენი მონდომება და კმაყოფილება მოგიტანოს იმის გაგებამ, რასაც ბიბლია გვასწავლის!

გაიგეთ მეტი

ბიბლიის შესწავლის პროგრამა

როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესწავლებს უფასოდ ატარებენ. გაიგეთ, როგორ ხდება ეს.