წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 თავი 19

დარჩით ღვთის სიყვარულში

დარჩით ღვთის სიყვარულში
  • რას ნიშნავს, გიყვარდეს ღმერთი?

  • როგორ შეგვიძლია დავრჩეთ ღვთის სიყვარულში?

  • როგორ დააჯილდოებს იეჰოვა მათ, ვინც მის სიყვარულში დარჩება?

შეაფარებ თავს იეჰოვასთან ამ მძიმე დროში?

1, 2. რა თავშესაფარი არსებობს ჩვენთვის დღეს?

წარმოიდგინე, რომ ქარიან ამინდში სადღაც მიდიხარ. უეცრად ცა იღრუბლება. იწყება ელვა და ჭექა-ქუხილი, რასაც კოკისპირული წვიმა მოჰყვება. ნაბიჯს უჩქარებ და ცდილობ, სადმე თავი შეაფარო. გზისპირას ხედავ გადახურულ ნაგებობას, სადაც არ დასველდები. კმაყოფილი ხარ, რომ თავშესაფარი იპოვე!

2 ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ. მსოფლიოში მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. მაგრამ არსებობს თავშესაფარი, სადაც დაცულნი ვიქნებით სერიოზული საფრთხისგან. რა თავშესაფარს ვგულისხმობთ? ყურადღება მიაქციე, რა არის ნათქვამი ბიბლიაში: «ვეტყვი იეჰოვას: „ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ მოგენდობი“» (ფსალმუნი 91:2).

3. როგორ შეგვიძლია იეჰოვასთან თავის შეფარება?

3 მართლაც საოცარი აზრია! იეჰოვა ღმერთი, სამყაროს შემოქმედი და უზენაესი ხელისუფალი, შეიძლება ჩვენი თავშესაფარი იყოს. იეჰოვას შესწევს ძალა, დაგვიცვას, რადგან ის ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია, ვისაც და რასაც ჩვენთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამე ზიანს მოგვაყენებს,  იეჰოვას შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება. როგორ შევაფაროთ თავი იეჰოვასთან? უნდა მივენდოთ მას. გარდა ამისა, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „დარჩით ღვთის სიყვარულში“ (იუდა 21). დიახ, ჩვენ უნდა დავრჩეთ ღვთის სიყვარულში. ამისათვის საჭიროა, ახლო მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ ჩვენს ზეციერ მამასთან. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ის ჩვენი თავშესაფარი იქნება. როგორ უნდა განვავითაროთ ასეთი ურთიერთობა?

ვიგრძნოთ ღვთის სიყვარული და სიყვარულითვე ვუპასუხოთ მას

4, 5. როგორ ავლენს იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს?

4 ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, უნდა შეგვეძლოს იმის დანახვა, თუ როგორ ავლენს იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს. კიდევ ერთხელ დაფიქრდი იმაზე, რაც ბიბლიიდან გაიგე ამ წიგნის დახმარებით. იეჰოვამ დედამიწაზე სასიამოვნო პირობები შეგვიქმნა. ჩვენი პლანეტა მდიდარია საკვებით, წყლითა და ბუნებრივი რესურსებით. მას განუმეორებელს ხდის ცხოველთა სამყარო და საუცხოო პეიზაჟები. ღმერთმა ბიბლიის მეშვეობით გაგვიმჟღავნა, თუ რა ჰქვია მას და როგორი თვისებები აქვს. ბიბლიიდან ისიც გავიგეთ, რომ ღმერთმა თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ჩვენთვის მომკვდარიყო (იოანე 3:16). ამის საფუძველზე ჩვენ შესანიშნავი მომავლის იმედი გვაქვს.

5 ჩვენი მომავლისთვის ღმერთმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. მან ჩამოაყალიბა ზეციერი მთავრობა, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას. ეს მთავრობა მალე ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. დიახ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მშვიდობიან პირობებში ვიცხოვროთ და მარადიულად ბედნიერები ვიყოთ! (ფსალმუნი 37:29). დღეს კი ღმერთი გვაძლევს რჩევებსა და მითითებებს, რომელთა დახმარებითაც დღესვე შეგვიძლია საუკეთესოდ წარვმართოთ საკუთარი ცხოვრება. გარდა ამისა, იეჰოვა გვაძლევს ლოცვის, მასთან თავისუფლად საუბრის შესაძლებლობას. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, თუ როგორ ავლენს იეჰოვა სიყვარულს კაცობრიობისადმი და პირადად შენდამი.

6. რას გააკეთებ იმ სიყვარულის საპასუხოდ, რომელსაც ღმერთი ავლენს შენდამი?

 6 ახლა კი დაფიქრდი შემდეგ მნიშვნელოვან კითხვაზე: „რას გავაკეთებ ღვთის სიყვარულის საპასუხოდ?“ მრავალი იტყვის: „მეც მეყვარება იეჰოვა“. შენც ასეთი აზრი გაქვს? იესომ თქვა, რომ უდიდესი მცნებაა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37). შენ ნამდვილად მრავალი მიზეზი გაქვს იმისათვის, რომ გიყვარდეს იეჰოვა ღმერთი. მაგრამ მთელი გულით, სულითა და გონებით იეჰოვას სიყვარული მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მისდამი სიყვარულს გრძნობდე?

7. რას ნიშნავს, გიყვარდეს ღმერთი? ახსენი.

7 როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, ღვთის სიყვარული გრძნობაზე მეტს მოიცავს. მნიშვნელოვანია, გრძნობდე ღვთისადმი სიყვარულს, მაგრამ ასეთი გრძნობა მხოლოდ საფუძველია ნამდვილი სიყვარულის განსავითარებლად. ვაშლის თესლი აუცილებელია იმისათვის, რომ ვაშლის ხე ამოვიდეს. მაგრამ ვაშლი რომ გინდოდეს, კმაყოფილი იქნები, თუ ვინმე მხოლოდ ვაშლის თესლს მოგცემს? ნამდვილად არა! მსგავსად ამისა, თუ ადამიანი იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარულს გრძნობს, ეს მხოლოდ დასაწყისია. ბიბლია ამბობს: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3). ღვთისადმი ნამდვილ სიყვარულს, ასე ვთქვათ, ნაყოფი უნდა გამოჰქონდეს. ის ადამიანის მოქმედებაში უნდა ვლინდებოდეს (წაიკითხეთ მათეს 7:16—20).

8, 9. როგორ შეგვიძლია ღვთისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოვლენა?

8 ღვთის სიყვარულს ვავლენთ, თუ ვიცავთ მის მცნებებს და ვითვალისწინებთ მის მითითებებს. ეს კი ნამდვილად არაა რთული. იეჰოვას კანონები ტვირთად არ გვაწევს. ღმერთმა ეს კანონები იმიტომ მოგვცა, რომ საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილნი და ბედნიერნი ვყოფილიყავით (ესაია 48:17, 18). თუ იეჰოვას მითითებების შესაბამისად ვცხოვრობთ, ამით ჩვენს ზეციერ მამას ვაჩვენებთ,  რომ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს. სამწუხაროდ, დღეს ბევრი არ ავლენს ასეთ მადლიერებას. ჩვენ არ გვსურს, რომ უმადურები ვიყოთ დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის მსგავსად. ერთხელ იესომ ათი კეთროვანი განკურნა, მაგრამ მადლობის გადასახდელად მხოლოდ ერთი დაბრუნდა მასთან (ლუკა 17:12—17). ჩვენ გვსურს მივბაძოთ ამ მადლიერ ადამიანს და არა ცხრა უმადურს!

9 რა მცნებები მოგვცა იეჰოვამ, რომლებიც უნდა დავიცვათ? ამ წიგნში იეჰოვას მრავალი მცნება განვიხილეთ და ახლა გავიხსენოთ მათგან რამდენიმე. ღვთის მცნებების შესრულება დაგვეხმარება, დავრჩეთ ღვთის სიყვარულში.

სულ უფრო მეტად დაუახლოვდი იეჰოვას

10. ახსენი, თუ რატომაა მნიშვნელოვანი იეჰოვა ღმერთის შესახებ უფრო და უფრო მეტის გაგება.

10 იეჰოვას შესახებ მეტის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია მასთან დასაახლოებლად. ეს პროცესი არასდროს არ უნდა შეწყდეს. ვთქვათ, ღამით გარეთ ხარ და ძალიან ცივა. გასათბობად  ცეცხლი გაქვს დანთებული. ნუთუ დაუშვებ, რომ თანდათანობით ცეცხლი ჩაქრეს? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, შეშას დაამატებ, რომ ცეცხლი არ განელდეს. დიახ, ცეცხლი რომ არ განელდეს, შეშაა საჭირო. მსგავსად ამისა, იეჰოვას სიყვარული რომ არ გაგვინელდეს, საჭიროა მის შესახებ ცოდნის მიღება (იგავები 2:1—5).

ცეცხლი რომ არ განელდეს, შეშაა საჭირო. იეჰოვას სიყვარული რომ არ გაგინელდეს, საჭიროა მის შესახებ ცოდნის მიღება

11. რა გავლენა მოახდინა იესოს სიტყვებმა მის მოწაფეებზე?

11 იესოს სურდა, რომ მის მიმდევრებს არასდროს განელებოდათ იეჰოვა ღმერთისა და მისი სიტყვის სიყვარული. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ თავის ორ მოწაფეს განუმარტა ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, რომლებიც მასზე შესრულდა. რა გავლენა მოახდინა ამან მოწაფეებზე? მოგვიანებით მათ თქვეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკა 24:32).

12, 13. ა) რა დამოკიდებულება აქვს უმრავლესობას ღვთისა და მისი სიტყვის მიმართ? ბ) რის გაკეთება შეგვიძლია, რომ არ გაგვინელდეს სიყვარული?

12 განა გული სიხარულით არ აგევსო და სიყვარულით არ განიმსჭვალე ღვთის მიმართ, როცა პირველად გაიგე, თუ რას ასწავლის ბიბლია? მრავალი ადამიანის მსგავსად, უეჭველია, შენ შემთხვევაშიც ასე იყო. ახლა მთავარია, რომ შეინარჩუნო და უფრო გაიღრმაო ეს სიყვარული. არ უნდა დავუშვათ, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებულმა ტენდენციამ ჩვენზეც მოახდინოს გავლენა. იესომ იწინასწარმეტყველა: „მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:12). რის გაკეთება შეგიძლია, რომ არ გაგინელდეს იეჰოვა ღმერთისა და ბიბლიური ჭეშმარიტების სიყვარული?

13 განაგრძე ცოდნის მიღება იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ (იოანე 17:3). იფიქრე იმაზე, რასაც ღვთის სიტყვიდან სწავლობ და ჰკითხე საკუთარ თავს: „რას მეუბნება ეს იეჰოვა ღმერთის შესახებ? რა მიზეზს ვხედავ იმისათვის, რომ იეჰოვა მთელი გულით, გონებითა და სულით მიყვარდეს?“ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:15). ასეთი ფიქრი დაგეხმარება, არ გაგინელდეს სიყვარული იეჰოვას მიმართ.

14. როგორ გვეხმარება ლოცვა, რომ არ გაგვინელდეს ღვთისადმი სიყვარული?

 14 კიდევ ერთი საშუალება, რომ არ გაგვინელდეს იეჰოვასადმი სიყვარული, რეგულარული ლოცვაა (1 თესალონიკელები 5:17). როგორც ამ წიგნის მე-17 თავიდან გავიგეთ, ლოცვა ღმერთთან ურთიერთობის შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვეულებრივ, ადამიანთა ურთიერთობებს განამტკიცებს ხშირი და გულახდილი საუბრები. მსგავსად, როდესაც რეგულარულად მივმართავთ იეჰოვას ლოცვით, მასთან თბილ და ახლო ურთიერთობას ვინარჩუნებთ. არასდროს უნდა დავუშვათ, რომ ლოცვის დროს ერთი და იგივე სიტყვები გააზრებისა და გრძნობების გარეშე, მექანიკურად ვიმეოროთ. იეჰოვასადმი ჩვენი ლოცვა მამასთან შვილის საუბარს უნდა ჰგავდეს. ცხადია, მას პატივისცემით უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ ამავე დროს ნდობით და გულახდილად (ფსალმუნი 62:8). დიახ, ბიბლიის პირადი შესწავლა და გულწრფელი ლოცვა ჩვენი თაყვანისცემის მნიშვნელოვანი ნაწილია და გვეხმარება, დავრჩეთ ღვთის სიყვარულში.

სიხარულით ემსახურე იეჰოვას

15, 16. რატომ უნდა მივიჩნევდეთ პატივად და „განძად“ სამეფოს შესახებ ქადაგების შესაძლებლობას?

15 ჩვენი თაყვანისცემა არ შემოიფარგლება ბიბლიის პირადი შესწავლითა და პირადი ლოცვებით. ახლა შევეხოთ საჯაროდ თაყვანისცემას — ხალხთან ჩვენს რწმენაზე საუბარს. უკვე ესაუბრები სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე? იეჰოვასადმი ასეთი სახით მსახურება მართლაც დიდი პატივია (ლუკა 1:74). როდესაც სხვებს ვუზიარებთ ჭეშმარიტებას იეჰოვა ღმერთის შესახებ, ამით ვასრულებთ უმნიშვნელოვანეს მითითებას, რომლის თანახმადაც ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა ქადაგებდეს სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ (წაიკითხეთ მათეს 24:14; 28:19, 20).

16 პავლე მოციქულისთვის იმდენად ძვირფასი იყო მსახურება, რომ მას „განძი“ უწოდა (2 კორინთელები 4:7). როდესაც ადამიანებს იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ ვესაუბრებით, საუკეთესო საქმეს ვასრულებთ. ამ საქმეს შედეგებიც საუკეთესო მოჰყვება. ქადაგებით გულწრფელ ადამიანებს ვეხმარებით,  დაუახლოვდნენ ჩვენს ზეციერ მამას და დაიწყონ ჭეშმარიტების გზით სიარული, რაც მათ მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანს! განა სხვა რომელიმე საქმე მოგანიჭებს უფრო მეტ კმაყოფილებას? როდესაც იეჰოვას და მისი სიტყვის შესახებ ამოწმებ, გიძლიერდება რწმენა და გიღრმავდება მისდამი სიყვარული. იეჰოვა  აფასებს შენს ძალისხმევას (ებრაელები 6:10). განაგრძე გულმოდგინედ ქადაგება და ეს დაგეხმარება, დარჩე ღვთის სიყვარულში (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:58).

17. რატომაა ქადაგების საქმე დაუყოვნებლივ შესასრულებელი?

17 მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმე დაუყოვნებლივ არის შესასრულებელი. ბიბლიაში ნათქვამია: „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“ (2 ტიმოთე 4:2). რატომ არ უნდა გადავდოთ ამის გაკეთება სამომავლოდ? ღვთის სიტყვა გვეუბნება: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფონია 1:14). დიახ, ახლოვდება დრო, როდესაც იეჰოვა გაანადგურებს ამ ბოროტ ქვეყნიერებას. საჭიროა ხალხის გაფრთხილება! მათ უნდა იცოდნენ, რომ სწორედ ახლა აქვთ შესაძლებლობა, იეჰოვა უზენაეს ხელისუფლად აღიარონ. აღსასრულს „არ დააგვიანდება“ (აბაკუმი 2:3).

18. რატომ უნდა ვცემდეთ თაყვანს იეჰოვას ჭეშმარიტ ქრისტიანებთან ერთად?

18 იეჰოვას სურს, რომ მას საჯაროდ ვცემდეთ თაყვანს ჭეშმარიტ ქრისტიანებთან ერთად. ამიტომაც მის სიტყვაში ნათქვამია: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელები 10:24, 25). ქრისტიანულ შეხვედრებზე თანამორწმუნეებთან ერთად შეკრება ღვთის განდიდებისა და თაყვანისცემის შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს. გარდა ამისა, ასეთ შეხვედრებზე ერთმანეთსაც ვამხნევებთ.

19. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ქრისტიანულ კრებაში სიყვარულისა და მეგობრობის განმტკიცებას?

19 როდესაც იეჰოვას სხვა თაყვანისმცემლების გვერდით ვართ, ამით ხელს ვუწყობთ კრებაში სიყვარულისა და მეგობრობის განმტკიცებას. ჩვენ ერთმანეთის დადებით თვისებებს უნდა ვამჩნევდეთ, ისევე როგორც იეჰოვა ამჩნევს ჩვენში დადებითს. თანამორწმუნეებისგან სრულყოფილებას არ უნდა მოელოდე. გახსოვდეს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები სულიერი ზრდის სხვადასხვა საფეხურზე არიან და შეცდომებს ყველა ვუშვებთ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13). დაუმეგობრდი მათ, ვისაც უყვარს იეჰოვა.  ეს ხელს შეუწყობს შენ სულიერ ზრდას. სულიერ და-ძმებთან ერთად იეჰოვას თაყვანისცემა დაგეხმარება, დარჩე ღვთის სიყვარულში. როგორ დააჯილდოებს იეჰოვა მათ, ვინც ერთგულად სცემს თაყვანს და, ამგვარად, რჩება მის სიყვარულში?

ისწრაფე „ჭეშმარიტი სიცოცხლისკენ“

20, 21. რა არის „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ და რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესანიშნავი იმედი გვაქვს?

20 იეჰოვა თავის მსახურებს სიცოცხლით დააჯილდოებს. მაგრამ როგორი სიცოცხლით? დაფიქრდი: შეიძლება ითქვას, რომ დღეს ნამდვილად ვცოცხლობთ? ბევრი, ალბათ, იტყვის, რომ ამ კითხვაზე პასუხი თავისთავად ცხადია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვსუნთქავთ, ვჭამთ და ვსვამთ. ცხოვრების ბედნიერ წუთებში შეიძლება ვფიქრობთ კიდეც: „სიცოცხლეც ამას ჰქვია!“ მაგრამ ბიბლიურ სწავლებას თუ მივიღებთ მხედველობაში, დღეს ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს ვერ ვუწოდებთ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“.

იეჰოვას სურს, რომ გაიხარო „ჭეშმარიტი სიცოცხლით“. ისწრაფვი მისკენ?

21 ღვთის სიტყვა ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ „ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:19). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ არის ის, რის მიღებასაც მომავალში ველით. დიახ, როდესაც სრულყოფილებას მივაღწევთ, ჩვენ ცოცხლები ვიქნებით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან ცხოვრება იქნება ისეთი, როგორიც ღმერთს ჰქონდა თავიდანვე განზრახული. საბოლოოდ, როცა დედამიწაზე მშვიდობა იქნება დამყარებული და სამოთხეში ვიცხოვრებთ, როცა ყოველმხრივ ჯანმრთელნი და ბედნიერნი ვიქნებით, სწორედ მაშინ მივაღწევთ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ — მარადიულ სიცოცხლეს (1 ტიმოთე 6:12). მართლაც რომ შესანიშნავი იმედი გვაქვს!

22. როგორ შეგიძლია ჩაეჭიდო „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“?

22 როგორ შეგვიძლია ჩავეჭიდოთ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“? იქვე, სადაც „ჭეშმარიტ სიცოცხლეზე“ ლაპარაკობს, პავლე ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ „აკეთონ სიკეთე“ და „გამდიდრდნენ კარგი საქმეებით“ (1 ტიმოთე 6:18). ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ ცხოვრებაში ბიბლიიდან ნასწავლ ჭეშმარიტებას. გულისხმობდა პავლე, რომ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ დავიმსახურებთ, თუ კარგ საქმეებს გავაკეთებთ? არა. „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ მიღება ღვთის მიერ გამოვლენილი „წყალობის“  საფუძველზეა შესაძლებელი (რომაელები 5:15). მაგრამ იეჰოვა იწონებს და აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც მას ერთგულად ემსახურებიან. ღმერთს სურს, რომ შენც მიაღწიო „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“. ასეთი სიცოცხლე — მარადიული ბედნიერება და მშვიდობიან პირობებში ცხოვრება — ელის მათ, ვინც რჩება ღვთის სიყვარულში.

23. რატომაა აუცილებელი, რომ დარჩე ღვთის სიყვარულში?

23 თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „ისე ვცემ თაყვანს ღმერთს, როგორც ბიბლია მასწავლის?“ თუ ყოველდღიურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ კითხვას დადებითი პასუხი გავცეთ, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. იეჰოვა ჩვენი თავშესაფარია. ის დაიცავს თავის ერთგულ ხალხს ამ დრომოჭმული ქვეყნიერების უკანასკნელ დღეებში. იეჰოვა გადაგვიყვანს ახალ ქვეყნიერებაში, რომელიც დღეს უკვე ახლოსაა. რა ბედნიერები ვიქნებით, როცა ეს დრო დადგება! და რა დიდ კმაყოფილებას ვიგრძნობთ, რომ ამ უკანასკნელ დღეებში სწორი არჩევანი გავაკეთეთ! თუ დღეს ასეთ არჩევანს გააკეთებ, მიაღწევ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ და იცხოვრებ მარადიულად, როგორც ეს იეჰოვას თავიდანვე ჰქონდა კაცობრიობისთვის განზრახული!

 

გაიგეთ მეტი

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?