წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის საჭირო ოჯახის ბედნიერებისთვის?

რა არის საჭირო ოჯახის ბედნიერებისთვის?
  • სიყვარული?

  • ფული?

  • სხვა რამ?

 ბიბლიაში წერია:

„ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:28, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

ბიბლია დაგეხმარებათ, ოჯახში გქონდეთ:

ნამდვილი სიყვარული (ეფესოელები 5:28, 29).

გულწრფელი პატივისცემა (ეფესოელები 5:33).

კეთილდღეობა (მარკოზი 10:6—9).

 შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?

დიახ, რადგან ამის სულ მცირე ორი მიზეზი არსებობს:

  • ოჯახურ ცხოვრებას საფუძველი ღმერთმა ჩაუყარა. ბიბლიის თანახმად „ყოველი ოჯახი . . . უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ იეჰოვა ღმერთს (ეფესოელები 3:14, 15). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოჯახი იმიტომ არსებობს, რომ ის იეჰოვამ შექმნა. რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი?

    დაფიქრდით: თუ გემრიელი კერძის გასინჯვის შემდეგ დაინტერესდებოდით, როგორ არის ის მომზადებული, ვის ჰკითხავდით ამის შესახებ? ცხადია, მას, ვინც კერძი მოამზადა.

    მსგავსად, თუ გვსურს გავიგოთ, რა არის საჭირო ოჯახის ბედნიერებისთვის, კარგი იქნება, კითხვით ოჯახის დამფუძნებელს, იეჰოვას მივმართოთ (დაბადება 2:18—24).

  • ღმერთი ზრუნავს თქვენზე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა „ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6, 7). ამიტომ კარგი იქნება, თუ ოჯახები ბიბლიაში მოცემულ რჩევებს მიმართავენ. იეჰოვას საუკეთესო სურს თქვენთვის და მისი რჩევები ყოველთვის პრაქტიკულია (იგავები 3:5, 6; ესაია 48:17, 18).

 დაფიქრდით:

როგორ შეგიძლიათ გახდეთ კარგი მეუღლე ან მშობელი?

ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: ეფესოელების 5:1 და კოლოსელების 3:18—21.

გაიგეთ მეტი

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

თუ ბიბლიურ პრინციპებს გამოიყენებთ, ბედნიერი ოჯახი გექნებათ.