წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორი მომავალი გველის?

როგორი მომავალი გველის?

ცხოვრება . . .

  • არ შეიცვლება?

  • გაუარესდება?

  • გაუმჯობესდება?

 ბიბლიაში წერია:

„ღმერთი . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

ბიბლია გვპირდება:

აზრით აღსავსე და სასიამოვნო სამუშაოს (ესაია 65:21—23).

სიცოცხლეს ავადმყოფობისა და ტანჯვის გარეშე (ესაია 25:8; 33:24).

ბედნიერ, მარადიულ ცხოვრებას ოჯახთან და მეგობრებთან ერთად (ფსალმუნი 37:11, 29).

 შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?

დიახ, რადგან ამის სულ მცირე ორი მიზეზი არსებობს:

  • ღმერთს შეუძლია თავისი დანაპირების შესრულება. ბიბლიაში მხოლოდ იეჰოვა ღმერთს ეწოდება ყოვლისშემძლე, რადგან მას უსაზღვრო ძალა აქვს (გამოცხადება 15:3). აქედან გამომდინარე, მას შეუძლია შეასრულოს თავისი დანაპირები და მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ღვთისთვის . . . ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:26).

  • ღმერთს სურს, შეასრულოს თავისი დანაპირები. მაგალითად, ღმერთს ძალიან უნდა, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილ ადამიანებს, რადგან ენატრება ისინი (იობი 14:14, 15).

ბიბლიაში ასევე მოთხრობილია, რომ ღვთის ძე, იესო კურნავდა ავადმყოფებს, რადგან მას მთელი გულით უნდოდა მათი მდგომარეობის შემსუბუქება (მარკოზი 1:40, 41). იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს და მასაც სურდა, დახმარებოდა გასაჭირში მყოფთ (იოანე 14:9).

შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღმერთსა და იესოს სურთ დაგვეხმარონ, გვქონდეს ბედნიერი მომავალი (ფსალმუნი 72:12—14; 145:16; 2 პეტრე 3:9).

 დაფიქრდით:

როგორ შეცვლის ღმერთი მსოფლიოს უკეთესობისკენ?

ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: მათეს 6:9, 10 და დანიელის 2:44.

გაიგეთ მეტი

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.

რა არის ღვთის სამეფო?

ვინ არის მეფე ღვთის სამეფოში და რას გააკეთებს ღვთის სამეფო?