წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იქნება მკვდრეთით აღდგომა?

იქნება მკვდრეთით აღდგომა?
  • დიახ

  • არა

  • შესაძლოა

 ბიბლიაში წერია:

„იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქმეები 24:15, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

 ამის ცოდნა . . .

  • გვანუგეშებს, როდესაც საყვარელი ადამიანი გვიკვდება (2 კორინთელები 1:3, 4).

  • გვათავისუფლებს სიკვდილის შიშისგან (ებრაელები 2:15).

  • გვაიმედებს, რომ ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი ახლობლები კვლავ დაგვიბრუნდებიან (იოანე 5:28, 29).

შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?

დიახ, რადგან ამის სულ მცირე სამი მიზეზი არსებობს:

ღმერთია სიცოცხლის შემოქმედი. ბიბლია იეჰოვა ღმერთს „სიცოცხლის წყაროს“ უწოდებს (ფსალმუნი 36:9; საქმეები 17:24, 25). უდავოა, რომ ყველა ქმნილების შემოქმედს არ გაუჭირდება, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს.

ღმერთმა წარსულში აღადგინა ადამიანები. ბიბლიაში მოთხრობილია დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომის რვა შემთხვევა. ღმერთმა აღადგინა, როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმულები. გარდა იმისა, რომ მასში აღწერილია მათი აღდგენის შემთხვევები, ვინც ახალი გარდაცვლილი იყო, ის აგრეთვე საუბრობს ოთხი დღის დაკრძალული ადამიანის აღდგომაზეც (იოანე 11:39—44).

ღმერთს სურს, რომ კვლავაც აღადგინოს მკვდრები. იეჰოვას სძულს სიკვდილი და მას მტერს უწოდებს (1 კორინთელები 15:26). ღმერთს ძლიერ სურს, დაამარცხოს ეს მტერი და აღდგომის მეშვეობით, ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოუღოს სიკვდილს. მას ენატრება ყველა, ვინც მის მეხსიერებაშია და ელოდება იმ დროს, როდესაც მათ დედამიწაზე სიცოცხლეს დაუბრუნებს (იობი 14:14, 15).

 დაფიქრდით:

რატომ ვბერდებით და ვკვდებით?

ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: დაბადების 3:17—19 და რომაელების 5:12.

გაიგეთ მეტი

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

რა მდგომარეობაში არიან მკვდრები? ვნახავთ ოდესმე ჩვენს საყვარელ გარდაცვლილებს კვლავ?