წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 28

რა არის განთავსებული ჩვენს ვებ-გვერდზე?

რა არის განთავსებული ჩვენს ვებ-გვერდზე?

საფრანგეთი

პოლონეთი

რუსეთი

იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათე 5:16). სწორედ ამიტომ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ინტერნეტს. იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდია jw.org სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ინფორმაცია მათი სწავლებებისა და საქმიანობის შესახებ. მოდი, გავეცნოთ ამ ვებ-გვერდს.

ბიბლიური პასუხები აქტუალურ კითხვებზე. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ პასუხები უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, რომლებსაც ხალხი სვამს. ამ კითხვათაგან ექვსზე პასუხები მოცემულია ტრაქტატში „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“, რომელიც ვებ-გვერდზე 400-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამავე ვებ-გვერდზე აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 100-ზე მეტ ენაზე და ბიბლიის შესწავლაში დამხმარე რამდენიმე პუბლიკაცია, მაგალითად, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის უახლესი ნომრები. ამ პუბლიკაციებიდან უმეტესობის მოსმენა ან წაკითხვა ვებ-გვერდზევეა შესაძლებელი; სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ პუბლიკაციის აუდიოჩანაწერი ან პუბლიკაციები PDF ან EPUB ელექტრონული ფორმატით. შეგიძლიათ პუბლიკაციის რამდენიმე გვერდი სასურველ ენაზე ამობეჭდოთ და დაინტერესებულს მისცეთ. პუბლიკაციების ვიდეოჩანაწერები ხელმისაწვდომია ჟესტების მრავალ ენაზეც. შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთოთ ბიბლიური დრამები, „ბიბლიის მხატვრული კითხვა“ და ლამაზი მელოდიები.

უტყუარი ინფორმაცია იეჰოვას მოწმეებზე. ამ ვებ-გვერდზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს და უახლეს ვიდეოჩანაწერებს, რომელიც ჩვენს საქმიანობას ასახავს მთელ მსოფლიოში; აგრეთვე მიმდინარე მოვლენებს, რომელიც გარკვეულწილად ეხება იეჰოვას მოწმეებს და იმას, თუ რა დახმარება აღმოუჩინეს მათ გაჭირვებაში მყოფ და-ძმებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, როდისთვისაა დაგეგმილი რეგიონული კონგრესების ჩატარება და როგორ შეგიძლიათ დაკავშირება ამა თუ იმ ქვეყნის ფილიალთან.

ამგვარი საშუალებებით შესაძლებელია, ჭეშმარიტების სინათლემ დედამიწის უკიდურეს წერტილებშიც კი ანათოს. ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა ნებისმიერ კონტინენტზეა შესაძლებელი, მათ შორის ანტარქტიდაზეც. ვლოცულობთ, რომ „იეჰოვას სიტყვა სწრაფად გავრცელდეს“ მთელ დედამიწაზე და ღვთის სახელი განდიდდეს (2 თესალონიკელები 3:1).

  • როგორ ეხმარება ვებ-გვერდი jw.org ადამიანებს ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში?

  • რა ინფორმაციის მოძიება გსურს ჩვენს ვებ-გვერდზე?