წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 8

რატომ უნდა გვეცვას კრების შეხვედრებზე ლამაზად და მოკრძალებულად?

რატომ უნდა გვეცვას კრების შეხვედრებზე ლამაზად და მოკრძალებულად?

ისლანდია

მექსიკა

გვინეა-ბისაუ

ფილიპინები

ამ ილუსტრაციებზე ალბათ ხედავთ, რა მოხდენილად და მოკრძალებულად აცვიათ იეჰოვას მოწმეებს, როცა კრების შეხვედრებზე მიდიან. რატომ ვანიჭებთ ამხელა მნიშვნელობას ჩვენს ჩაცმულობასა და გარეგნობას?

ჩაცმულობით პატივს მივაგებთ ღმერთს. იეჰოვა გარეგნობის მიღმა ჩვენს შინაგან პიროვნებას ხედავს (1 სამუელი 16:7). მაგრამ, როდესაც მის თაყვანსაცემად ვიკრიბებით, გულწრფელად გვსურს, რომ პატივისცემა გამოვავლინოთ ღვთისა და თანაქრისტიანების მიმართ. სასამართლოში მოსამართლის წინაშე რომ მოგვიწიოს წარდგომა, უდავოა, დიდ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენს ჩაცმულობასა თუ გარეგნობას, რითაც პატივისცემას გამოვავლენთ მოსამართლის მიმართ. მსგავსად ამისა, კრების შეხვედრებზე ჩვენი ჩაცმულობითა და გარეგნობით პატივს უნდა მივაგებდეთ „დედამიწის მოსამართლეს“, იეჰოვა ღმერთს და ადგილს, სადაც თაყვანისცემის მიზნით ვიკრიბებით (დაბადება 18:25).

ჩაცმულობით ვაჩვენებთ, რა ფასეულობებით ვცხოვრობთ. ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, შეიმოსონ „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით“(1 ტიმოთე 2:9, 10). მოკრძალებით შემოსვაში იგულისხმება ისეთ ტანსაცმელზე უარის თქმა, რომელიც ექსტრავაგანტული, გამომწვევი, ზედმეტად ამოღებული ან მოკლეა. აგრეთვე საღი აზროვნება გვეხმარება, არ ჩავიცვათ ზედმეტად განიერი ან ტანზე მოტმასნილი ტანსაცმელი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბიბლიური პრინციპები მეტისმეტად ზღუდავს ქრისტიანებს და არ უტოვებს არჩევნის საშუალებას. არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი მოხდენილი გარეგნობითა და გემოვნებით შერჩეული სამოსითაც „ვამკობთ ჩვენს მხსნელს“ და „განვადიდებთ ღმერთს“ (ტიტე 2:10; 1 პეტრე 2:12). თუ კრების შეხვედრებზე ლამაზად და მოკრძალებულად გვაცვია, გარკვეულწილად ამით სხვებს ვუქმნით წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ თაყვანისმცემლობას იწონებს იეჰოვა.

ნუ ჩაიცვამთ ისე, რომ სამეფო დარბაზში კრების შეხვედრაზე მისვლა მოგერიდოთ. აუცილებელი არაა, ჩვენი ტანსაცმელი ძვირადღირებული და მოდური იყოს. მთავარია, ჩვენი სამოსი სუფთა, მოკრძალებული და მოხდენილი იყოს.

  • რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს სამოსს, როცა ღმერთს ვცემთ თაყვანს?

  • რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ მაშინ, როცა სამოსს, ვარცხნილობასა და მაკიაჟს ვირჩევთ?