წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 26

როგორ ვუვლით სამეფო დარბაზებს?

როგორ ვუვლით სამეფო დარბაზებს?

ესტონეთი

ზიმბაბვე

მონღოლეთი

პუერტო-რიკო

იეჰოვას მოწმეთა თითოეული სამეფო დარბაზი ღვთის წმინდა სახელს განადიდებს. ამიტომ, ჩვენთვის დიდი პატივია, როცა ვმონაწილეობთ სამეფო დარბაზის დალაგებაში, მოწესრიგებასა თუ შეკეთებაში. ეს წმინდა თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა. სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა კრების თითოეულ წევრს შეუძლია.

ყოველი შეხვედრის შემდეგ და-ძმები დარბაზს ალაგებენ. ყოველი კრების შეხვედრის შემდეგ, დარბაზი რომ სუფთად გამოიყურებოდეს, და-ძმები სიხარულით მონაწილეობენ მის დასუფთავებაში. კვირაში ერთხელ დარბაზი საფუძვლიანად ლაგდება. ამ საქმეს ხელმძღვანელობას უწევს უხუცესი ან მომსახურე, რომელიც, როგორც წესი, ადგენს შესასრულებელი სამუშაოების სიას. მოხალისეები, თუ საჭიროება მოითხოვს, იატაკს ჰგვიან ან მტვერსასრუტით ასუფთავებენ და რეცხავენ; მტვერს წმენდენ, სკამებს თავ-თავიანთ ადგილებზე ალაგებენ, ასუფთავებენ, საპირფარეშოებს დეზინფექციას უკეთებენ, ფანჯრებსა და სარკეებს წმენდენ, ნაგავი გააქვთ, დარბაზის ეზოს ასუფთავებენ და მის სილამაზეზე ზრუნავენ. სულ მცირე, წელიწადში ერთხელ დარბაზის გენერალური დალაგება-დასუფთავება ხდება. როდესაც ბავშვებს ამა თუ იმ საქმეს ვავალებთ, ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილის პატივისცემას ვასწავლით (ეკლესიასტე 5:1).

და-ძმები დარბაზების შეკეთებაშიც იღებენ მონაწილეობას. ყოველ წელს სამეფო დარბაზების საფუძვლიანი დათვალიერება ხდება შიგნიდან თუ გარედან. შემოწმების შემდეგ, თუ საჭირო იქნება, ორგანიზება გაეწევა სარემონტო საქმეების შესრულებას. სამეფო დარბაზების რეგულარულად გარემონტების შედეგად ორგანიზაციას აღარ უწევს დამატებითი ხარჯების გაღება (2 მატიანე 24:13; 34:10). სუფთა და კარგად მოვლილი სამეფო დარბაზი მართლაც შესაფერისი ადგილია ჩვენი ღვთის თაყვანისცემისთვის. როცა ამ საქმეში მონაწილეობას ვიღებთ, ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და ვაფასებთ ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილს (ფსალმუნი 122:1). ჩვენი ლამაზი და მოწესრიგებული სამეფო დარბაზები შთაბეჭდილებას ახდენს გარშემო მცხოვრებ ხალხზეც (2 კორინთელები 6:3).

  • რატომ არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილი?

  • როგორ ეწევა ორგანიზება სამეფო დარბაზების დასუფთავებას?

გაიგეთ მეტი

როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეების შეხვედრები?

ნახე, როგორ ტარდება ჩვენი შეხვედრები!