არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 9

როგორ მოვემზადოთ კრების შეხვედრებისთვის?

როგორ მოვემზადოთ კრების შეხვედრებისთვის?

კამბოჯა

უკრაინა

თუ იეჰოვას ერთ-ერთ მოწმესთან ბიბლიას სწავლობთ, ალბათ, ცდილობთ, წინასწარ გადახედოთ შესასწავლ მასალას. თქვენთვისვე იქნება კარგი, თუ კრების შეხვედრებისთვისაც წინასწარ მოემზადებით. სასურველ მიზანს მაშინ მიაღწევთ, თუ კარგი განრიგი გექნებათ.

გადაწყვიტეთ, სად და როდის მოემზადებით კრების შეხვედრისთვის. დღის რომელ მონაკვეთში შეგიძლიათ უფრო ცინცხალი გონებით შეისწავლოთ მასალა? დილით ადრე, სამუშაოს დაწყებამდე თუ გვიან საღამოს, როცა ბავშვებს დააძინებთ? მაშინაც კი, თუ გიჭირთ რაიმეზე დიდხანს კონცენტრირება, წინასწარ განსაზღვრეთ, რამდენი ხანი შეგიძლიათ გამოუყოთ კითხვას ისე რომ, არაფერმა გაგიფანტოთ გონება. შეიქმენით მშვიდი ატმოსფერო და გამორთეთ რადიო, ტელევიზორი და მობილური ტელეფონი. შესწავლის დაწყებამდე ილოცეთ, რაც დაგეხმარებათ ყოველდღიურ საზრუნავზე კი არ იფიქროთ, არამედ კონცენტრირება ღვთის სიტყვაზე მოახდინოთ (ფილიპელები 4:6, 7).

მოამზადეთ განსახილველი მასალა და კომენტარები. თავდაპირველად გაიგეთ, რა არის შესასწავლი მასალის დედააზრი. დაფიქრდით სტატიის სათაურზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება თითოეული ქვესათაური თემას. დააკვირდით ილუსტრაციებს და გასამეორებელ კითხვებს, რომლებიც ხაზს უსვამს ძირითად აზრებს. შემდეგ წაიკითხეთ თითოეული აბზაცი და მოძებნეთ პასუხი აბზაცის ბოლოს დასმულ კითხვაზე. წაიკითხეთ მითითებული ბიბლიური მუხლები და დაფიქრდით, როგორ უკავშირდება ისინი განსახილველ მასალას (საქმეები 17:11). როდესაც კითხვაზე პასუხს იპოვით, აბზაცში მოცემული მთავარი სიტყვები ან ფრაზები გახაზეთ, რაც პასუხს გაგახსენებთ. კრების შეხვედრაზე კი შეგიძლიათ აიწიოთ ხელი და საკუთარი სიტყვებით გააკეთოთ მოკლე კომენტარი.

თუ ყოველი კრების შეხვედრისთვის წინასწარ მოამზადებთ სხვადასხვა მასალას, თქვენი „ბიბლიური ცოდნის საგანძურს“ ახალ-ახალი აზრებით შეავსებთ (მათე 13:51, 52).

  • როგორი განრიგი უნდა შეადგინოთ, კრების შეხვედრებისთვის რომ მოემზადოთ?

  • როგორ შეგიძლიათ მოამზადოთ კომენტარები კრების შეხვედრებისთვის?