წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 21

რა არის ბეთელი?

რა არის ბეთელი?

მხატვრული გაფორმების განყოფილება, აშშ

გერმანია

კენია

კოლუმბია

„ბეთელი“ ებრაული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს „ღვთის სახლს“ (დაბადება 28:17, 19). ეს სიტყვა საუკეთესოდ მიესადაგება იეჰოვას მოწმეთა ფილიალებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში არსებობს. სწორედ ეს ფილიალები ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სამქადაგებლო საქმიანობას. ხელმძღვანელი საბჭოს წევრები არიან მსოფლიო მთავარ სამმართველოში ნიუ-იორკის შტატში (აშშ) და იქიდან ხელმძღვანელობენ ფილიალების საქმიანობას მთელ მსოფლიოში. ისინი, ვინც ფილიალებში მსახურობენ, ბეთელის ოჯახის წევრები არიან. როგორც ოჯახი, ისინი ერთად ცხოვრობენ, მუშაობენ და განიხილავენ ბიბლიას (ფსალმუნი 133:1).

ბეთელი განსაკუთრებული ადგილია, სადაც ოჯახის თითოეული წევრი თავს არ ზოგავს. თითოეულ ფილიალში არიან ქრისტიანი და-ძმები, რომლებიც ღვთის ნების შესრულებას უძღვნიან თავს და სრული დროით მსახურობენ სამეფო ინტერესების წინ წასაწევად (მათე 6:33). არც ერთი მათგანი არ იღებს ხელფასს, მაგრამ უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლითა და საკვებით; აგრეთვე აუცილებელი ხარჯების დასაფარავად ფინანსური შემწეობა ეძლევათ. ბეთელში ყველას თავ-თავისი დანიშნულება აქვს. ზოგი საოფისე საქმეს ასრულებს, ზოგიც სამზარეულოში მუშაობს. სხვები სტამბაში ან საამკინძაოში მუშაობენ; ზოგი ოთახების სისუფთავეზე ზრუნავს, ზოგი სამრეცხაოში, ტექნიკური მომსახურების განყოფილებაში ან სხვაგან მსახურობს.

ბეთელში ყველაფერი სამქადაგებლო მსახურების მხარდასაჭერად კეთდება. თითოეული ბეთელის ფუნქციონირების უმთავრესი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ყურამდე მიაღწიოს ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ. ამის ერთ-ერთი დასტური სწორედ ეს ბროშურაა. ის ხელმძღვანელი საბჭოს ხელმძღვანელობით მომზადდა, მისი ელექტრონული ვერსია დაეგზავნა ასობით მთარგმნელობით ჯგუფს მთელ მსოფლიოში, ბეთელის სტამბებში მაღალსიჩქარიან საბეჭდ დაზგებზე დაიბეჭდა და 110 000-ზე მეტ კრებას გაეგზავნა. ამ ყველაფრის მიღმა ბეთელის ოჯახი დგას. სწორედ მათ მიუძღვით დიდი წვლილი უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში, კერძოდ, სასიხარულო ცნობის გავრცელებაში (მარკოზი 13:10).

  • ვინ მსახურობს ბეთელში და რით არიან ისინი უზრუნველყოფილნი?

  • რა უმნიშვნელოვანეს საქმიანობას უჭერს მხარს ბეთელი?

გაიგეთ მეტი

ვიდეორგოლი: იეჰოვას მოწმეების მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა

გაიგე, რატომ უთმობენ იეჰოვას მოწმეები მილიარდობით საათს ასობით ენაზე ქადაგებას?