წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 2

რატომ ვიწოდებით იეჰოვას მოწმეებად?

რატომ ვიწოდებით იეჰოვას მოწმეებად?

ნოე

აბრაამი და სარა

მოსე

იესო ქრისტე

ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენი რელიგია ახლად ჩამოყალიბებულია. თუმცა, ჯერ კიდევ 2 700 წელზე მეტი ხნის წინათ ჭეშმარიტი ღვთის მსახურები მის მოწმეებად იწოდებოდნენ (ესაია 43:10—12). 1931 წლამდე ჩვენ ბიბლიის მკვლევრების სახელით ვიყავით ცნობილი. მაშ, რატომ ვიწოდებით დღეს იეჰოვას მოწმეებად?

ეს სახელი ღვთის ვინაობას უსვამს ხაზს. უძველესი ხელნაწერების თანახმად, ღვთის სახელი, იეჰოვა, ათასობით ადგილას გვხვდება ბიბლიაში. ბევრ თარგმანში ეს სახელი შეცვლილია ისეთი ტიტულებით, როგორიცაა უფალი ან ღმერთი. მაგრამ ჭეშმარიტმა ღმერთმა თავად გაუმჟღავნა მოსეს თავისი პირადი სახელი, იეჰოვა, და უთხრა: „ეს არის ჩემი სახელი მარადიულად“ (გამოსვლა 3:15). ამგვარად მან განასხვავა საკუთარი თავი ყველა ცრუ ღმერთისგან. ჩვენ გვეამაყება, რომ ღვთის წმინდა სახელით ვიწოდებით.

ეს სახელი ჩვენს მისიაზე მოწმობს. ძველი დროიდან მოყოლებული უამრავი ადამიანი, რომელთა შორის პირველი მართალი კაცი, აბელი, იყო, იეჰოვას შესახებ ამოწმებდა. საუკუნეების მანძილზე ნოე, აბრაამი, სარა, მოსე, დავითი და სხვებიც შეურთდნენ „მოწმეთა დიდ ღრუბელს“ (ებრაელები 11:4—12:1). როგორც სასამართლოზე ვინმე უდანაშაულო ადამიანს მოწმედ უდგება, ისე ჩვენც ვუმოწმებთ და ვამცნობთ ხალხს ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ.

ჩვენ ვბაძავთ იესოს. ბიბლია მას უწოდებს „ერთგულ და ჭეშმარიტ მოწმეს“ (გამოცხადება 3:14). იესომ თავად თქვა, რომ ღვთის სახელი გამოუცხადა ადამიანებს და მის შესახებ ჭეშმარიტება დაამოწმა (იოანე 17:26; 18:37). ამიტომ, ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები უნდა იწოდებოდნენ იეჰოვას სახელით და ამ სახელს სხვებს ამცნობდნენ. სწორედ ამას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები.

  • რატომ ეწოდათ ბიბლიის მკვლევრებს იეჰოვას მოწმეები?

  • რა დროიდან ჰყავს მოწმეები იეჰოვას დედამიწაზე?

  • ვინ იყო იეჰოვას უდიდესი მოწმე?

გაიგეთ მეტი

ღვთის სახელი მისი გამოყენება და მნიშვნელობა

ღვთის სახელი ბიბლიის მრავალი თარგმანიდან ამოიღეს. რატომ? უნდა ვიყენებდეთ ღვთის სახელს?