არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 17

როგორ გვეხმარებიან მიმომსვლელი ზედამხედველები?

როგორ გვეხმარებიან მიმომსვლელი ზედამხედველები?

მალავი

სამქადაგებლო ჯგუფი

ქადაგება

უხუცესებთან შეხვედრა

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არაერთხელ არიან მოხსენიებული ბარნაბა და მოციქული პავლე. ისინი მიმომსვლელი ზედამხედველები იყვნენ და პირველი საუკუნის კრებებს ინახულებდნენ. რა მიზნით? ისინი გულწრფელად იყვნენ დაინტერესებული თავიანთი სულიერი ძმების კეთილდღეობით. პავლეს სურდა, „დაბრუნებულიყო და მოენახულებინა ძმები“. ის მზად იყო, გაევლო ასობით კილომეტრი, რომ გაემხნევებინა თანაქრისტიანები (საქმეები 15:36). სწორედ მსგავსი სურვილი ამოძრავებთ დღესაც სარაიონო ზედამხედველებს.

გვინახულებენ და გვამხნევებენ. წელიწადში ორჯერ თითოეული სარაიონო ზედამხედველი დაახლოებით ოც კრებას ინახულებს. თუ ვითანამშრომლებთ ამ გამოცდილ ძმებთან და მათ ცოლებთან, ბევრ რამეს ვისწავლით. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ გაიცნონ კრებაში ყველა, დიდი თუ პატარა, ითანამშრომლონ სამქადაგებლო მსახურებაში და მათთან ერთად ჩაატარონ ბიბლიის შესწავლები. ეს ზედამხედველები კრების უხუცესებთან ერთად აკეთებენ სამწყემსო მონახულებებს და ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე გამამხნევებელ მოხსენებებს კითხულობენ (საქმეები 15:35).

ინტერესს ავლენენ კრების თითოეული წევრის მიმართ. სარაიონო ზედამხედველები თითოეული კრების სულიერი მდგომარეობით არიან დაინტერესებული. ისინი ხვდებიან კრების უხუცესებსა და მომსახურეებს, რათა ისაუბრონ კრების მიღწევებზე. გარდა ამისა, პრაქტიკულ რჩევებს აძლევენ ძმებს, რომ უკეთ გაართვან თავი მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. სარაიონო ზედამხედველები ეხმარებიან პიონერებს ქადაგების უნარის დახვეწაში, ეცნობიან კრებაში ახლებს და მათი სულიერი წარმატებით ინტერესდებიან. თითოეულ სარაიონო ზედამხედველს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „თანამშრომელი . . . [ჩვენ] სასარგებლოდ“ (2 კორინთელები 8:23). ჩვენც მათსავით ძლიერი რწმენა უნდა გამოვავლინოთ და ვუერთგულოთ ღმერთს (ებრაელები 13:7).

  • რა მიზნით ინახულებენ სარაიონო ზედამხედველები კრებებს?

  • რის სწავლა შეგიძლიათ სარაიონო ზედამხედველისგან?