წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 12

როგორ ეწევა ორგანიზება სამქადაგებლო საქმიანობას?

როგორ ეწევა ორგანიზება სამქადაგებლო საქმიანობას?

ესპანეთი

ბელორუსია

ჰონკონგი

პერუ

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). მაგრამ როგორ შესრულდებოდა ეს საქმე ამხელა მასშტაბით? ამას მხოლოდ მაშინ შეძლებდნენ ქრისტიანები, თუ იესოს ნაკვალევს გაჰყვებოდნენ და იქადაგებდნენ (ლუკა 8:1).

ჩვენ სახლებში ვაკითხავთ ადამიანებს. იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, სასიხარულო ცნობა კარდაკარ ექადაგათ (მათე 10:11—13; საქმეები 5:42; 20:20). პირველ საუკუნეში მქადაგებლებს სხვადასხვა ტერიტორიაზე აგზავნიდნენ საქადაგებლად (მათე 10:5, 6; 2 კორინთელები 10:13). დღესაც ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას ორგანიზება ეწევა და თითოეულ კრებას თავისი სამქადაგებლო ტერიტორია აქვს გამოყოფილი. ეს საშუალებას გვაძლევს, შევასრულოთ იესოს დავალება: „ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ“ (საქმეები 10:42).

ჩვენ ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას და ყველგან ვქადაგებთ. იესო არ ერიდებოდა ისეთ ადგილებში ქადაგებას, სადაც ხალხი იყრიდა თავს. მაგალითად, ის ქადაგებდა ზღვის სანაპიროზე და ჭასთან. ჩვენც უნდა მივბაძოთ მას (მარკოზი 4:1; იოანე 4:5—15). ჩვენც ვესაუბრებით ადამიანებს ყველგან, სადაც შევხვდებით, იქნება ეს ქუჩებში, დაწესებულებებსა თუ სკვერებში; ვქადაგებთ ტელეფონითაც. როდესაც შესაძლებლობა გვეძლევა, ვესაუბრებით მეზობლებს, თანამშრომლებს, თანაკლასელებსა და ნათესავებს. სწორედ ასეთი მსახურების შედეგად, დღეს უკვე მთელი დედამიწის ზურგზე მილიონობით ადამიანმა მოისმინა ხსნის შესახებ სასიხარულო ცნობა (ფსალმუნი 96:2).

ხომ არ გაგახსენდა ვინმე, ვისაც დიდი სიამოვნებით გაუზიარებდი ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას? გიფიქრია, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ცნობას მათთვის? ნუ იფიქრებ მხოლოდ საკუთარ თავზე და რაც შეიძლება მალე გაუზიარე ეს იმედი სხვებსაც!

  • რა არის „სასიხარულო ცნობა“, რომელიც უნდა ვიქადაგოთ?

  • როგორ ჰბაძავენ იეჰოვას მოწმეები იესოს მსახურებაში?

გაიგეთ მეტი

იეჰოვას მოწმეები — ორგანიზებულნი არიან სასიხარულო ცნობის საუწყებლად

იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან თავიანთი საერთაშორისო ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობით. როგორ არის მათი საქმიანობა ორგანიზებული? ვინ უწევს მათ ხელმძღვანელობას და ვინ აფინანსებს?