წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 10

რა არის ოჯახური თაყვანისცემა?

რა არის ოჯახური თაყვანისცემა?

სამხრეთი კორეა

ბრაზილია

ავსტრალია

გვინეა

უძველესი დროიდან მოყოლებული იეჰოვას სურვილი იყო, რომ ოჯახის წევრებს ერთად გაეტარებინათ დრო, რათა მასთან ახლო ურთიერთობა განევითარებინათ და სულიერად გაძლიერებულიყვნენ (კანონი 6:6, 7). სწორედ ამიტომ იეჰოვას მოწმეები გამოყოფენ კვირის ერთ-ერთ დღეს ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის; ისინი მშვიდ გარემოში განიხილავენ ბიბლიურ საკითხებს, რომელიც აქტუალურია მათი ოჯახისთვის. მაშინაც კი, თუ მარტო ცხოვრობთ, შეგიძლიათ ეს დრო ბიბლიის შესწავლას დაუთმოთ და ღვთის სიტყვიდან რომელიმე საკითხი შეისწავლოთ.

ოჯახური თაყვანისცემა გვაახლოებს იეჰოვასთან. „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). ჩვენ უკეთ ვეცნობით იეჰოვას, როცა ბიბლიის ფურცლებიდან უფრო მეტს ვიგებთ მისი თვისებებისა და საქმეების შესახებ. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩატარება რომ გაგიადვილდეთ, თავიდან ერთად იკითხეთ ხმამაღლა ბიბლია, მაგალითად, „ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ შეხვედრის გეგმის მიხედვით. ამ მონაკვეთის წაკითხვაში ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია რიგრიგობით მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ ერთად განიხილონ, რა ისწავლეს წაკითხული მონაკვეთიდან.

ოჯახური თაყვანისცემა ოჯახის წევრებს აახლოებს ერთმანეთთან. მეუღლეები, მშობლები და შვილები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, როცა ბიბლიას ერთად სწავლობენ. ოჯახის წევრები მოუთმენლად უნდა ელოდნენ ოჯახური თაყვანისცემის საღამოს. ოჯახური თაყვანისცემა მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. მშობლებმა შესასწავლი მასალა შვილების ასაკის მიხედვით უნდა შეარჩიონ; მაგალითად, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის სხვადასხვა რუბრიკით ან გამოიყენონ ვებ-გვერდზე jw.org მოცემული ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ სირთულეებზე, რომლებსაც ბავშვები ხვდებიან სკოლაში და ერთად მოძებნოთ გამოსავალი. მაგალითად, ერთად უყურეთ JW მაუწყებლობას (tv.jw.org) და შემდეგ ერთად იმსჯელეთ. აგრეთვე შეგიძლიათ მოამზადოთ სიმღერები, რომლებიც მიმდინარე კვირის კრების შეხვედრებზე შესრულდება; ბოლოს კი, ოჯახური თაყვანისცემის შემდეგ, ერთად ივახშმოთ.

თუ კვირის ერთ-ერთ დღეს ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის გამოყოფთ, ეს თქვენი ოჯახის თითოეულ წევრს დაეხმარება, სიამოვნება პოვოს ღვთის სიტყვაში; ღმერთი კი სანაცვლოდ უხვად აკურთხებს თქვენს ძალისხმევას (ფსალმუნი 1:1—3).

  • რატომ უნდა გამოყოთ დრო ოჯახური თაყვანისცემისთვის?

  • რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ შესწავლა სასიამოვნო იყოს ოჯახის თითოეული წევრისთვის?

გაიგეთ მეტი

რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის

ქმრებს, ცოლებს, მშობლებსა და შვილებს შეუძლიათ მიჰბაძონ იესოს სიყვარულის გამოვლენაში. რას ვსწავლობთ იესოსგან?