წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 აკვეთილი 11

რატომ ვესწრებით კონგრესებს?

რატომ ვესწრებით კონგრესებს?

მექსიკა

გერმანია

ბოტსვანა

ნიკარაგუა

იტალია

რატომ არის ეს ხალხი ასე ბედნიერი? ისინი ერთ-ერთ ჩვენს კონგრესს ესწრებიან. ძველი დროის ღვთის მსახურთა მსგავსად, რომლებიც წელიწადში სამჯერ უნდა შეკრებილიყვნენ, ჩვენც მოუთმენლად ველით ასეთ შეხვედრებზე დასწრებას (კანონი 16:16). წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სამი დიდი შეხვედრა. ესენია: ორი ერთდღიანი სარაიონო კონგრესი და სამდღიანი რეგიონული კონგრესი. რა მიზანს ემსახურება ეს კონგრესები?

კონგრესები აძლიერებს ქრისტიანულ საძმოს. ისრაელების მსგავსად, რომლებიც „შეკრებილ ხალხში“ სიხარულით განადიდებდნენ იეჰოვას, ჩვენც სიხარულით ვცემთ მას თაყვანს და-ძმებთან ერთად კონგრესებზე (ფსალმუნი 26:12; 111:1). ასეთ შეხვედრებზე საშუალება გვეძლევა, შევხვდეთ თანამორწმუნეებს სხვა კრებებიდან და სხვა ქვეყნებიდანაც კი. შუადღით ერთად ვსადილობთ კონგრესის ჩატარების ადგილზე, რაც ამ სულიერ ღონისძიებებზე მეგობრული ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს (საქმეები 2:42). ამ კონგრესებზე იმ უდიდესი სიყვარულის მოწმენი ვხდებით, რომელიც მსოფლიოში „მთელ საძმოს“ ერთ მუშტად კრავს (1 პეტრე 2:17).

კონგრესები სულიერ ზრდაში გვეხმარება. როცა ისრაელები ერთად იკრიბებოდნენ, წმინდა წერილებიდან წაკითხულის გაგებაშიც ეხმარებოდნენ (ნეემია 8:8, 12). ჩვენც დიდად ვაფასებთ იმას, რომ კონგრესებზე ბიბლიურ რჩევა-დარიგებას ვიღებთ. პროგრამის თითოეული ნაწილი ბიბლიაზეა დაფუძნებული. წარმოდგენილი ცალკეული მოხსენებებიდან თუ მოხსენებათა სერიებიდან, აგრეთვე რეალური შემთხვევების ინსცენირებებიდან ვსწავლობთ, თუ როგორ შევასრულოთ ღვთის ნება. გარდა ამისა, გვამხნევებს იმ და-ძმების შემთხვევების მოსმენაც, რომლებმაც თავი გაართვეს სირთულეებს ქრისტიანული ცხოვრების გზაზე. რეგიონულ კონგრესებზე კოსტიუმირებული დრამები სცენაზე აცოცხლებს ბიბლიურ ეპიზოდებს და გვიჩვენებს, თუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ დღეს ძველი დროის მაგალითებიდან. მათ, ვისაც სურს, იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლოს, თითოეულ კონგრესზე ამის შესაძლებლობა ეძლევა.

  • რატომ არის კონგრესები სასიხარულო მოვლენა ქრისტიანის ცხოვრებაში?

  • რაში შეიძლება დაგეხმაროს პირადად შენ კონგრესზე დასწრება?

გაიგეთ მეტი

ვიდეორგოლი: იეჰოვას მოწმეების ყოველწლიური კონგრესები

გაიგე, რატომ ესწრება მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ამ განსაკუთრებულ ღონისძიებას!