წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 18

როგორ ვეხმარებით გასაჭირში მყოფ და-ძმებს?

როგორ ვეხმარებით გასაჭირში მყოფ და-ძმებს?

დომინიკელთა რესპუბლიკა

იაპონია

ჰაიტი

როდესაც სადმე სტიქიური უბედურება ხდება, იეჰოვას მოწმეები დაუყოვნებლივ ეხმარებიან დაზარალებულ და-ძმებს. სწორედ ეს ადასტურებს, რომ მათ გულწრფელად უყვართ ერთმანეთი (იოანე 13:34, 35; 1 იოანე 3:17, 18). როგორ ვეხმარებით ერთმანეთს?

მატერიალური დახმარება. როდესაც იუდაში შიმშილობა მძვინვარებდა, ანტიოქიელმა ქრისტიანებმა თავიანთ ძმებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს (საქმეები 11:27—30). ასევე ხდება დღესაც. როდესაც ვიგებთ, რომ რომელიმე ქვეყანაში ჩვენი ძმები გასაჭირში არიან, კრების მეშვეობით მატერიალურ დახმარებას ვუგზავნით (2 კორინთელები 8:13—15).

პრაქტიკული დახმარება. უხუცესებმა, რომლებიც სტიქიის ზონაში ცხოვრობენ, უნდა დაადგინონ, იმყოფება თუ არა მათი კრების თითოეული წევრი უსაფრთხო ადგილას. დახმარების კომიტეტმა უნდა იზრუნოს, რომ დაზარალებულებს ჰქონდეთ თავშესაფარი, საკვები, სასმელი წყალი და ტანსაცმელი. მათ აგრეთვე იმასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ დაზარალებულები არ დარჩნენ სამედიცინო დახმარების გარეშე. იეჰოვას არაერთი მოწმე, რომლებიც საჭირო პროფესიას ან ხელობას ფლობენ, საკუთარი ხარჯებით მოხალისედ მიდის და დაზარალებულებს დახმარებას უწევს. ეხმარებიან მათ სახლებისა თუ სამეფო დარბაზების შეკეთებაშიც. ერთიანობა, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში არსებობს, და გამოცდილება, რომელიც ერთმანეთთან თანამშრომლობით შევიძინეთ, გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ მობილიზებული და დროული დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულებს. მართალია, ძირითადად, მათ ვეხმარებით, ვინც „რწმენით ჩვენიანია“, მაგრამ დახმარების ხელს სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც ვუწვდით, როცა ეს შესაძლებელია (გალატელები 6:10).

ნუგეშისცემა და გვერდში დგომა. ნუგეშს განსაკუთრებით ისინი საჭიროებენ, ვინც სტიქიური უბედურების დროს დაზარალდა. ამ დროს ძალას გვაძლევს იეჰოვა, რომელიც „ყოველგვარი ნუგეშის მამაა“ (2 კორინთელები 1:3, 4). მზად ვართ, ბიბლიური იმედით ვანუგეშოთ სასოწარკვეთილებაში მყოფნი და დავარწმუნოთ, რომ მალე ღვთის სამეფო ყველანაირ ტანჯვას მოუღებს ბოლოს (გამოცხადება 21:4).

  • როგორ მოქმედებენ იეჰოვას მოწმეები სტიქიური უბედურებების დროს?

  • რით ვანუგეშებთ სტიქიური უბედურებების დროს გადარჩენილებს?

გაიგეთ მეტი

იაპონია—ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ

იეჰოვას მოწმეები ტრაგედიიდან ერთი წლის გასვლის შემდეგაც პრაქტიკულ დახმარებას უწევენ სტიქიით დაზარალებულთ.

ქარიშხალი „სენდის“ დროს იეჰოვას მოწმეებმა სიყვარული საქმით დაამტკიცეს

უყურეთ ვიდეორგოლს, რომელშიც ასახულია, თუ რა დახმარება გაუწიეს იეჰოვას მოწმეებმა გამანადგურებელი ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ თანამორწმუნეებსა თუ სხვებს.