წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

 გაკვეთილი 3

როგორ მოეფინა კვლავ ნათელი ბიბლიურ ჭეშმარიტებას?

როგორ მოეფინა კვლავ ნათელი ბიბლიურ ჭეშმარიტებას?

ბიბლიის მკვლევრები, 1870-იანი წლები

„საგუშაგო კოშკის“ პირველი გამოცემა, 1879 წ.

„საგუშაგო კოშკი“ დღეს

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იესოს სიკვდილის შემდეგ პირველ ქრისტიანებს შორის გამოჩნდებოდნენ ცრუ მასწავლებლები და ბიბლიურ ჭეშმარიტებას დაამახინჯებდნენ (საქმეები 20:29, 30). ეს მართლაც ასე მოხდა. მათ იესოს სწავლებები ცრურელიგიური მოძღვრებებით დაამახინჯეს და ასე ჩაეყარა საფუძველი ეგრეთ წოდებულ ქრისტიანობას (2 ტიმოთე 4:3, 4). როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ის გვწამს, რასაც სინამდვილეში ბიბლია ასწავლის?

დადგა დრო, როცა იეჰოვას ჭეშმარიტება უნდა გაეცხადებინა. მან იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დროს . . . გამრავლდებოდა ჭეშმარიტი ცოდნა“ (დანიელი 12:4). 1870 წელს ჭეშმარიტების მაძიებელმა პატარა ჯგუფმა დაინახა, რომ ეკლესიის ბევრი მოძღვრება არაბიბლიური იყო. ამიტომ, მათ დაიწყეს გამოკვლევა, სინამდვილეში რას ასწავლიდა ბიბლია და იეჰოვამაც მათ წვდომის უნარი მისცა, რათა ზუსტად გაეგოთ ბიბლიური მუხლების მნიშვნელობა.

გულწრფელმა მამაკაცებმა გულმოდგინედ გამოიკვლიეს ბიბლია. ბიბლიის ამ გულითადმა მკვლევარებმა, ჩვენმა წინამორბედებმა, კვლევის ისეთი მეთოდი შეიმუშავეს, რომელსაც დღესაც მივმართავთ. ისინი თემატურად იკვლევდნენ ბიბლიას. როდესაც ბიბლიის რომელიმე მონაკვეთი მათთვის ძნელად გასაგები იყო, ასახსნელად სხვა მუხლებს იშველიებდნენ. მას შემდეგ, რაც ერთ დასკვნამდე მივიდოდნენ, რაც წმინდა წერილების სხვა მუხლებს ეთანხმებოდა, დასკვნები ფურცელზე გადაჰქონდათ. ისინი ისევ ბიბლიის მეშვეობით ხსნიდნენ გაუგებარ მონაკვეთებს; ამგვარად მათთვის ნათელი მოეფინა ჭეშმარიტებას ღვთის სახელის, მისი სამეფოს, კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის, მკვდრების მდგომარეობისა და აღდგომის იმედის შესახებ. ასეთი კვლევა-ძიების შედეგად ისინი გათავისუფლდნენ ბევრი ცრუ სწავლებისა თუ ჩვეულებისგან (იოანე 8:31, 32).

1879 წელს ბიბლიის მკვლევარები მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტება ფართო მასებისთვის უნდა გაეცხადებინათ. ამიტომ, ამავე წელს მათ დაიწყეს ჟურნალის, „საგუშაგო კოშკი — იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“, გამოცემა, რომელიც დღემდე გამოდის. დღეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას 239-ზე მეტ ქვეყანაში 700-ზე მეტ ენაზე ვქადაგებთ. „ჭეშმარიტი ცოდნა“ ისე არასდროს ყოფილა გავრცელებული, როგორც დღეს!

  • რა მოხდა ქრისტეს სიკვდილის შემდეგ?

  • როგორ მოეფინა კვლავ ნათელი ჭეშმარიტებას ღვთის სიტყვის დახმარებით?