არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

ასრულებთ იეჰოვას ნებას?

ასრულებთ იეჰოვას ნებას?

მადლობას გიხდით, რომ დრო გამოყავით და ამ ბროშურის მეშვეობით გაეცანით იეჰოვას მოწმეებს; აგრეთვე გაიგეთ, რას ვსაქმიანობთ და როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზაცია. იმედი გვაქვს, ამ ბროშურამ დაგანახვათ, რომ დღეს იეჰოვას ნებას ჩვენ ვასრულებთ. გირჩევთ, კვლავაც მიიღოთ ღვთის შესახებ შემეცნება, გააცნოთ ის თქვენი ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს, და რეგულარულად დაესწროთ ჩვენთან ერთად ქრისტიანული კრების შეხვედრებს (ებრაელები 10:23—25).

რაც უფრო დაუახლოვდებით იეჰოვას, მით უფრო აშკარად დაინახავთ, რა ძლიერ უყვარხართ მას. ეს აღგძრავთ, მის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხოთ (1 იოანე 4:8—10, 19). როგორ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრებით დაამტკიცოთ, რომ ნამდვილად გიყვართ იეჰოვა? რატომ არის თქვენთვისვე კარგი ღვთის ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება? რა დაგეხმარებათ, რომ თქვენც შეასრულოთ ღვთის ნება? ის, ვინც ბიბლიას გასწავლით, სიხარულით დაგეხმარებათ ამ კითხვებზე პასუხების მიღებაში. ამგვარად თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები შეძლებთ „დარჩეთ ღვთის სიყვარულში . . . და გონებაში გქონდეთ მარადიული სიცოცხლე“ (იუდა 21).

გულთბილად გიწვევთ, ბიბლიური ცოდნა ამ წიგნის მეშვეობით გაიღრმავოთ.

 

გაიგეთ მეტი

ბიბლიის შესწავლის პროგრამა

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ბიბლიის შესწავლა?

მიიღეთ პასუხები ბიბლიის უფასო შესწავლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.