არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 ნაწილი 4

იესოს გვიანდელი მსახურება იუდეაში

„ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (ლუკა 10:2).

იესოს გვიანდელი მსახურება იუდეაში

ამ განყოფილებაში

თავი 66

იესო იერუსალიმში კარვობის დღესასწაულზე ჩადის

რატომ ფიქრობს ხალხი, რომ იესო დემონითაა შეპყრობილი?

თავი 67

„მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“

სინედრიონის თითქმის ყველა წევრი იესოს წინააღმდეგ გამოდის; მხოლოდ ერთი მათგანი იმაღლებს ხმას მის დასაცავად.

თავი 68

ღვთის ძე ქვეყნიერების სინათლეა

იესომ თქვა: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“; საინტერესოა, რას გულისხმობდა იესო.

თავი 69

სინამდვილეში ვინ არის იუდეველების მამა

იესო საუბრობს იმაზე, თუ როგორაა შესაძლებელი აბრაამის ნამდვილი შვილების ამოცნობა. იგი აგრეთვე აღნიშნავს, თუ ვინ არის სინამდვილეში მისი მამა.

თავი 70

იესო დაბადებიდან უსინათლოს თვალისჩინს უბრუნებს

მოწაფეები ერთ უსინათლო კაცზე იესოს ეკითხებიან, თუ რატომ ვერ ხედავს იგი. მათ აინტერესებთ, ამის მიზეზი ის ხომ არაა, რომ მან ან მისმა მშობლებმა შესცოდეს. ხალხის აზრი იესოს შესახებ იყოფა, როდესაც ის ამ კაცს თვალისჩინს უბრუნებს.

თავი 71

ფარისევლები უპირისპირდებიან უკვე თვალხილულ კაცს

ერთ დროს უსინათლო კაცის ლოგიკური მსჯელობა ფარისევლების განრისხებას იწვევს. ის, რისიც ამ კაცის მშობლებს ეშინოდათ, გამართლდა — ფარისევლებმა მოკვეთეს მათი შვილი სინაგოგიდან.

თავი 72

იესო 70 მოწაფეს საქადაგებლად აგზავნის

იუდეაში ყოფნის დროს იესომ 70 მოწაფე აირჩია და ორ-ორად გაგზავნა საქადაგებლად, რათა სამეფოს შესახებ დაემოწმებინათ. სად უნდა ექადაგათ მათ — სინაგოგებში თუ ხალხისთვის სახლებში უნდა მიეკითხათ?

თავი 73

ვინ არის ნამდვილი მოყვასი

როგორ იყენებს იესო იგავს კეთილ სამარიელზე იმისთვის, რომ ხალხს დაანახვოს, ვინ არის ნამდვილი მოყვასი?

თავი 74

გაკვეთილი გამასპინძლებასა და ლოცვაზე

იესო მართას და მარიამს სტუმრობს. რას ასწავლის ის იქ მყოფთ გამასპინძლებაზე? როგორ ასწავლის ის მოგვიანებით თავის მოწაფეებს, თუ რის შესახებ უნდა ილოცონ?

თავი 75

რაშია ბედნიერების საიდუმლო

იესო თავის მოწინააღმდეგეებს „ღვთის ხელზე“ ანუ „ღვთის თითზე“ ელაპარაკება და ეუბნება, რომ გვერდზე რჩებათ ღვთის სამეფო. ის აგრეთვე ხსნის, როგორ შეუძლია ადამიანს გახდეს ბედნიერი.

თავი 76

იესო ერთ ფარისეველს სტუმრობს

იესო ფარდას ხდის ფარისეველთა და მწიგნობართა თვალთმაქცობას. რა მძიმე ტვირთს ადებენ ისინი ხალხს?

თავი 77

მაგალითი მდიდარ კაცზე

იესომ მაგალითი მოიყვანა მდიდარ კაცზე, რომელმაც უფრო დიდი ბეღლები ააშენა, ვიდრე მანამდე ჰქონდა. რომელ რჩევას იმეორებს იესო ამ საკითხთან დაკავშირებით?

თავი 78

მზად იყავი ერთგულო მმართველო!

იესო აშკარად დაინტერესებულია თავისი მოწაფეების სულიერი კეთილდღეობით. რა როლს შეასრულებს მმართველი და როგორ მოემსახურება ეს მოწაფეების სულიერ კეთილდღეობას? რატომ არის განსაკუთრებით ყურადსაღები მოწოდება: მზად იყავით?

თავი 79

რატომ დაატყდება ებრაელ ერს სასჯელი

იესო ამბობს, რომ ისინი, ვის დახმარებასაც ცდილობს, თუ არ მოინანიებენ, განადგურდებიან. ყურად იღებენ ისინი იესოს სიტყვებს და დაფიქრდებიან მისი რჩევისამებრ იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ღმერთთან?

თავი 80

რომელი ორი ფარეხისკენ წაუძღვება იესო თავის ცხვარს

იესოს მაგალითი მოჰყავს მწყემსსა და მის ცხვარზე, საიდანაც კარგად ჩანს, თუ რას გრძნობს იგი თავისი მოწაფეების მიმართ. იცნობენ ისინი თავიანთი მწყემსის, იესოს ხმას და გაჰყვებიან მას?

თავი 81

ერთნი, მაგრამ არა თანასწორნი

ზოგი იესოს იმაში ადანაშაულებს, რომ ღმერთს უტოლებს თავს. როგორ აბათილებს იესო მათ ცრუ ბრალდებას?