არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 ნაწილი 3

იესოს ფართომასშტაბიანი მსახურება გალილეაში

«იესომ ქადაგება დაიწყო: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათე 4:17).

იესოს ფართომასშტაბიანი მსახურება გალილეაში

ამ განყოფილებაში

თავი 20

მეორე სასწაული კანაში

იესომ განკურნა მომაკვდავი ყმაწვილი, რომელიც მისგან შორს, დაახლოებით 26 კილომეტრში იმყოფებოდა.

თავი 21

ქადაგება ნაზარეთის სინაგოგაში

გაიგეთ, რატომ აღაშფოთა იესოს სიტყვებმა სინაგოგაში შეკრებილი მისი თანამემამულენი, რომლებიც იმდენად განრისხდნენ, რომ მისი მოკვლაც კი დააპირეს.

თავი 22

იესო ოთხ მოწაფეს უხმობს

იესომ ოთხ მოწაფეს მოუწოდა, თავი დაენებებინათ თავიანთი საქმისთვის, თევზაობისთვის და ადამიანთა მებადურები გამხდარიყვნენ.

თავი 23

იესო სასწაულებს ახდენს კაპერნაუმში

როდესაც იესომ დემონები განდევნა, მან აუკრძალა მათ, რომ მის, როგორც ღვთის ძის, შესახებ დაემოწმებინათ. გაიგეთ, რატომ მოიქცა იესო ასე.

თავი 24

იესო გალილეაში განაგრძობს ქადაგებას

ხალხი იესოსთან იმ მიზნით მიდიოდა, რომ განკურნებულიყო, მაგრამ იესომ აუხსნა მათ, რომ დედამიწაზე მისი მოსვლის მიზანი უმთავრესად სხვა რამეში მდგომარეობდა.

თავი 25

თანაგრძნობით განმსჭვალული იესო კეთროვანს კურნავს

უბრალო, მაგრამ საკმაოდ მრავლისმთქმელი სიტყვებით იესომ ნათელყო, რომ ის გულწრფელად იყო დაინტერესებული იმ საწყალი ხალხით, რომლებსაც კურნავდა.

თავი 26

„გეპატია ცოდვები“

როგორ გამოჩნდა იესოს სიტყვებიდან, რომ გამოჯანმრთელება ცოდვების პატიებას უკავშირდება?

თავი 27

იესო მათეს უხმობს

რატომ ზის იესო ცოდვილებთან ერთად ერთ სუფრაზე?

თავი 28

რატომ არ მარხულობენ იესოს მოწაფეები

იოანე ნათლისმცემლის მოწაფეების მიერ დასმულ კითხვას იესო მაგალითებით პასუხობს. ერთ-ერთ მაგალითად მას ღვინის ტიკები მოჰყავს.

თავი 29

სიკეთის კეთება შაბათს

რატომ ავიწროებენ იუდეველები იესოს?

თავი 30

იესო ღვთის ძეა

იუდეველები ფიქრობენ, რომ იესო თავს ღმერთს უტოლებს, მაგრამ იესო ნათლად აჩვენებს მათ, რომ მამა მასზე აღმატებულია.

თავი 31

თავთავების გლეჯა შაბათ დღეს

რატომ უწოდებს იესო საკუთარ თავს „შაბათის უფალს“?

თავი 32

რის კეთებაა ნებადართული შაბათ დღეს

ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი სადუკეველები და ფარისევლები შეთქმულებას აწყობენ იესოს წინააღმდეგ.

თავი 33

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

რატომ არ აძლევს იესო უფლებას განკურნებულებს, მასზე და მის საქმეებზე სხვებს მოუყვნენ?

თავი 33

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

რატომ არ აძლევს იესო უფლებას განკურნებულებს, მასზე და მის საქმეებზე სხვებს მოუყვნენ?

თავი 35

დაუვიწყარი ქადაგება მთაზე

გაიგეთ, რა მნიშვნელოვან და სიღრმისეულ საკითხებს შეეხო იესო მთაზე ქადაგების დროს.

თავი 36

ასისთავი დიდ რწმენას ავლენს

რატომ აღაფრთოვანებს იესოს ასისთავის საქციელი?

თავი 37

იესო მკვდრეთით აღადგენს ქვრივის ვაჟს

თვითმხილველები მიხვდნენ, რაზე მოწმობდა იესოს მიერ მოხდენილი სასწაული.

თავი 38

იოანეს მეტის გაგება სურს იესოზე

რატომ შეეკითხა იოანე ნათლისმცემელი იესოს, ნამდვილად ის იყო თუ არა მესია? ეჭვები ხომ არ გაუჩნდა იოანეს?

თავი 39

თაობა, რომელმაც გული გაიჯიუტა

იესო ამბობს, რომ სასამართლო დღე სოდომის მიწისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება, ვიდრე კაპერნაუმისთვის, ქალაქისთვის, სადაც ის ხშირად რჩებოდა.

თავი 40

რას ნიშნავს ნამდვილი გულმოწყალება

იესომ ქალს, რომელიც შესაძლოა მეძავი იყო, უთხრა, რომ ეპატია ცოდვები. ხომ არ მოწმობდა იესოს სიტყვები იმაზე, რომ ღვთის კანონის დარღვევით არაფერი შავდებოდა?!

თავი 41

ვისი ძალით ახდენს იესო სასწაულებს

იესოს ძმებს ჰგონიათ, რომ მათი ძმა ჭკუაზე შეიშალა.

თავი 42

იესო განსჯის ფარისევლებს

რა არის „იონა წინასწარმეტყველის ნიშანი“?

თავი 43

იესოს მოჰყავს მაგალითები სამეფოს შესახებ

ღვთის სამეფოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალს მეტი ნათელი რომ მოჰფინოს, იესოს რვა მაგალითი მოჰყავს.

თავი 44

იესო ზღვაზე ამოვარდნილ ქარიშხალს აწყნარებს

იესომ სასწაულებრივად დააცხრო მძვინვარე ქარიშხალი და აბობოქრებული ზღვა. ამ შემთხვევიდან კარგად გამოჩნდა, თუ როგორი იქნება ცხოვრება მაშინ, როცა იგი მთელი კაცობრიობის მეფე გახდება.

თავი 45

დემონების ტყვეობისგან გათავისუფლება

შესაძლებელია, ადამიანი ერთდროულად მრავალი დემონის ტყვეობაში იყოს?

თავი 46

ქალი ეხება იესოს სამოსს და უმალვე იკურნება

აქ მოთხრობილი გულის ამაჩუყებელი შემთხვევა კარგად გვიჩვენებს, რომ იესო უდიდეს ძალას ფლობს და, ამავდროულად, უსაზღვროდ თანამგრძნობია.

თავი 47

იესო მკვდრეთით აღადგენს პატარა გოგონას

ხალხს სიცილად არ ეყო, როცა იესომ თქვა, რომ იაიროსის შვილი მკვდარი არ იყო და მხოლოდ ეძინა. რა იცოდა იესომ ისეთი, რაც მათ არ იცოდნენ?

თავი 48

დიდებული საქმეების მიუხედავად, იესოს ნაზარეთში უარყოფენ

ნაზარეთში მცხოვრები ხალხი იესოს მისი სწავლებისა და სასწაულების გამო კი არა უარყოფს, არამედ სულ სხვა მიზეზის გამო.

თავი 49

იესო ქადაგებს და მოციქულებს ამზადებს გალილეაში

რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა, რომ „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“?

თავი 50

დევნამ არ უნდა შეაჩეროს ქადაგების საქმე

ორ ურთიერთგამომრიცხავ აზრს ხომ არ ეუბნება იესო მოწაფეებს, როცა ერთ შემთხვევაში მოუწოდებს, დევნების დროს ერთი ქალაქიდან მეორეში გაიქცნენ, მეორე შემთხვევაში კი ეუბნება, რომ არ შეუშინდნენ სიკვდილს?

თავი 51

ჰეროდეს დაბადების დღეზე იოანეს თავს ჰკვეთენ

სალომეს ცეკვით მოხიბლული ჰეროდე ყველას წინაშე სიტყვას აძლევს მას, რომ ნებისმიერ თხოვნას შეუსრულებს. რატომ სცემს ჰეროდეს თავზარს სალომეს თხოვნა?

თავი 52

იესო ათასობით ადამიანს რამდენიმე პურითა და თევზით აპურებს

იესოს მიერ მოხდენილი ეს სასწაული იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ოთხივე სახარება მოიხსენიებს.

თავი 53

მმართველი, რომელსაც ბუნების ძალები ემორჩილება

რა ისწავლეს მოციქულებმა მაშინ, როცა საკუთარი თვალით იხილეს წყალდაწყალ მათკენ მიმავალი იესო, რომელმაც ქარიშხალი დააცხრო?

თავი 54

რატომ უწოდებს იესო საკუთარ თავს „სიცოცხლის პურს“

ხალხმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ იესოსთან მისულიყვნენ. მაშ, რატომ უსაყვედურა მათ იესომ?

თავი 55

იესოს სიტყვები ბევრს საგონებელში აგდებს

იესოს სიტყვები ბევრ მის მოწაფეს აღაშფოთებს, რის გამოც უარს ამბობენ მის მიმდევრობაზე.

თავი 56

რა ბილწავს სინამდვილეში ადამიანს

რა ბილწავს სინამდვილეში ადამიანს — ის, „რაც პირში შედის“, თუ ის, რაც „პირიდან გამოდის“?

თავი 57

იესო სასწაულებრივად კურნავს დასნეულებულ გოგონას და ყრუ კაცს

რატომ არ განაწყენდა ქალი, როდესაც იესომ მისი თანამემამულეები ფინიებს შეადარა?

თავი 58

იესო ათასობით კაცს აპურებს და მოწაფეებს გაფრთხილებას აძლევს

მოწაფეები მხოლოდ ბოლოს ხვდებიან, რატომ მოიხსენია იესომ საფუარი.

თავი 59

ვინ არის კაცის ძე

რა არის სამეფოს გასაღებები? ვინ გამოიყენა ისინი და რა მიზნით?

თავი 60

მოწაფეები დიდებით მოსილ იესოს ხედავენ

რა მოხდა იესოს გარდასახვის დროს და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას?

თავი 61

იესო ერთ ბიჭუნას დემონის ტყვეობისგან ათავისუფლებს

იესოს სიტყვების თანახმად, რატომ ვერ გაათავისუფლეს მოწაფეებმა პატარა ბიჭუნა დემონის ტყვეობისგან? ვის აკლდა რწმენა — ბიჭუნას, მამამისს თუ თავად იესოს მოწაფეებს?

თავი 62

იესო მოწაფეებს თავმდაბლობას ასწავლის

მოციქულებმა, ზრდასრულმა მამაკაცებმა, ბავშვის მაგალითზე მნიშვნელოვანი რამ ისწავლეს.

თავი 63

იესო მოწაფეებს ორ მნიშვნელოვან საკითხზე აძლევს რჩევას

იესო მოწაფეებს ასწავლის, რა სამი ნაბიჯი შეუძლიათ გადადგან მაშინ, როცა თანამორწმუნეებს შორის რაიმე გაუგებრობა იჩენს თავს.

თავი 64

პატიების ნამდვილი ფასი

იესოს მაგალითი მოჰყავს უმოწყალო მონაზე და ამით გვიჩვენებს, რატომ უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად, ვაპატიოთ სხვებს და რატომ არ არის იეჰოვასთვის სულერთი, როგორ მოვიქცევით ასეთ დროს.

თავი 65

იერუსალიმისკენ მიმავალი იესო შემხვედრთ ასწავლის

იერუსალიმისკენ მიმავალი იესო სამ კაცს ხვდება; თითოეულთან საუბრის დროს იკვეთება, თუ რა უშლის სინამდვილეში ადამიანს ხელს, მიჰყვეს იესოს ნაკვალევს.