წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 16

იეჰოვას სახლის მოშურნე

იეჰოვას სახლის მოშურნე

იოანე 2:12—22

  • იესო ფულის გადამცვლელებსა და ვაჭრებს ტაძრიდან ყრის

ქორწილის შემდეგ იესო კანიდან კაპერნაუმისკენ მიმავალ გზას ადგება. მას თან ახლავს დედა და ნახევარძმები — იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა.

იცით, რატომ მიდის იესო კაპერნაუმში? ეს ქალაქი ნაზარეთსა და კანაზე გაცილებით დიდია, თანაც უფრო ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. ისიც აღსანიშნავია, რომ იესოს ახალშეძენილი მოწაფეებიდან ბევრი სწორედ კაპერნაუმიდან ან მისი შემოგარენიდანაა. ასე რომ, იესოს შეუძლია, მოწაფეებს მათივე მშობლიურ მხარეში ბევრი რამ ასწავლოს.

კაპერნაუმში ყოფნის დროს იესო არაერთ გასაოცარ რამეს აკეთებს, რის წყალობითაც ამ ქალაქსა თუ მის შემოგარენში ბევრი იგებს მისი საქმეების შესახებ. მაგრამ იესო და მასთან მყოფნი, რომლებიც ღვთის ერთგული ებრაელი მამაკაცები არიან, მალე იერუსალიმში უნდა წავიდნენ, რადგან პასექის დღესასწაული ახლოვდება (ახ. წ. 30 წელი).

სწორედ იქ, იერუსალიმის ტაძარში ხდება ისეთი რამ, რაც იესოს მოწაფეებზე წარუშლელ კვალს ტოვებს; ისინი იესოს პიროვნების კიდევ ერთ ძლიერ მხარეს ხედავენ.

ღვთის კანონის თანახმად, ისრაელებს ტაძარში ცხოველური შესაწირავი უნდა მიეტანათ; მათ, ვინც იერუსალიმში სხვა ადგილებიდან ჩადიოდა, იქ ყოფნის პერიოდში საკვები სჭირდებოდათ. ამიტომ კანონი იერუსალიმში შორი მანძილიდან ჩასულებს ნებას რთავდა, ადგილზე ეყიდათ „ცხვარ-ძროხა, თხა, ღვინო“ და სხვა ყველაფერი, რაც იქ დასჭირდებოდათ (კანონი 14:24—26). ამის გამო ვაჭრებს შიგ ტაძრის დიდ ეზოში აქვთ გაჩაღებული ვაჭრობა. ისინი ცხოველებს და ფრინველებს ყიდიან; ბევრი მათგანი ტყუილსაც არ ერიდება და ძალიან დიდ ფასს ადებს საქონელს.

ამ ამაზრზენი სურათის დანახვაზე იესო აღშფოთებას ვერ მალავს; განრისხებული ფულს უბნევს, მაგიდებს უყირავებს და ტაძრიდან ყრის ვაჭრებსა თუ ფულის გადამცვლელებს. იგი ეუბნება მათ: „მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“ (იოანე 2:16).

იქ მყოფ იესოს მოწაფეებს ახსენდებათ წმინდა წერილებში ღვთის ძის შესახებ ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე“. მაგრამ ზოგ იუდეველს სულ სხვა ფიქრები უტრიალებს თავში. ისინი იესოს ეკითხებიან: „რა ნიშნით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამის გაკეთება?“. იესო პასუხობს: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ“ (იოანე 2:17—19; ფსალმუნი 69:9).

ამ იუდეველებს ჰგონიათ, რომ იესო იერუსალიმის ტაძარს გულისხმობს, ამიტომ ეკითხებიან: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ (იოანე 2:20). სინამდვილეში კი იესო სულ სხვა რამეს გულისხმობს — ის ტაძარს საკუთარ სხეულს ადარებს. სამ წელიწადში, იესოს აღდგომის შემდეგ, მოწაფეებს სწორედ მისი ეს სიტყვები ახსენდებათ.

გაიგეთ მეტი

ელია წმინდა თაყვანისმცემლობას იცავდა

როგორ მივბაძოთ ელიას, როდესაც სხვები ეწინააღმდეგებიან ბიბლიის სწავლებებს?