წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 91

იესო მკვდრეთით აღადგენს ლაზარეს

იესო მკვდრეთით აღადგენს ლაზარეს

იოანე 11:38—54

  • იესო ლაზარეს მკვდრეთით აღადგენს

  • სინედრიონის წევრები იესოს მოკვლას გეგმავენ

მას შემდეგ, რაც იესო ბეთანიის მახლობლად მართასა და მარიამს ხვდება, ისინი ერთად მიდიან ლაზარეს სამარხისკენ. ლაზარე ერთ გამოქვაბულში ასვენია, რომელსაც შესასვლელში ლოდი აქვს მიდებული. იესო ამბობს: „მოაშორეთ ლოდი“. მართა ვერ ხვდება, რის გაკეთებას აპირებს იგი და შეშფოთებული ეუბნება: „უფალო, აყროლებული იქნება, უკვე მეოთხე დღეა“. მაგრამ იესო პასუხობს: „ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“ (იოანე 11:39, 40).

იესოს სიტყვებისამებრ, გამოქვაბულს ლოდს აშორებენ. იგი თვალებს მაღლა აღაპყრობს და ამბობს: „მამა, გმადლობ, რომ მისმინე. ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხისთვის ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ გამომგზავნე“. იესო ყველას გასაგონად ლოცულობს, რის წყალობითაც იქ შეკრებილები იგებენ, რომ მას ღვთისგან აქვს მიცემული იმის ძალა, რის გაკეთებასაც ახლა აპირებს. იესო ხმამაღლა ამბობს: „ლაზარე, გამოდი!“. და ეს ასეც ხდება; გამოქვაბულიდან სახვევებით ხელფეხშეკრული ლაზარე გამოდის, რომელსაც სახე ნაჭრით აქვს შეხვეული. იესო ამბობს: „გახსენით, იაროს“ (იოანე 11:41—44).

ამ სასწაულის თვითმხილველი მრავალი იუდეველი, რომლებიც მარიამის და მართას სანუგეშებლად იყვნენ მისული, რწმენას ავლენს იესოს მიმართ. მაგრამ ზოგი ფარისევლებთან მიდის და ატყობინებს მათ, თუ რა გააკეთა იესომ. ფარისევლები და უფროსი მღვდლები დაუყოვნებლივ იწვევენ იუდეველთა უზენაეს სასამართლოს, სინედრიონს. ამ სასამართლოს ერთ-ერთი წევრია მღვდელმთავარი კაიაფა. იქ შეკრებილთაგან ზოგი, რომელთაც სიმშვიდე აქვთ დაკარგული, ამბობს: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ ნიშანს ახდენს? თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ადგილსაც და ერსაც“ (იოანე 11:47, 48). მართალია, მათ მრავალი თვითმხილველის მოწმობა აქვთ მოსმენილი იმის თაობაზე, რომ იესო „ბევრ ნიშანს ახდენს“, მაგრამ არ ახარებთ ის, რასაც ღმერთი იესოს მეშვეობით აკეთებს. ერთადერთი, რაც აღელვებთ, ის არის, რომ არ დაკარგონ საკუთარი გავლენა და მდგომარეობა.

ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის შემთხვევა ნამდვილად დიდი დარტყმაა სადუკეველებისთვის, რომელთაც არ სწამთ აღდგომის. კაიაფა, რომელიც თავადაც სადუკეველია, ამბობს: „არ გესმით და ვერ მიმხვდარხართ, რომ თქვენთვის უკეთესია, ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“ (იოანე 11:49, 50; საქმეები 5:17; 23:8).

ვინაიდან კაიაფა, როგორც მღვდელმთავარი, წმინდა მსახურებას ასრულებს, ამ სიტყვებს ახლა თავისით კი არ ამბობს, არამედ ღმერთი აღძრავს ამის სათქმელად. ზემოხსენებული სიტყვებით კაიაფას იმის თქმა სურს, რომ იესო უნდა მოკვდეს, რათა ფარისევლებმა და უფროსმა მღვდლებმა არ დაკარგონ თავიანთი ძალაუფლება და გავლენა. თუმცა ეს სიტყვები, რომელიც წინასწარმეტყველური ხასიათისაა, იმაზე მიუთითებს, რომ იესოს სიკვდილი მხოლოდ იუდეველთა კი არა, ყველა „ღვთის გაფანტული“ შვილის გამოსყიდვას ემსახურება (იოანე 11:51, 52).

კაიაფა თავის მიზანს აღწევს და მთელ სინედრიონს ითანხმებს, რომ იესო მოკლან. საინტერესოა, როგორ მოიქცევა სინედრიონის პატივდებული წევრი ნიკოდემე, რომელიც დადებითადაა განწყობილი იესოს მიმართ. გაუმჟღავნებს იგი იესოს იმას, თუ რა გეგმა შეიმუშავა სინედრიონმა? ასეა თუ ისე, იესო დაუყოვნებლივ ტოვებს იერუსალიმს და ამგვარად თავიდან ირიდებს სიკვდილს, რადგან ჯერ კიდევ არ დამდგარა ამის დრო.

გაიგეთ მეტი

რა არის მკვდრეთით აღდგომა?

შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, თუ ვინ აღდგება მომავალში.

სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება!

რატომ შეადარა იესომ სიკვდილი ძილს? რას ვსწავლობთ ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებიდან?

რეალური იმედი გარდაცვლილთათვის

ხელიდან გამოგაცალათ სიკვდილმა საყვარელი ადამიანი? შესაძლებელია მათი კვლავ ნახვა? გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია მკვდრეთით აღდგომის შესახებ.