წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 ნაწილი 5

იესოს გვიანდელი მსახურება იორდანეს აღმოსავლეთით

„მრავალმა ირწმუნა იგი“ (იოანე 10:42).

იესოს გვიანდელი მსახურება იორდანეს აღმოსავლეთით

ამ განყოფილებაში

თავი 82

იესო პერეაში მსახურობს

იესო უხსნის თავის მსმენელს, რა არის საჭირო გადარჩენისთვის. მისი რჩევა მეტად აქტუალური იყო პირველ საუკუნეში? დღემდე აქტუალურია ეს რჩევა?

თავი 83

ვის იწვევს ღმერთი ვახშამზე

ფარისევლის სახლში სტუმრობის დროს იესოს მაგალითი მოჰყავს ერთ კაცზე, რომელმაც დიდი ვახშამი გამართა. რა მნიშვნელოვან რამეს ასწავლის იესო ღვთის ხალხს?

თავი 84

რას ნიშნავს იესოს მიმდევრობა

იესოს მოწაფეობა სერიოზული პასუხისმგებლობაა. იესო ნათლად ამბობს, თუ რას ნიშნავს, იყო მისი მიმდევარი. ზოგი აღშფოთებას ვერ მალავს მისი სიტყვების მოსმენაზე.

თავი 85

მომნანიე ცოდვილის გამო ზეცა ხარობს

მწიგნობრები და ფარისევლები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ იესოს იმის გამო, რომ უბრალო ხალხთან აქვს ურთიერთობა. საპასუხოდ იესოს მაგალითი მოჰყავს იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ღმერთს ცოდვილების მიმართ.

თავი 86

გზასაცდენილი შვილის დაბრუნება

რის სწავლა შეგვიძლია გზასაცდენილ შვილზე იესოს მიერ მოყვანილი იგავიდან?

თავი 87

წინდახედულება სიბრძნეზე მეტყველებს

რის დასანახვებლად მოიყვანა იესომ მაგალითი ერთ გაქნილ მმართველზე?

თავი 88

იგავი მდიდარსა და ლაზარეზე

ამ იგავის მნიშვნელობა რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ, ვის განასახიერებს მისი ორი მთავარი გმირი.

თავი 89

გზად იუდეისკენ იესო პერეაში ქადაგებს

იესო საუბრობს იმაზე, თუ რა თვისება დაგვეხმარება, ვაპატიოთ მათაც კი, ვინც არაერთხელ სცოდავს ჩვენ წინააღმდეგ.

თავი 90

„აღდგომა და სიცოცხლე“

რატომ თქვა იესომ, რომ, ვინც მას ირწმუნებდა, არასდროს იხილავდა სიკვდილს?

თავი 91

იესო მკვდრეთით აღადგენს ლაზარეს

ორი მიზეზის გამო იესოს მოწინააღმდეგეებიც კი ვერ უარყოფენ, რომ იესომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა.

თავი 92

ათი განკურნებულიდან ერთი ავლენს მადლიერებას

იესოს გარდა კიდევ ვის მიმართ ავლენს კეთრისგან განკურნებული კაცი მადლიერებას?

თავი 93

კაცის ძე გამოცხადდება

რატომ შეიძლება ქრისტეს მოსვლა ელვას შევადაროთ?

თავი 94

ლოცვისა და თავმდაბლობის აუცილებლობა

რატომ მოიყვანა იესომ მაგალითი უმართლო მოსამართლესა და ქვრივ ქალზე?

თავი 95

საუბარი გაყრაზე და ბავშვებისადმი სიყვარულის გამოვლენა

რატომ განსხვავდება ბავშვებისადმი მოწაფეებისა და იესოს დამოკიდებულება?

თავი 96

ახალგაზრდა მდიდარი მმართველის კითხვას პასუხი ეცემა

რატომ ამბობს იესო, რომ აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი კაცი შევა ღვთის სამეფოში?

თავი 97

მაგალითი ვენახის მუშებზე

როგორ გახდებიან პირველები ბოლოები და ბოლოები პირველები?

თავი 98

მოციქულები კვლავ პირველობისკენ ისწრაფვიან

იაკობსა და იოანეს სამეფოში საპატიო ადგილები სურთ და იგივე სურვილი სხვებსაც ამოძრავებთ.

თავი 99

იესო ორ უსინათლოს თვალს უხელს და ზაქეს სტუმრობს

რატომ შეიძლება ითქვას, რომ ეს შემთხვევა, რომელიც, ერთი შეხედვით, სახარებებში სხვადასხვანაირად არის მოთხრობილი, სინამდვილეში სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან?

თავი 100

მაგალითი ათ მინაზე

რას გულისხმობს იესო ამ სიტყვებში: „ვისაც აქვს, მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“?