არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

ამ წიგნში შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიაში მოთხრობილი იესოს ცხოვრების ყველა ეპიზოდი.

შესავალი

გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

სახარებები მოგვითხრობს, როგორ ასწავლიდა და რა საქმეებს იქმოდა იესო, რასაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

თავი 1

ორი მნიშვნელოვანი ცნობა ღვთისგან

ანგელოზ გაბრიელის მიერ ადამიანებისთვის გადაცემული ცნობები თავიდან დაუჯერებელი ჩანდა.

თავი 2

იესოს ჯერ კიდევ დაბადებამდე განადიდებენ

როგორ განადიდებენ იესოს ელისაბედი და მისი ჯერ არდაბადებული ბავშვი?

თავი 3

იბადება ის, ვინც იესოს გზას მოუმზადებს

მას შემდეგ, რაც ზაქარიას სასწაულებრივად უბრუნდება მეტყველების უნარი, მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებას წარმოთქვამს.

თავი 4

ფეხმძიმე მარიამი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება

იჯერებს იოსები მარიამის ნათქვამს, რომ ის სხვა მამაკაცისგან კი არა, ღვთის წმინდა სულით დაფეხმძიმდა?

თავი 5

სად და როდის იბადება იესო

რის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესო 25 დეკემბერს არ დაბადებულა?

თავი 6

აღთქმული ბავშვი

როდესაც იოსებს და მარიამს პატარა იესო ტაძარში მიჰყავთ, ორი ხანდაზმული ებრაელი იესოს შესახებ წინასწარმეტყველებს.

თავი 7

პატარა იესოს ასტროლოგები ინახულებენ

რატომ მიიყვანა თავდაპირველად „ვარსკვლავმა“ ასტროლოგები სისხლისმსმელ მეფე ჰეროდესთან და არა იესოსთან?

თავი 8

ისინი სასტიკ მმართველს გაურბიან

მომავალ მესიასთან დაკავშირებით ბიბლიაში ჩაწერილი სამი წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ მაშინ შესრულდა, როცა იესო საკმაოდ პატარა იყო.

თავი 9

იესო ნაზარეთში იზრდება

რამდენი და-ძმა ჰყავდა იესოს?

თავი 10

მშობლებს იესო იერუსალიმში მიჰყავთ

იოსები და მარიამი გულშემოყრილები ეძებენ იესოს და მხოლოდ მესამე დღეს პოულობენ. იესოს უკვირს, რატომ ვერ მიხვდნენ მშობლები, რომ ის ტაძარში იქნებოდა.

თავი 11

იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს იესოს

როდესაც იოანესთან ფარისევლები და სადუკეველები მიდიან, კიცხავს მათ. გაიგეთ, რატომ იქცევა იოანე ასე.

თავი 12

იესო ინათლება

რატომ უნდა მოინათლოს იესო მაშინ, როცა ერთი ცოდვაც არ ჩაუდენია?

თავი 13

იესოს ერთგულება იცდება

ამ შემთხვევიდან ორი მხარე იკვეთება ეშმაკის შესახებ.

თავი 14

იესოს პირველი მოწაფეები

რამ დაარწმუნა ის ექვსი მამაკაცი, რომლებიც მოგვიანებით იესოს პირველი მოწაფეები გახდნენ, რომ მესია იპოვეს?

თავი 15

იესო პირველ სასწაულს ახდენს

იესომ დედამისს დაანახვა, რომ, როგორც ღვთის ცხებულ მეფეს, მას ოჯახის წევრებისა და მეგობრების კი არა, მხოლოდ ზეციერი მამის კარნახით უნდა ემოქმედა.

თავი 16

იეჰოვას სახლის მოშურნე

ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად, იერუსალიმში ჩასულთ შეეძლოთ ადგილზევე ეყიდათ ის ცხოველები, რომელთაც მსხვერპლად შესწირავდნენ. მაშ, რატომ აღშფოთდა იესო ტაძარში მყოფ ვაჭრებზე?

თავი 17

იესო ნიკოდემეს ჭეშმარიტებას უმხელს

რას ნიშნავს „ხელახლა დაბადება“?

თავი 18

„ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“

იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს იესოსი და მისი მოწაფეების შეშურდათ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით იოანეზე.

თავი 19

იესო სამარიელ ქალს ჭეშმარიტებას უმჟღავნებს

იესომ სამარიელ ქალს ისეთი რამ გაუმხილა, რაც იმ პერიოდში ჯერ კიდევ არავისთვის ჰქონდა ასე აშკარად ნათქვამი.

თავი 20

მეორე სასწაული კანაში

იესომ განკურნა მომაკვდავი ყმაწვილი, რომელიც მისგან შორს, დაახლოებით 26 კილომეტრში იმყოფებოდა.

თავი 21

ქადაგება ნაზარეთის სინაგოგაში

გაიგეთ, რატომ აღაშფოთა იესოს სიტყვებმა სინაგოგაში შეკრებილი მისი თანამემამულენი, რომლებიც იმდენად განრისხდნენ, რომ მისი მოკვლაც კი დააპირეს.

თავი 22

იესო ოთხ მოწაფეს უხმობს

იესომ ოთხ მოწაფეს მოუწოდა, თავი დაენებებინათ თავიანთი საქმისთვის, თევზაობისთვის და ადამიანთა მებადურები გამხდარიყვნენ.

თავი 23

იესო სასწაულებს ახდენს კაპერნაუმში

როდესაც იესომ დემონები განდევნა, მან აუკრძალა მათ, რომ მის, როგორც ღვთის ძის, შესახებ დაემოწმებინათ. გაიგეთ, რატომ მოიქცა იესო ასე.

თავი 24

იესო გალილეაში განაგრძობს ქადაგებას

ხალხი იესოსთან იმ მიზნით მიდიოდა, რომ განკურნებულიყო, მაგრამ იესომ აუხსნა მათ, რომ დედამიწაზე მისი მოსვლის მიზანი უმთავრესად სხვა რამეში მდგომარეობდა.

თავი 25

თანაგრძნობით განმსჭვალული იესო კეთროვანს კურნავს

უბრალო, მაგრამ საკმაოდ მრავლისმთქმელი სიტყვებით იესომ ნათელყო, რომ ის გულწრფელად იყო დაინტერესებული იმ საწყალი ხალხით, რომლებსაც კურნავდა.

თავი 26

„გეპატია ცოდვები“

როგორ გამოჩნდა იესოს სიტყვებიდან, რომ გამოჯანმრთელება ცოდვების პატიებას უკავშირდება?

თავი 27

იესო მათეს უხმობს

რატომ ზის იესო ცოდვილებთან ერთად ერთ სუფრაზე?

თავი 28

რატომ არ მარხულობენ იესოს მოწაფეები

იოანე ნათლისმცემლის მოწაფეების მიერ დასმულ კითხვას იესო მაგალითებით პასუხობს. ერთ-ერთ მაგალითად მას ღვინის ტიკები მოჰყავს.

თავი 29

სიკეთის კეთება შაბათს

რატომ ავიწროებენ იუდეველები იესოს?

თავი 30

იესო ღვთის ძეა

იუდეველები ფიქრობენ, რომ იესო თავს ღმერთს უტოლებს, მაგრამ იესო ნათლად აჩვენებს მათ, რომ მამა მასზე აღმატებულია.

თავი 31

თავთავების გლეჯა შაბათ დღეს

რატომ უწოდებს იესო საკუთარ თავს „შაბათის უფალს“?

თავი 32

რის კეთებაა ნებადართული შაბათ დღეს

ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი სადუკეველები და ფარისევლები შეთქმულებას აწყობენ იესოს წინააღმდეგ.

თავი 33

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

რატომ არ აძლევს იესო უფლებას განკურნებულებს, მასზე და მის საქმეებზე სხვებს მოუყვნენ?

თავი 33

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

რატომ არ აძლევს იესო უფლებას განკურნებულებს, მასზე და მის საქმეებზე სხვებს მოუყვნენ?

თავი 35

დაუვიწყარი ქადაგება მთაზე

გაიგეთ, რა მნიშვნელოვან და სიღრმისეულ საკითხებს შეეხო იესო მთაზე ქადაგების დროს.

თავი 36

ასისთავი დიდ რწმენას ავლენს

რატომ აღაფრთოვანებს იესოს ასისთავის საქციელი?

თავი 37

იესო მკვდრეთით აღადგენს ქვრივის ვაჟს

თვითმხილველები მიხვდნენ, რაზე მოწმობდა იესოს მიერ მოხდენილი სასწაული.

თავი 38

იოანეს მეტის გაგება სურს იესოზე

რატომ შეეკითხა იოანე ნათლისმცემელი იესოს, ნამდვილად ის იყო თუ არა მესია? ეჭვები ხომ არ გაუჩნდა იოანეს?

თავი 39

თაობა, რომელმაც გული გაიჯიუტა

იესო ამბობს, რომ სასამართლო დღე სოდომის მიწისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება, ვიდრე კაპერნაუმისთვის, ქალაქისთვის, სადაც ის ხშირად რჩებოდა.

თავი 40

რას ნიშნავს ნამდვილი გულმოწყალება

იესომ ქალს, რომელიც შესაძლოა მეძავი იყო, უთხრა, რომ ეპატია ცოდვები. ხომ არ მოწმობდა იესოს სიტყვები იმაზე, რომ ღვთის კანონის დარღვევით არაფერი შავდებოდა?!

თავი 41

ვისი ძალით ახდენს იესო სასწაულებს

იესოს ძმებს ჰგონიათ, რომ მათი ძმა ჭკუაზე შეიშალა.

თავი 42

იესო განსჯის ფარისევლებს

რა არის „იონა წინასწარმეტყველის ნიშანი“?

თავი 43

იესოს მოჰყავს მაგალითები სამეფოს შესახებ

ღვთის სამეფოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალს მეტი ნათელი რომ მოჰფინოს, იესოს რვა მაგალითი მოჰყავს.

თავი 44

იესო ზღვაზე ამოვარდნილ ქარიშხალს აწყნარებს

იესომ სასწაულებრივად დააცხრო მძვინვარე ქარიშხალი და აბობოქრებული ზღვა. ამ შემთხვევიდან კარგად გამოჩნდა, თუ როგორი იქნება ცხოვრება მაშინ, როცა იგი მთელი კაცობრიობის მეფე გახდება.

თავი 45

დემონების ტყვეობისგან გათავისუფლება

შესაძლებელია, ადამიანი ერთდროულად მრავალი დემონის ტყვეობაში იყოს?

თავი 46

ქალი ეხება იესოს სამოსს და უმალვე იკურნება

აქ მოთხრობილი გულის ამაჩუყებელი შემთხვევა კარგად გვიჩვენებს, რომ იესო უდიდეს ძალას ფლობს და, ამავდროულად, უსაზღვროდ თანამგრძნობია.

თავი 47

იესო მკვდრეთით აღადგენს პატარა გოგონას

ხალხს სიცილად არ ეყო, როცა იესომ თქვა, რომ იაიროსის შვილი მკვდარი არ იყო და მხოლოდ ეძინა. რა იცოდა იესომ ისეთი, რაც მათ არ იცოდნენ?

თავი 48

დიდებული საქმეების მიუხედავად, იესოს ნაზარეთში უარყოფენ

ნაზარეთში მცხოვრები ხალხი იესოს მისი სწავლებისა და სასწაულების გამო კი არა უარყოფს, არამედ სულ სხვა მიზეზის გამო.

თავი 49

იესო ქადაგებს და მოციქულებს ამზადებს გალილეაში

რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა, რომ „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“?

თავი 50

დევნამ არ უნდა შეაჩეროს ქადაგების საქმე

ორ ურთიერთგამომრიცხავ აზრს ხომ არ ეუბნება იესო მოწაფეებს, როცა ერთ შემთხვევაში მოუწოდებს, დევნების დროს ერთი ქალაქიდან მეორეში გაიქცნენ, მეორე შემთხვევაში კი ეუბნება, რომ არ შეუშინდნენ სიკვდილს?

თავი 51

ჰეროდეს დაბადების დღეზე იოანეს თავს ჰკვეთენ

სალომეს ცეკვით მოხიბლული ჰეროდე ყველას წინაშე სიტყვას აძლევს მას, რომ ნებისმიერ თხოვნას შეუსრულებს. რატომ სცემს ჰეროდეს თავზარს სალომეს თხოვნა?

თავი 52

იესო ათასობით ადამიანს რამდენიმე პურითა და თევზით აპურებს

იესოს მიერ მოხდენილი ეს სასწაული იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ოთხივე სახარება მოიხსენიებს.

თავი 53

მმართველი, რომელსაც ბუნების ძალები ემორჩილება

რა ისწავლეს მოციქულებმა მაშინ, როცა საკუთარი თვალით იხილეს წყალდაწყალ მათკენ მიმავალი იესო, რომელმაც ქარიშხალი დააცხრო?

თავი 54

რატომ უწოდებს იესო საკუთარ თავს „სიცოცხლის პურს“

ხალხმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ იესოსთან მისულიყვნენ. მაშ, რატომ უსაყვედურა მათ იესომ?

თავი 55

იესოს სიტყვები ბევრს საგონებელში აგდებს

იესოს სიტყვები ბევრ მის მოწაფეს აღაშფოთებს, რის გამოც უარს ამბობენ მის მიმდევრობაზე.

თავი 56

რა ბილწავს სინამდვილეში ადამიანს

რა ბილწავს სინამდვილეში ადამიანს — ის, „რაც პირში შედის“, თუ ის, რაც „პირიდან გამოდის“?

თავი 57

იესო სასწაულებრივად კურნავს დასნეულებულ გოგონას და ყრუ კაცს

რატომ არ განაწყენდა ქალი, როდესაც იესომ მისი თანამემამულეები ფინიებს შეადარა?

თავი 58

იესო ათასობით კაცს აპურებს და მოწაფეებს გაფრთხილებას აძლევს

მოწაფეები მხოლოდ ბოლოს ხვდებიან, რატომ მოიხსენია იესომ საფუარი.

თავი 59

ვინ არის კაცის ძე

რა არის სამეფოს გასაღებები? ვინ გამოიყენა ისინი და რა მიზნით?

თავი 60

მოწაფეები დიდებით მოსილ იესოს ხედავენ

რა მოხდა იესოს გარდასახვის დროს და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას?

თავი 61

იესო ერთ ბიჭუნას დემონის ტყვეობისგან ათავისუფლებს

იესოს სიტყვების თანახმად, რატომ ვერ გაათავისუფლეს მოწაფეებმა პატარა ბიჭუნა დემონის ტყვეობისგან? ვის აკლდა რწმენა — ბიჭუნას, მამამისს თუ თავად იესოს მოწაფეებს?

თავი 62

იესო მოწაფეებს თავმდაბლობას ასწავლის

მოციქულებმა, ზრდასრულმა მამაკაცებმა, ბავშვის მაგალითზე მნიშვნელოვანი რამ ისწავლეს.

თავი 63

იესო მოწაფეებს ორ მნიშვნელოვან საკითხზე აძლევს რჩევას

იესო მოწაფეებს ასწავლის, რა სამი ნაბიჯი შეუძლიათ გადადგან მაშინ, როცა თანამორწმუნეებს შორის რაიმე გაუგებრობა იჩენს თავს.

თავი 64

პატიების ნამდვილი ფასი

იესოს მაგალითი მოჰყავს უმოწყალო მონაზე და ამით გვიჩვენებს, რატომ უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად, ვაპატიოთ სხვებს და რატომ არ არის იეჰოვასთვის სულერთი, როგორ მოვიქცევით ასეთ დროს.

თავი 65

იერუსალიმისკენ მიმავალი იესო შემხვედრთ ასწავლის

იერუსალიმისკენ მიმავალი იესო სამ კაცს ხვდება; თითოეულთან საუბრის დროს იკვეთება, თუ რა უშლის სინამდვილეში ადამიანს ხელს, მიჰყვეს იესოს ნაკვალევს.

თავი 66

იესო იერუსალიმში კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩადის

რატომ ფიქრობს ხალხი, რომ იესო დემონითაა შეპყრობილი?

თავი 67

„მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“

სინედრიონის თითქმის ყველა წევრი იესოს წინააღმდეგ გამოდის; მხოლოდ ერთი მათგანი იმაღლებს ხმას მის დასაცავად.

თავი 68

ღვთის ძე ქვეყნიერების სინათლეა

იესომ თქვა: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“; საინტერესოა, რას გულისხმობდა იესო.

თავი 69

სინამდვილეში ვინ არის იუდეველების მამა

იესო საუბრობს იმაზე, თუ როგორაა შესაძლებელი აბრაამის ნამდვილი შვილების ამოცნობა. იგი აგრეთვე აღნიშნავს, თუ ვინ არის სინამდვილეში მისი მამა.

თავი 70

იესო დაბადებიდან უსინათლოს თვალისჩინს უბრუნებს

მოწაფეები ერთ უსინათლო კაცზე იესოს ეკითხებიან, თუ რატომ ვერ ხედავს იგი. მათ აინტერესებთ, ამის მიზეზი ის ხომ არაა, რომ მან ან მისმა მშობლებმა შესცოდეს. ხალხის აზრი იესოს შესახებ იყოფა, როდესაც ის ამ კაცს თვალისჩინს უბრუნებს.

თავი 71

ფარისევლები უპირისპირდებიან უკვე თვალხილულ კაცს

ერთ დროს უსინათლო კაცის ლოგიკური მსჯელობა ფარისევლების განრისხებას იწვევს. ის, რისიც ამ კაცის მშობლებს ეშინოდათ, გამართლდა — ფარისევლებმა მოკვეთეს მათი შვილი სინაგოგიდან.

თავი 72

იესო 70 მოწაფეს საქადაგებლად აგზავნის

იუდეაში ყოფნის დროს იესომ 70 მოწაფე აირჩია და ორ-ორად გაგზავნა საქადაგებლად, რათა სამეფოს შესახებ დაემოწმებინათ. სად უნდა ექადაგათ მათ — სინაგოგებში თუ ხალხისთვის სახლებში უნდა მიეკითხათ?

თავი 73

ვინ არის ნამდვილი მოყვასი

როგორ იყენებს იესო იგავს კეთილ სამარიელზე იმისთვის, რომ ხალხს დაანახვოს, ვინ არის ნამდვილი მოყვასი?

თავი 74

გაკვეთილი გამასპინძლებასა და ლოცვაზე

იესო მართას და მარიამს სტუმრობს. რას ასწავლის ის იქ მყოფთ გამასპინძლებაზე? როგორ ასწავლის ის მოგვიანებით თავის მოწაფეებს, თუ რის შესახებ უნდა ილოცონ?

თავი 75

რაშია ბედნიერების საიდუმლო

იესო თავის მოწინააღმდეგეებს „ღვთის ხელზე“ ანუ „ღვთის თითზე“ ელაპარაკება და ეუბნება, რომ გვერდზე რჩებათ ღვთის სამეფო. ის აგრეთვე ხსნის, როგორ შეუძლია ადამიანს გახდეს ბედნიერი.

თავი 76

იესო ერთ ფარისეველს სტუმრობს

იესო ფარდას ხდის ფარისეველთა და მწიგნობართა თვალთმაქცობას. რა მძიმე ტვირთს ადებენ ისინი ხალხს?

თავი 77

მაგალითი მდიდარ კაცზე

იესომ მაგალითი მოიყვანა მდიდარ კაცზე, რომელმაც უფრო დიდი ბეღლები ააშენა, ვიდრე მანამდე ჰქონდა. რომელ რჩევას იმეორებს იესო ამ საკითხთან დაკავშირებით?

თავი 78

მზად იყავი ერთგულო მმართველო!

იესო აშკარად დაინტერესებულია თავისი მოწაფეების სულიერი კეთილდღეობით. რა როლს შეასრულებს მმართველი და როგორ მოემსახურება ეს მოწაფეების სულიერ კეთილდღეობას? რატომ არის განსაკუთრებით ყურადსაღები მოწოდება: მზად იყავით?

თავი 79

რატომ დაატყდება ებრაელ ერს სასჯელი

იესო ამბობს, რომ ისინი, ვის დახმარებასაც ცდილობს, თუ არ მოინანიებენ, განადგურდებიან. ყურად იღებენ ისინი იესოს სიტყვებს და დაფიქრდებიან მისი რჩევისამებრ იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ღმერთთან?

თავი 80

რომელი ორი ფარეხისკენ წაუძღვება იესო თავის ცხვარს

იესოს მაგალითი მოჰყავს მწყემსსა და მის ცხვარზე, საიდანაც კარგად ჩანს, თუ რას გრძნობს იგი თავისი მოწაფეების მიმართ. იცნობენ ისინი თავიანთი მწყემსის, იესოს ხმას და გაჰყვებიან მას?

თავი 81

ერთნი, მაგრამ არა თანასწორნი

ზოგი იესოს იმაში ადანაშაულებს, რომ ღმერთს უტოლებს თავს. როგორ აბათილებს იესო მათ ცრუ ბრალდებას?

თავი 82

იესო პერეაში მსახურობს

იესო უხსნის თავის მსმენელს, რა არის საჭირო გადარჩენისთვის. მისი რჩევა მეტად აქტუალური იყო პირველ საუკუნეში? დღემდე აქტუალურია ეს რჩევა?

თავი 83

ვის იწვევს ღმერთი ვახშამზე

ფარისევლის სახლში სტუმრობის დროს იესოს მაგალითი მოჰყავს ერთ კაცზე, რომელმაც დიდი ვახშამი გამართა. რა მნიშვნელოვან რამეს ასწავლის იესო ღვთის ხალხს?

თავი 84

რას ნიშნავს იესოს მიმდევრობა

იესოს მოწაფეობა სერიოზული პასუხისმგებლობაა. იესო ნათლად ამბობს, თუ რას ნიშნავს, იყო მისი მიმდევარი. ზოგი აღშფოთებას ვერ მალავს მისი სიტყვების მოსმენაზე.

თავი 85

მომნანიე ცოდვილის გამო ზეცა ხარობს

მწიგნობრები და ფარისევლები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ იესოს იმის გამო, რომ უბრალო ხალხთან აქვს ურთიერთობა. საპასუხოდ იესოს მაგალითი მოჰყავს იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ღმერთს ცოდვილების მიმართ.

თავი 86

გზასაცდენილი შვილის დაბრუნება

რის სწავლა შეგვიძლია გზასაცდენილ შვილზე იესოს მიერ მოყვანილი იგავიდან?

თავი 87

წინდახედულება სიბრძნეზე მეტყველებს

რის დასანახვებლად მოიყვანა იესომ მაგალითი ერთ გაქნილ მმართველზე?

თავი 88

იგავი მდიდარსა და ლაზარეზე

ამ იგავის მნიშვნელობა რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ, ვის განასახიერებს მისი ორი მთავარი გმირი.

თავი 89

გზად იუდეისკენ იესო პერეაში ქადაგებს

იესო საუბრობს იმაზე, თუ რა თვისება დაგვეხმარება, ვაპატიოთ მათაც კი, ვინც არაერთხელ სცოდავს ჩვენ წინააღმდეგ.

თავი 90

„აღდგომა და სიცოცხლე“

რატომ თქვა იესომ, რომ, ვინც მას ირწმუნებდა, არასდროს იხილავდა სიკვდილს?

თავი 91

იესო მკვდრეთით აღადგენს ლაზარეს

ორი მიზეზის გამო იესოს მოწინააღმდეგეებიც კი ვერ უარყოფენ, რომ იესომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა.

თავი 92

ათი განკურნებულიდან ერთი ავლენს მადლიერებას

იესოს გარდა კიდევ ვის მიმართ ავლენს კეთრისგან განკურნებული კაცი მადლიერებას?

თავი 93

კაცის ძე გამოცხადდება

რატომ შეიძლება ქრისტეს მოსვლა ელვას შევადაროთ?

თავი 94

ლოცვისა და თავმდაბლობის აუცილებლობა

რატომ მოიყვანა იესომ მაგალითი უმართლო მოსამართლესა და ქვრივ ქალზე?

თავი 95

საუბარი გაყრაზე და ბავშვებისადმი სიყვარულის გამოვლენა

რატომ განსხვავდება ბავშვებისადმი მოწაფეებისა და იესოს დამოკიდებულება?

თავი 96

ახალგაზრდა მდიდარი მმართველის კითხვას პასუხი ეცემა

რატომ ამბობს იესო, რომ აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი კაცი შევა ღვთის სამეფოში?

თავი 97

მაგალითი ვენახის მუშებზე

როგორ გახდებიან პირველები ბოლოები და ბოლოები პირველები?

თავი 98

მოციქულები კვლავ პირველობისკენ ისწრაფვიან

იაკობსა და იოანეს სამეფოში საპატიო ადგილები სურთ და იგივე სურვილი სხვებსაც ამოძრავებთ.

თავი 99

იესო ორ უსინათლოს თვალს უხელს და ზაქეს სტუმრობს

რატომ შეიძლება ითქვას, რომ ეს შემთხვევა, რომელიც, ერთი შეხედვით, სახარებებში სხვადასხვანაირად არის მოთხრობილი, სინამდვილეში სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან?

თავი 100

მაგალითი ათ მინაზე

რას გულისხმობს იესო ამ სიტყვებში: „ვისაც აქვს, მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“?

თავი 101

ვახშმად სიმონთან ბეთანიაში

ლაზარეს დის, მარიამის საქციელი ბევრის აღშფოთებას იწვევს, მაგრამ იესო მის დასაცავად ხმას იმაღლებს.

თავი 102

მეფე იერუსალიმში ჩოჩორზე ამხედრებული შედის

მან ხუთასი წლით ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველება შეასრულა.

თავი 103

ტაძრის კიდევ ერთხელ განწმენდა

ერთი შეხედვით, იერუსალიმში ვაჭრები კანონსაწინააღმდეგოს არაფერს აკეთებენ, მაშინ, რატომ უწოდებს იესო მათ ყაჩაღებს?

თავი 104

გამოავლენენ იუდეველები რწმენას ღვთის ხმის გაგონებაზე?

არსებობს განსხვავება იესოსადმი უბრალოდ რწმენასა და მისადმი რწმენის გამოვლენას შორის?

თავი 105

რას ვსწავლობთ ლეღვის ხის მაგალითზე

იესო მოწაფეებს უხსნის, რა ძალა აქვს რწმენას და რატომ უარყოფს ღმერთი ისრაელ ერს.

თავი 106

ორი მაგალითი ვენახზე

გაიგეთ, რატომ მოიყვანა იესომ მაგალითი ორ ვაჟზე, რომელთაც მამამ ვენახში სამუშაოდ წასვლა სთხოვა და ერთ კაცზე, რომელმაც ვენახი ბოროტ მევენახეებს მიაქირავა.

თავი 107

მეფე საქორწილო ნადიმზე უხმობს მიწვეულებს

იესოს მიერ მოყვანილი ეს იგავი წინასწარმეტყველური ხასიათისაა.

თავი 108

ფარისევლები ვერ ახერხებენ იესოს სიტყვაში გამოჭერას

იესო ჯერ ფარისევლებს ადუმებს, შემდეგ სადუკეველებს, ბოლოს კი ერთად მისულ ამ რელიგიურ წინამძღოლებს.

თავი 108

ფარისევლები ვერ ახერხებენ იესოს სიტყვაში გამოჭერას

იესო ჯერ ფარისევლებს ადუმებს, შემდეგ სადუკეველებს, ბოლოს კი ერთად მისულ ამ რელიგიურ წინამძღოლებს.

თავი 110

ბოლო დღე ტაძარში

ღარიბი ქვრივის მაგალითზე იესო მსმენელს მნიშვნელოვან გაკვეთილს ასწავლის.

თავი 111

ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი

იესოს მიერ წარმოთქმული ეს წინასწარმეტყველება თავდაპირველად პირველ საუკუნეში შესრულდა. ფართო მასშტაბითაც უნდა შესრულებულიყო მომავალში ეს წინასწარმეტყველური სიტყვები?

თავი 112

იგავი ათ ქალწულზე მოწაფეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს

რის თქმა სურდა იესოს მოყვანილი იგავით? იმის ხომ არა, რომ მისი მოწაფეების ნაწილი უგუნურია, ნაწილი კი — გონიერი?

თავი 113

იგავი ტალანტებზე მოწაფეებს გულმოდგინებას ასწავლის

ამ იგავიდან გაიგებთ, რატომ თქვა იესომ, „ვისაც აქვს, მეტი მიეცემაო“.

თავი 114

ძალაუფლებით მოსილი იესო ცხვრებს თხებისგან გამოარჩევს

იესოს მიერ მოყვანილი იგავიდან ვიგებთ, რის საფუძველზე მოხდება გასამართლება.

თავი 115

უკანასკნელი პასექისთვის მზადება

რატომ არის საგულისხმო ის, რომ უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები იუდას 30 ვერცხლად ურიგდებიან, რათა ამ უკანასკნელმა გასცეს იესო?

თავი 116

იესო თავმდაბლობის მაგალითს აძლევს მოციქულებს

იესო განაცვიფრებს მოციქულებს, რადგან იმ საქმეს ასრულებს, რაც, ჩვეულებისამებრ, მონას ევალება.

თავი 117

უფლის ვახშამი

იესო აწესებს გახსენების საღამოს, რომელიც მისმა მიმდევრებმა ყოველ წელს 14 ნისანს უნდა აღნიშნონ.

თავი 118

მოციქულები დავობენ, ვინ არის მათ შორის უდიდესი

მოციქულებთან ერთად გატარებულ უკანასკნელ საღამოს იესომ მათ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა, მაგრამ მათ მალევე დაავიწყდათ ნასწავლი და ამავე საღამოს მათში ისევ იჩინა თავი სისუსტემ.

თავი 119

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

იესო მოწაფეებს ასწავლის, თუ რა არის საჭირო ღმერთთან დასაახლოებლად.

თავი 120

ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები

როგორ შეუძლიათ მოწაფეებს, გამოიღონ ნაყოფი?

თავი 121

„გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“

იესო „ქვეყნიერებამ“ ძელზე გააკრა. მაშ, რატომ თქვა მან, რომ სძლია ქვეყნიერებას?

თავი 122

იესოს ლოცვა ზემოთა ოთახში

იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ დედამიწაზე მისი ხორციელად მოსვლა მხოლოდ კაცობრიობის ხსნას კი არა, ბევრად უფრო დიდებულ მიზანს მოემსახურა.

თავი 123

ღრმად დამწუხრებული იესო გულს უღვრის მამას

რატომ სთხოვს იესო მამას, აარიდოს „ეს სასმისი“? უარს ხომ არ ამბობს კაცობრიობის გამოსყიდვასა და ხსნაზე?

თავი 124

ქრისტეს გასცემენ და აპატიმრებენ

მართალია, შუაღამეა, მაგრამ იუდა მაინც პოულობს იესოს.

თავი 125

იესო ჯერ ანასთან მიჰყავთ, შემდეგ კი კაიაფასთან

იესო უკანონოდ გაასამართლეს — ამ დროს გამრუდდა სამართალი!

თავი 126

პეტრე უარყოფს იესოს

როგორ დაემართა პეტრეს ასეთი რამ და როგორ უარყო იესო, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ერთგულებას ეფიცებოდა? როგორ აქცია ზურგი თავის მოძღვარს კაცმა, რომელიც რწმენითა და ერთგულებით გამოირჩეოდა?

თავი 127

ჯერ სინედრიონის, შემდეგ კი პილატეს წინაშე

იუდეველების მზაკვრულ ჩანაფიქრს ფარდა ეხდება.

თავი 128

პილატე და ჰეროდე ვერაფერში სდებენ იესოს ბრალს

რატომ გზავნის პილატე იესოს ჰეროდესთან? არა აქვს მას იესოს გასამართლების უფლება?

თავი 129

„აი კაცი!“

პილატეც კი იხიბლება იესოს პიროვნებით, რასაც აღიარებს კიდეც ყველას წინაშე.

თავი 130

სასიკვდილოდ გადაცემული

რატომ ეუბნება იესო მოტირალ ქალებს, რომ მასზე კი არა, საკუთარ თავსა და თავიანთ შვილებზე იტირონ?

თავი 131

სრულიად უდანაშაულო მეფეს ძელზე აკრავენ

თავის გვერდით ბოძზე გაკრულ ბოროტმოქმედს იესო ისეთ რამეს ჰპირდება, რაც მომავალში შესრულდება.

თავი 132

„ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“

შუადღით სასწაულებრივად სიბნელე ჩამოწვა, რასაც მიწისძვრა მოჰყვა და ტაძრის ფარდა ორად გაიხა. ეს ყველა მოვლენა ერთ რამეზე მიანიშნებდა.

თავი 133

იესოს სხეულს დასაკრძალად ამზადებენ

რატომ უნდა დაკრძალონ იესო მზის ჩასვლამდე?

თავი 134

იესო მკვდრეთით აღდგა!

აღდგომის შემდეგ იესო პირველად მოციქულებს კი არა, ერთგულ მიმდევარ ქალებს ეჩვენა.

თავი 135

მკვდრეთით აღმდგარი იესო ბევრს ეცხადება

როგორ არწმუნებს იესო მოწაფეებს, რომ ნამდვილად მკვდრეთით აღდგა?

თავი 136

გალილეის ზღვის ნაპირთან

იესომ პეტრეს სამჯერ გაუმეორა, თუ როგორ შეეძლო მისთვის თავისი სიყვარული დაემტკიცებინა.

თავი 137

იესო ასობით ადამიანს ეცხადება

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, სანამ ზეცად ამაღლდებოდა, იესომ არაერთხელ გაუმეორა თავის მოწაფეებს, რომ მიიღებდნენ წმინდა სულს და ისიც აუხსნა, თუ რაში გაუწევდათ ეს სული დახმარებას.

თავი 138

იესო ქრისტე ღვთის მარჯვნივ

რა უნდა გაეკეთებინა იესოს ზეცაში მანამ, სანამ ღმერთი მის მტრებს მის ფეხქვეშ მოაქცევდა?

თავი 139

იესო თავის მისიას ბოლომდე შეასრულებს!

იესოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სისრულეში მოსაყვანი, სანამ სამეფოს თავის ზეციერ მამას გადასცემს.

მიჰბაძე იესო ქრისტეს და იყავი …

იესო მთელი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ ავლენდა ღვთისთვის სასურველ ამ 8 თვისებას.

ბიბლიური მუხლების საძიებელი

ამ საძიებლის მეშვეობით იპოვე წიგნში ის მონაკვეთები, სადაც სახარებებიდან მოყვანილი მუხლებია განხილული.

მაგალითების (იგავების) საძიებელი

იპოვე წიგნში ის თავები, სადაც განხილული აქ ჩამოთვლილი თითოეული მაგალითი თუ იგავი.

წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ

შეუსაბამე იესოს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები ბიბლიურ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ იესო ნამდვილად მესიაა; აგრეთვე წიგნში იპოვე ის თავები, სადაც ეს მოვლენებია აღწერილი.

ადგილები, სადაც იესო ცხოვრობდა და ასწავლიდა

რუკაზე ნაჩვენებია ის ადგილები, სადაც იესო მსახურობდა.