წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?

ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?
  • ღმერთი?

  • ადამიანები?

  • სხვა ვინმე?

 ბიბლიაში წერია:

„მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

„ღვთის ძე . . . გამოჩნდა, რომ დაემსხვრია ეშმაკის საქმეები“ (1 იოანე 3:8, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

ბიბლია გვეხმარება:

მივიღოთ ლოგიკური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის მსოფლიოში ამდენი პრობლემა (გამოცხადება 12:12).

გვქონდეს უკეთესი მომავლის იმედი (1 იოანე 2:17).

 შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?

დიახ, რადგან ამის სულ მცირე სამი მიზეზი არსებობს:

  • სატანის მმართველობის დღეები დათვლილია. ღმერთს გადაწყვეტილი აქვს, ბოლო მოუღოს დედამიწაზე სატანის მმართველობას. ის გვპირდება, რომ „ბოლოს მოუღებს“ სატანა ეშმაკს და წაშლის მისი მმართველობის ყოველგვარ კვალს (ებრაელები 2:14).

  • ღმერთმა ქვეყნიერების მმართველად იესო ქრისტე დანიშნა. იესო სრულიად განსხვავდება დღევანდელი ქვეყნიერების სასტიკი და უმოწყალო მმართველისგან. გამეფებული იესოს შესახებ ღმერთი ამბობს: „ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს . . . ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს“ (ფსალმუნი 72:13, 14).

  • ღმერთი არასოდეს ცრუობს. ბიბლიაში ნათლადაა ნათქვამი, რომ „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრაელები 6:18). როდესაც იეჰოვა ღმერთი რამეს გვპირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად შეასრულებს მას (ესაია 55:10, 11). ღმერთი გვაიმედებს, რომ „ამ ქვეყნიერების მმართველი . . . გარეთ განიდევნება“ (იოანე 12:31).

 დაფიქრდით:

როგორ შეიცვლება მსოფლიო მდგომარეობა, როდესაც მისი მმართველი განადგურდება?

ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: ფსალმუნის 37:10, 11 და გამოცხადების 21:3, 4.

გაიგეთ მეტი

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.