წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუბრუნდი იეჰოვას

 თავი 5

დაუბრუნდით „თქვენი სულების მწყემსსა და ზედამხედველს“

დაუბრუნდით „თქვენი სულების მწყემსსა და ზედამხედველს“

თუ ამ ბროშურაში განხილული რომელიმე სირთულის პირისპირ დგახარ, გახსოვდეს, რომ მარტო არა ხარ. მსგავს სირთულეებს ღვთის ერთგული მსახურები ბიბლიურ დროშიც ხვდებოდნენ და დღესაც ხვდებიან. მათ იეჰოვა ეხმარებოდა და ის შენც დაგეხმარება.

გჯეროდეს, რომ თუ დაუბრუნდები იეჰოვას, ის სიხარულით მიგიღებს

 გჯეროდეს, რომ თუ დაუბრუნდები იეჰოვას, ის სიხარულით მიგიღებს და დაგეხმარება, თავი გაართვა საწუხარს, დაძლიო გულისტკენა, დაიბრუნო სუფთა სინდისი და იგრძნო სულის სიმშვიდე. შედეგად, კვლავ გაგიჩნდება სურვილი, ემსახურო იეჰოვას შენს თანამორწმუნეებთან ერთად. დაბოლოს, საკუთარ თავზე გამოცდი იმას, რაც მოციქულმა პავლემ პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა: „გზააბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კი თქვენი სულების მწყემსსა და ზედამხედველს დაუბრუნდით“ (1 პეტრე 2:25).

იეჰოვასთან დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ამით მას გულს გაუხარებ (იგავები 27:11). როგორც იცი, იეჰოვა გრძნობების მქონე ღმერთია და მისთვის სულერთი არ არის, როგორ ვიქცევით. ცხადია, ღმერთს არ უნდა, რომ ძალდატანებით ვემსახუროთ, მას უნდა, რომ ის მთელი გულით გვიყვარდეს (კანონი 30:19, 20). ერთმა ბიბლეისტმა თქვა: „ადამიანის გულის კარს სახელური გარედან არა აქვს. მისი გაღება მხოლოდ შიგნიდან შეიძლება“. თუ იეჰოვა გვიყვარს და ამიტომ ვემსახურებით, ესე იგი, ჩვენი გულის კარს ვაღებთ და მას უძვირფასეს ძღვენს, ერთგულებას ვჩუქნით, რითაც უდიდეს სიხარულს ვანიჭებთ. როდესაც იეჰოვას ისე ვცემთ თაყვანს, როგორც მას ეკუთვნის, დიდ ბედნიერებას განვიცდით; ამას კი ვერაფერი შეედრება! (საქმეები 20:35; გამოცხადება 4:11).

გარდა ამისა, ქრისტიანული მსახურების განახლება სულიერ მოთხოვნილებებს დაგიკმაყოფილებს (მათე 5:3). როგორ? ბევრს უჩნდება კითხვა: „რატომ ვარსებობთ?“ და ცდილობენ გაიგონ, რა არის სიცოცხლის აზრი. ადამიანებში ეს მოთხოვნილება იეჰოვამ ჩადო. მან ისე შეგვქმნა, რომ მისადმი მსახურება კმაყოფილებას გვანიჭებდეს. როდესაც ვიცით, რომ იეჰოვას მთელი გულით ვცემთ თაყვანს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს (ფსალმუნი 63:1—5).

გჯეროდეს, იეჰოვას სურს, რომ დაუბრუნდე. ჩვენ ბევრი ვილოცეთ და გულდასმით მოვამზადეთ ეს ბროშურა. შემდეგ მან შენამდე მოაღწია, შესაძლოა ქრისტიანი უხუცესის ან თანამორწმუნის ხელით და ახლა შენ მას კითხულობ. ეს ყოველივე იმას ადასტურებს, რომ იეჰოვას არ დავიწყებიხარ. პირიქით, მან სიყვარულით მოგიხმო (იოანე 6:44).

მანუგეშებელია, რომ იეჰოვა არასოდეს ივიწყებს თავის დაკარგულს ცხვარს. ეს საკუთარ თავზე გამოსცადა დონამ, რომელიც ამბობს: «ჭეშმარიტებას ნელ-ნელა ჩამოვცილდი, მაგრამ ხშირად მახსენდებოდა 139-ე ფსალმუნის 23-ე და 24-ე მუხლებში ჩაწერილი სიტყვები: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები; ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე“. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ადგილი ქვეყნიერებაში კი არა, ორგანიზაციაში იყო. თანდათანობით მივხვდი, რომ იეჰოვას არასდროს მივუტოვებივარ. უბრალოდ მასთან დასაბრუნებელი გზა უნდა მეპოვა. ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოვიქეცი!».

„თანდათანობით მივხვდი, რომ იეჰოვას არასდროს მივუტოვებივარ. უბრალოდ მასთან დასაბრუნებელი გზა უნდა მეპოვა. ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოვიქეცი“

ვლოცულობთ, რომ კიდევ ერთხელ შეიგრძნო „იეჰოვას სიხარული“ (ნეემია 8:10). იეჰოვასთან დაბრუნებას არასოდეს ინანებ.