წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 114

ბოროტების აღსასრული

ბოროტების აღსასრული

რას ხედავ სურათზე? დიახ, თეთრ ცხენებზე ამხედრებულ ლაშქარს. მაგრამ შეამჩნიე, საიდან მოდიან ისინი? ეს ცხენები ზეციდან ელვის სისწრაფით მოჰქრიან ღრუბლებზე. მართლა არიან ზეცაში ცხენები?

არა, ეს ნამდვილი ცხენები არ არიან, რადგან ვიცით, რომ ცხენებს ღრუბლებზე სიარული არ შეუძლიათ. თუმცა ბიბლია საუბრობს ცხენებზე, რომლებიც ზეცაში არიან. იცი, რატომ?

ძველად ცხენებს ბრძოლების დროს იყენებდნენ. ამიტომ, ბიბლიაში მოხსენიებული ზეციდან მომავალი ცხენოსანთა ლაშქარი ადამიანების წინააღმდეგ ღვთის ბრძოლაზე მიანიშნებს. იცი, რა ჰქვია ამ ბრძოლას? არმაგედონი. ეს ომი ბოროტებას მოსპობს დედამიწაზე.

ამ ომში ზეციერ ლაშქარს იესო წაუძღვება. ალბათ გახსოვს, რომ იეჰოვამ თავისი ზეციერი მთავრობის მეფედ იესო აირჩია. ამიტომ ადგას იესოს თავზე გვირგვინი. მახვილი, რომელიც მას უჭირავს, ნიშნავს, რომ ის ღვთის ყველა მტერს გაანადგურებს. უნდა გვიკვირდეს, რომ ღმერთი ბოროტ ადამიანებს გაანადგურებს?

გადაშალე წიგნი მე-10 მოთხრობაზე. რას ხედავ იქ? დიახ, დიდ წარღვნას, რომელმაც ბოროტი ადამიანები გაანადგურა. ვინ მოავლინა ეს წარღვნა? იეჰოვა ღმერთმა. ახლა კი მე-15 მოთხრობაზე გადაშალე. იქ რაღა ხდება? იეჰოვა ცეცხლით ანადგურებს სოდომსა და გომორას.

ახლა კი 33-ე მოთხრობა ნახე. რა ემართებათ ეგვიპტელთა ცხენებსა და საომარ ეტლებს? ვინ მოაქცია ისინი წყალში? იეჰოვამ. მან ეს თავისი ხალხის დასაცავად გააკეთა. გადაშალე 36-ე და 76-ე მოთხრობებზე. შენ დაინახავ, რომ იეჰოვამ თავისი ხალხის, ისრაელის განადგურებაც კი დაუშვა, რადგან ბოროტები იყვნენ.

ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ აგზავნის იეჰოვა ზეციერ ლაშქარს, რომ დედამიწაზე ბოლო მოუღოს ბოროტებას. წარმოიდგინე, რა კარგი იქნება! მოდი ეს შემდეგ გვერდზე ვნახოთ.