წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 105

იერუსალიმში შეკრებილნი

იერუსალიმში შეკრებილნი

ეს ადამიანები იესოს მიმდევრები არიან. მათ დაუჯერეს იესოს და არ გავიდნენ იერუსალიმიდან. სანამ ისინი იცდიდნენ, მთელ სახლში გუგუნის ხმა გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაუბერაო, და თითოეული მოწაფის თავზე ცეცხლის ენები გაჩნდა. ხედავ მათ თავებს ზემოთ ცეცხლის ენებს? რა იყო ეს?

ეს სასწაული იყო! იესომ ზეციდან ღვთის წმინდა სული მოაფინა თავის მიმდევრებზე. იცი, როგორ იმოქმედა ამ სულმა მათზე? ისინი სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ.

იერუსალიმში ბევრმა გაიგო ძლიერი ქარის გუგუნის მსგავსი ხმა. ამიტომ ისინი იმ სახლთან მივიდნენ, რომ გაეგოთ, რა მოხდა. აქედან ზოგი სხვა ეროვნების ადამიანი იყო, რომლებიც ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩავიდნენ იერუსალიმში. ნანახმა ძალიან გააოცა ისინი. მათ ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ მოწაფეები მათ მშობლიურ ენაზე ღვთის დიდებული საქმეების შესახებ.

‘ეს ხალხი ხომ გალილეელები არიან, — თქვეს მათ. — მაშ, როგორღა ლაპარაკობენ ჩვენს მშობლიურ ენებზე?’

წამოდგა პეტრე, ხმა აღიმაღლა და ხალხს აუხსნა, როგორ მოკლეს იესო და როგორ აღადგინა ის იეჰოვამ მკვდრეთით. ‘ახლა იესო ზეცაში ღვთის მარჯვნივ ზის, — თქვა პეტრემ. — მან აღთქმული წმინდა სული მოგვაფინა. აი ამიტომ ხედავთ ამ სასწაულს’.

როცა პეტრემ ეს სიტყვები თქვა, ბევრმა ძალიან ინანა, რომ იესოს ცუდად მოექცნენ. ‘რა გავაკეთოთ?’ — ჰკითხეს მათ პეტრეს. ‘მოინანიეთ და მოინათლეთ’, — მიუგო მან. ასე რომ, იმ დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანი მოინათლა და იესოს მიმდევარი გახდა.

გაიგეთ მეტი

იესო ასობით ადამიანს ეცხადება

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, სანამ ზეცად ამაღლდებოდა, იესომ არაერთხელ გაუმეორა თავის მოწაფეებს, რომ მიიღებდნენ წმინდა სულს და ისიც აუხსნა, თუ რაში გაუწევდათ ეს სული დახმარებას.