წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 110

ტიმოთე პავლეს დამხმარე გახდა

ტიმოთე პავლეს დამხმარე გახდა

ეს ახალგაზრდა, რომელიც მოციქულ პავლესთან არის, ტიმოთეა. ის ოჯახთან ერთად ლისტრაში ცხოვრობდა. დედამისს ევნიკე ერქვა, ბებიას კი — ლოისი.

პავლე უკვე მესამედ ეწვია ლისტრას. დაახლოებით ერთი წლით ადრე პავლე და ბარნაბა პირველად იყვნენ ლისტრაში სამქადაგებლო მოგზაურობის დროს. ამჯერად პავლე იქ თავის მეგობარ სილასთან ერთად დაბრუნდა.

იცი, რა უთხრა პავლემ ტიმოთეს? ‘გინდა, შემოგვიერთდე მე და სილას? — ჰკითხა მან. — შენც შეგიძლია დაგვეხმარო დაშორებულ ტერიტორიებზე ქადაგებაში’.

‘კარგი, მეც წამოვალ’, — უპასუხა ტიმოთემ. მალე ტიმოთემ დატოვა თავისი ოჯახი და პავლესთან და სილასთან ერთად გაემგზავრა. სანამ ამ მოგზაურობის შესახებ ვისაუბრებთ, მოდი გავიგოთ, რა გადახდა პავლეს მანამდე. 17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პავლეს იესო გამოეცხადა დამასკოს გზაზე.

ალბათ გახსოვს, პავლე დამასკოში იესოს მოწაფეების დასაპატიმრებლად მიდიოდა, ახლა კი თავადაც იესოს მოწაფე იყო. მოგვიანებით მტრებმა გადაწყვიტეს, მოეკლათ პავლე, რადგან იესოს შესახებ ქადაგებდა. მაგრამ მოწაფეები გაქცევაში დაეხმარნენ პავლეს. მათ გოდრით ჩაუშვეს ის ქალაქის გალავნიდან.

ამის შემდეგ პავლე ანტიოქიაში წავიდა საქადაგოდ. იესოს მიმდევრებს იქ პირველად ეწოდათ ქრისტიანები. პავლე და ბარნაბა ანტიოქიიდან შორეულ ქვეყნებში გაემგზავრნენ, რათა იქაც ექადაგათ. მოგზაურობის დროს ისინი ტიმოთეს მშობლიურ ქალაქ ლისტრაში ჩავიდნენ.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ პავლე ისევ ლისტრაში დაბრუნდა მეორე სამქადაგებლო მოგზაურობის დროს. იცი, სად გაემგზავრნენ ტიმოთე, პავლე და სილა ლისტრიდან? უფრო მეტი რომ გავიგოთ იმ ადგილების შესახებ, მოდი რუკა ვნახოთ.

თავიდან ისინი ახლომდებარე იკონიონში ჩავიდნენ, შემდეგ მეორე ანტიოქიაში. იქიდან ისინი ტროაში გაემგზავრნენ, შემდეგ ფილიპეში, თესალონიკესა და ბერეაში. ხედავ რუკაზე ქალაქ ათენს? პავლე იქაც ქადაგებდა. ათენიდან წასვლის შემდეგ მათ კორინთში წელიწად-ნახევარი იქადაგეს. ბოლოს ისინი ცოტა ხნით ეფესოში გაჩერდნენ. იქიდან გემით კესარეაში დაბრუნდნენ და ჩავიდნენ ანტიოქიაში, სადაც პავლე ცოტა ხანს დარჩა.

ტიმოთემ პავლესთან ერთად ათასობით კილომეტრი გაიარა და დაეხმარა მას სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და კრებების ჩამოყალიბებაში. როცა გაიზრდები, შენც იქნები ტიმოთესავით ღვთის ერთგული მსახური?

გაიგეთ მეტი

ბიბლიური ბარათი — ტიმოთე

ტიმოთემ ღმერთის მსახურება ბავშვობიდანვე გადაწყვიტა. როგორ შეგიძლია მიბაძო მას?

ტიმოთეს სხვების დახმარება სურდა

როგორ შეგიძლია ტიმოთეს მსგავსად შენც გქონდეს საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება?