წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 102

იესო ცოცხალია

იესო ცოცხალია

იცი, ვინ არიან ეს ქალი და კაცები? ქალი იესოს მეგობარი, მაგდალელი მარიამია, თეთრებში შემოსილი კაცები კი ანგელოზები არიან. ამ პატარა ოთახში, სადაც მარიამი იყურება, იესოს ცხედარი დაასვენეს. მას სამარხი ეწოდება. მაგრამ ცხედარი სადღაც გაქრა! ნეტავ ვინ წაიღო? მოდი გავიგოთ.

იესოს სიკვდილის შემდეგ მღვდლებმა პილატეს უთხრეს: ‘როცა იესო ცოცხალი იყო, თქვა, რომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა. ამიტომ უბრძანე, დაცვა დააყენონ სამარხთან, რათა მისმა მოწაფეებმა არ მოიპარონ ცხედარი და არა თქვან, რომ მკვდრეთით აღდგა!’ პილატემ ნება დართო მღვდლებს, რომ სამარხთან ჯარისკაცები დაეყენებინათ.

მაგრამ იესოს სიკვდილიდან მესამე დღეს, დილით უეცრად იეჰოვას ანგელოზი გამოჩნდა და სამარხის ქვა გადააგორა. ჯარისკაცები შიშისგან გაშეშდნენ. ბოლოს, როცა მათ სამარხში შეიხედეს, ცხედარი იქ აღარ დახვდათ. ზოგიერთი ჯარისკაცი ქალაქში გაიქცა, რომ მომხდარი მღვდლებისთვის ეცნობებინა. იცი, რა გააკეთეს ამ ბოროტმა მღვდლებმა? მათ ფული მისცეს ჯარისკაცებს და დაარიგეს, რომ ტყუილი ეთქვათ: ‘თქვით, რომ მოწაფეები მოვიდნენ ღამით, როცა გეძინათ, და ცხედარი მოიპარეს’.

ამასობაში იესოს მეგობარი ქალები მივიდნენ სამარხთან. მათ ძალიან გაუკვირდათ, რომ სამარხი ცარიელი დახვდათ. მოულოდნელად მათ ბრწყინვალე სამოსით შემოსილი ორი ანგელოზი გამოეცხადათ. ‘რატომ ეძებთ იესოს აქ? — ჰკითხეს მათ ქალებს. — ის მკვდრეთით აღდგა. წადით და უთხარით ეს მის მოწაფეებს’. ქალები სასწრაფოდ გაიქცნენ! მაგრამ გზაში ისინი ვიღაც კაცმა გააჩერა. იცი, ვინ იყო ის? ის იესო იყო! ‘წადით და ჩემს მოწაფეებს შეატყობინეთ!’ — უთხრა მან ქალებს.

როცა ქალებმა აცნობეს მოწაფეებს, რომ იესო ცოცხალია და ნახეს ის, მოწაფეებმა არ დაუჯერეს მათ. პეტრე და იოანე გაიქცნენ სამარხთან, რომ საკუთარი თვალით ენახათ, მაგრამ სამარხი ცარიელი დახვდათ. ისინი წავიდნენ, მაგდალელი მარიამი კი სამარხთან დარჩა. სწორედ მაშინ შეიხედა მან სამარხში და ორი ანგელოზი დაინახა.

იცი, რა დაემართა იესოს ცხედარს? ის ღმერთმა გააქრო. ღმერთს არ აღუდგენია იესო იმ ფიზიკური სხეულით, რომელიც მანამდე ჰქონდა. მან იესოს ახალი სულიერი სხეული მისცა, სწორედ ისეთი, როგორიც ანგელოზებს აქვთ. მაგრამ მოწაფეები რომ იესოს მკვდრეთით აღდგენაში დარწმუნებულიყვნენ, ის ფიზიკურ სხეულში ეჩვენა მათ. ამის შესახებ შემდეგი მოთხრობიდან გავიგებთ.

გაიგეთ მეტი

მკვდრეთით აღმდგარი იესო ბევრს ეცხადება

როგორ არწმუნებს იესო მოწაფეებს, რომ ნამდვილად მკვდრეთით აღდგა?

ხორციელი სხეულით აღდგა იესო თუ სულიერით?

ბიბლიაში წერია, რომ იესო „გაცოცხლდა სულში“. მაშ, როგორ შეძლეს მოციქულებმა, დაენახათ და შეხებოდნენ მკვდრეთით აღმდგარ იესოს?

იესოს სიკვდილი და აღდგომა — რას შეიძლება ნიშნავდეს თქვენთვის?

ექვსი ბიბლიური ჭეშმარიტება გვიხსნის, თუ როგორ იხსნის ერთი კაცის სიკვდილი უამრავ ადამიანს.