წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 104

იესოს ზეცად ამაღლება

იესოს ზეცად ამაღლება

მრავალი დღის განმავლობაში იესო ბევრჯერ ეჩვენა თავის მიმდევრებს. ერთხელ ის 500-ზე მეტმა მოწაფემ ნახა. იცი, რის შესახებ ელაპარაკა იესო მათ? ღვთის სამეფოს შესახებ. იეჰოვამ იესო დედამიწაზე იმისთვის გამოგზავნა, რომ ხალხისთვის სამეფოს შესახებ ექადაგა. ის მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც ამას აკეთებდა.

გახსოვს, რა არის ღვთის სამეფო? სამეფო არის ღვთის ზეციერი მთავრობა, რომლის მეფედაც ღმერთმა იესო აირჩია. როგორც უკვე გავიგეთ, იესო შესანიშნავი მეფე იქნება, რადგან დედამიწაზე ყოფნის დროს მშივრებს აპურებდა, ავადმყოფებს კურნავდა და მკვდრებს აცოცხლებდა!

როგორი ცხოვრება იქნება დედამიწაზე, როცა იესო ათას წელს იმეფებს ზეციდან? მთელი დედამიწა მშვენიერ სამოთხედ გადაიქცევა. აღარ იქნება ომები, დამნაშავეობა, ავადმყოფობა და სიკვდილი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს სიმართლეა, რადგან ღმერთს განზრახული ჰქონდა, რომ ადამიანებს დედამიწაზე სამოთხეში ეცხოვრათ. ამ მიზნით მან ედემის ბაღი შექმნა. იესო იზრუნებს, რომ ღვთის ნება საბოლოოდ შესრულდეს.

დადგა დრო, იესო ზეცაში დაბრუნებულიყო. ის 40 დღის მანძილზე ეჩვენებოდა მოწაფეებს. ამიტომ ისინი დარწმუნდნენ, რომ იესო ცოცხალი იყო. სანამ ზეცაში წავიდოდა, მან მოწაფეებს უთხრა: ‘არ გახვიდეთ იერუსალიმიდან, სანამ წმინდა სულს არ მიიღებთ’. წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა და ქარივით უხილავია. ის იესოს მიმდევრებს ღვთის ნების შესრულებაში დაეხმარებოდა. ბოლოს იესომ მოწაფეებს დაავალა: ‘იქადაგეთ ჩემ შესახებ დედამიწის კიდით-კიდემდე’.

ამ სიტყვების თქმის შემდეგ სასწაული მოხდა. იესო ნელ-ნელა ამაღლდა ზეცად, როგორც ეს სურათზე ჩანს. შემდეგ ის ღრუბლებმა დაფარა და მოწაფეებმა მეტად ვეღარ დაინახეს. იესო ზეცაში წავიდა და იქიდან ხელმძღვანელობს თავის მიმდევრებს.

გაიგეთ მეტი

იესო ქრისტე ღვთის მარჯვნივ

რა უნდა გაეკეთებინა იესოს ზეცაში მანამ, სანამ ღმერთი მის მტრებს მის ფეხქვეშ მოაქცევდა?