წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

ნაწილი 7

იესოს აღდგენიდან პავლეს დაპატიმრებამდე

იესოს აღდგენიდან პავლეს დაპატიმრებამდე

სიკვდილიდან მესამე დღეს ღმერთმა იესო მკვდრეთით აღადგინა. იმავე დღეს ის ხუთჯერ ეჩვენა თავის მიმდევრებს. იესო მათთან 40 დღე დარჩა. ბოლოს ზოგიერთი მოწაფის თვალწინ ის ზეცად ამაღლდა. ათი დღის შემდეგ ღმერთმა წმინდა სული მოჰფინა იესოს მიმდევრებს, რომლებიც იერუსალიმში იყვნენ შეკრებილნი.

მოგვიანებით ღვთის მტრებმა მოციქულები დააპატიმრეს, მაგრამ ანგელოზმა გაათავისუფლა ისინი. მოწინააღმდეგეებმა ქვებით ჩაქოლეს მოწაფე სტეფანე. ამ მოწინააღმდეგეთაგან ერთ-ერთი იესომ განსაკუთრებული მსახურებისთვის აირჩია და ის მოციქული პავლე გახდა. იესოს სიკვდილიდან სამწელიწად-ნახევრის შემდეგ ღმერთმა მოციქული პეტრე გაგზავნა არაიუდეველ კორნელიუსთან, რომ მისი სახლეულობისთვის ექადაგა.

დაახლოებით 13 წლის შემდეგ პავლემ თავისი პირველი სამქადაგებლო მოგზაურობა დაიწყო. მეორე მოგზაურობის დროს მას ტიმოთე შეუერთდა. ჩვენ წავიკითხავთ, რა ამაღელვებელი შემთხვევები გადახდათ მსახურების დროს პავლესა და მის თანამსახურებს. ბოლოს პავლე რომში დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ ის გაათავისუფლეს, მაგრამ ისევ საპყრობილეში ჩასვეს და მოკლეს. მეშვიდე ნაწილი მოიცავს დაახლოებით 32-წლიან პერიოდს.

 

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 102

იესო ცოცხალია

მას შემდეგ, რაც ანგელოზმა იესოს სამარხის ქვა გადააგორა, მცველები განცვიფრებულები დარჩნენ, როდესაც შიგნით შეიხედეს.

მოთხრობა 103

ჩაკეტილ ოთახში

რატომ ვერ იცნეს იესოს მოწაფეებმა ის აღდგომის შემდეგ?

მოთხრობა 104

იესოს ზეცად ამაღლება

ზეცაში ასვლამდე იესომ მოწაფეებს მნიშვნელოვანი დავალება მისცა.

მოთხრობა 105

იერუსალიმში შეკრებილნი

რატომ გადმოაფრქვია იესომ მოწაფეებზე წმინდა სული ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

მოთხრობა 106

საპყრობილიდან გათავისუფლება

რელიგიურმა წინამძღოლებმა მოციქულები ქადაგების გამო საპყრობილეში ჩასვეს, თუმცა ღმერთს სულ სხვა რამ ჰქონდა გეგმაში.

მოთხრობა 107

სტეფანეს ჩაქოლვა

სტეფანემ სიკვდილის წინ ლოცვა აღავლინა.

მოთხრობა 108

დამასკოს გზაზე

ძლიერმა სინათლემ და ზეციდან გაგონილმა ხმამ სავლეს ცხოვრება შეცვალა.

მოთხრობა 109

პეტრემ კორნელიუსს უქადაგა

ღვთის თვალში ერთი ეროვნება მეორეზე უპირატესობს?

მოთხრობა 110

ტიმოთე პავლეს დამხმარე გახდა

ტიმოთე სახლიდან წავიდა და პავლეს სამქადაგებლო მოგზაურობაში შეუერთდა.

მოთხრობა 111

ბიჭი, რომელსაც ჩაეძინა

ევტიქეს პავლეს პირველი მოხსენების დროს ჩაეძინა, მაგრამ მეორე მოხსენებას ყურადღებით ისმენდა. რა სასწაული მოხდა ამ ორ მოხსენებას შორის?

მოთხრობა 112

გემის მსხვრევა კუნძულთან

როდესაც ყველას იმედი გადაეწურა, პავლემ მათ ღვთისგან დამაიმედებელი ცნობა გადასცა.

მოთხრობა 113

პავლეს პატიმრობა რომში

როგორ განაგრძო პავლეს თავის საქმე პატიმრობაში ყოფნისას?