არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 91

იესო მთაზე ქადაგებს

იესო მთაზე ქადაგებს

ხედავ, გალილეის ერთ-ერთ მთაზე იესო ხალხს ასწავლის. მისი მოწაფეები მასთან ახლოს სხედან. მან 12 აირჩია მოციქულებად. ისინი მისი რჩეული მოწაფეები არიან. იცი მათი სახელები?

ესენი არიან: სიმონ-პეტრე და მისი ძმა ანდრია; იაკობი და იოანე, რომლებიც ასევე ძმები არიან; მოციქულებს შორის კიდევ ერთი იაკობი და სიმონია; ორი იუდაა — ერთს იუდა ისკარიოტელი ჰქვია, მეორეს კი თადეოზსაც ეძახიან; ასევე ფილიპე და ნათანაელი (მას ბართლომეც ჰქვია), მათე და თომა.

სამარიიდან დაბრუნების შემდეგ იესომ პირველად თქვა, რომ ‘მოახლოვდა ზეციერი სამეფო’. იცი, რა სამეფოა ეს? ეს ღვთის მთავრობაა, რომლის მეფეც იესოა. ის ზეციდან იმმართველებს და დედამიწაზე მშვიდობას დაამყარებს. ღვთის სამეფო მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს.

იესო მთაზე ხალხს ამ სამეფოს შესახებ უყვებოდა. მან ასწავლა ხალხს, ასე ელოცათ: ‘ჩვენო ზეციერო მამა, განდიდდეს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე’. ბევრი ადამიანი ამ ლოცვას „უფლის ლოცვას“ უწოდებს, სხვები კი — „მამაო ჩვენოს“. იცი ზეპირად ეს ლოცვა?

იესო ასევე ასწავლიდა ხალხს, როგორ უნდა მოპყრობოდნენ ერთმანეთს. ‘ისე მოექეცი სხვებს, როგორც გინდა, რომ შენ გექცეოდნენ’, — ეუბნებოდა ის. მოგწონს, როცა სხვები კარგად გეპყრობიან? იესომ გვითხრა, რომ ჩვენც კარგად უნდა მოვეპყროთ სხვებს. რა კარგი იქნება ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე, როცა ყველა ასე მოიქცევა!

გაიგეთ მეტი

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

დაუვიწყარი ქადაგება მთაზე

გაიგეთ, რა მნიშვნელოვან და სიღრმისეულ საკითხებს შეეხო იესო მთაზე ქადაგების დროს.

საგუშაგო კოშკი

იესო აზრიანი ცხოვრების მასწავლებელი

რეალური შემთხვევებიდან ჩანს, თუ როგორ ხდის ადამიანის ცხოვრებას აზრიანს მთაზე ქადაგებისას იესოს მიერ წარმოთქმული პრინციპების გამოყენება.